Saturday, January 2, 2021

საბავშვო

არვინ ელის ჩემგან, ვხედავ,
ახალი წლის მილოცვას,
ლაპარაკი ჯერ არ ვიცი,
ლექსს აბა ვინ იტყოდა?!
გამომივსეს ჯიბეები 
შოკოლადით, კანფეტით,
ხელში მომცეს თვითმფრინავის
ერთი დიდი მაკეტი,
- აქ კუთხეში დაბრძანდი და
ითამაშე რაკეტით, 
რა დროს უნდა გამოხვიდე,
უცილობლად ჩვენ გეტყვით,
მომაძახეს ბებომ, პაპამ,
დედა ხელში საცერით
მჭადის ფქვილს ცრის,
მამა წვალობს, 
გასასვლელ კარს
გაუფუჭდა საკეტი,
მგონი ენა გაეცვითა,
არ ექნება ჩამკეტი!
მიხარია, იქნებ კარი,
მართლაც დარჩეს ღამით ღია,
მესტუმრება თავბომბორა,
ძაღლის ლეკვი თვალებღია,
ყველას თავის სტუმარი ჰყავს,
ტრიალებს და ბზინავს ბინა,
მე კი ყველას დავავიწყდი,
ჰქონიათ, რომ უკვე მძინავს,
მეც დავხვდები გულით ღია
პატარა ლეკვს, თვალებღიას,
ახალი წლის ღამევ, შენთვის,
საჩუქარი მომინდვია.

.


.


,


No comments:

Post a Comment