გაყინული სული ფიფქებს ეფერება,
თვალში ციმციმებენ სევდის ლოლუები,
მთვარე მოფარფატე ღრუბელს ჩაეხუტა,
მე კი ჩემს სატკივარს ღამეს მოვუყვები...
ბორგავს ხევის პირას დიდი ნაკადული,
შენგან ნაწამები. ფიქრებს ვეფერები
გზები მომენატრა ტყეში გაკვალული,
დილის გარიჟრაჟის შორი ყრუ ბგერები...
შენი სიყვარულიც ვეღარ გადამარჩენს,
ქარი გაიყოლებს სულის რაფსოდიას,
ყველას ვეხვეწები, ნუ დაიძინებენ
თუკი გულის კარებს დატოვებენ ღიას...
სულის გასაღები შენშიც ვერ ვიპოვე,
ვრჩები კვლავ ეული, ძალა მილეული,
ზღაპრის ბოლო გვერდი უკვე დაიწერა,
ქარმაც მომაყარა სუსხი მისეული...
/ ი. კვაში/
No comments:
Post a Comment