რომ ჩავიმუხლებ, ვეღარა ვდგები,
ზევით მაყენებს პატარა ბავშვი,
შენ კი, ძვირფასო, ის გესიზმრება,
მაისის ვარდებს ფერით რომ ვგავდი,
ირმის ფეხებით დავხტოდი ქვებზე,
თმებს მიწეწავდა სიო სათუთი,
თვალებში მთვარის სპეკალი მედგა,
ტუჩებზე - ფერი მწიფე ალუბლის.
დრომ და ცხოვრებამ ისე აგვრია,
ფეხს ვერ ვაყოლებ საათის წიკწიკს,
შენ კვლავ კითხულობ: homo sapiens?!
მე კი გპასუხობ, ვერაფერს ვიტყვი!
სულში ჩამდგარა უკვე ზაფხული,
გვალვამ გადაწვა ნაზი გრძნობები,
მაინც მიყვარხარ, მაინც გეძახი:
შენ მაგონდები, შენ მაგონდები!
რომ ჩავიმუხლებ, ვეღარა ვდგები,
ზევით მაყენებს პატარა ბავშვი,
შენ კი, ძვირფასო, ის გესიზმრება,
მაისის ვარდებს ფერით რომ ვგავდი.
No comments:
Post a Comment