( თავი XII )
ამ საიდუმლოებებისა და დანაშაულის გახსნის შემდეგ, ბიცოლაჩემ ევას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხანდახან მეცოდება კიდეც , მაგრამ როცა ვიხსენებ, თუ რა საშინელებანი ჩაიდინა, სწრაფად მიქრება სინანულის გრძნობა. მე და ვიქტორია დავქორწინდით, არ დამავიწყდება ის შესანიშნავი დღე. შემოდგომის ბოლო თვის-პირველი რიცხვი, რა თქმა უნდა ინგლისისთვის დამახასიათებელი ამინდი იდგა, წვიმდა, ვიქტორია თვალისმომჭრელი გახლდათ როგორც ყოველთვის, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, დეიდაშვილებმა დააგემოვნეს სასმელები მამაჩემის მარნიდან, დენიელი ბოლოს ისე დათვრა, რომ ტანსაცმლის საკიდთან ჩახუტებული იდგა და ისე ლაპარაკებოდა, ამაზე გულიანად ვიცინოდით, ბილი და დეიდა ელენი ცრემლებს ვერ იკავებდნენ ბედნიერებისაგამ, ასევე შესანიშნავი ამბავია ის, რომ ბილმა ჩემს ქორწილში გაიცნო ვიქტორიას ახლო მეგობარი მის ელიზაბეთ ადამსი, შესანიშნავი ქალიშვილი მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მეგობარს ის დაინახვისთანავე შეუყვარდა, ელიზაბეთს აქვს ლამაზი თეთრი თხელი სახე, დიდი და წყლიანი მოციმციმე თაფლისფერი თვალები, გრძელი მორკალული წარბები, ღია ქერა სწორი თმა, ასევე გამორჩეული იყო მისი ვარცხნილობა,მისი საშვალო სისქის ლამაზი ფორმის წითელი ტუჩები ბილს განსაკუთრებით მოეწონა, ოდნავ კეხიანი ცხვირი ძალიან უხდება, გრძელი და წვრილი კისერი აქვს, იგი სწორედ ჩამოსხმული ქალი გახლავთ, მაღალი, საოცრად გრაციოზული მანერების მქონე,- ის იდიალური პარტნორია ბილისთვის,-გავიფიქრე. მის ადამსის ჩაცმულობამ ქორწილში ყველას ყურადღება მიიქცია, მას ეცვა ლამაზი ცისფერი გრძელი კაბა, რომელსაც ოქროსფერი ორნამენტებიანი საყელო ამშვენებდა, ამით ხაზი გაესვა მის დახვეწილ გემოვნებას, თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ ბილს და ელიზაბეთს ძალიან მოეწონათ ერთმანეთი, რადგან ქალი მხიარულად იცინოდა, თავისი ლამაზი თეთრი კბილებით, ბილის ხუმრობებზე. ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა თავისი მეორე ნახევარი მონახა და ის უკვე მის ადამსის ხელის თხოვას აპირებს კიდეც, ვიქტორიაც უაღრესად ბედნიერია, რომ მისი დაქალი ბილის სანდო ხელში აღმოჩნდება. დანაშაულის გახსნაში შეტანილი წვლილის გამო, მე შემომთავაზეს დამეწყო მუშაობა ქალაქ ვესტჰემის გამომძიებლად, რაზეც სიხარულით დავთანხმდი.ასრულდა ჩემი ბავშვობის ოცნება.ასევე სათავეში ჩავუდექი მამაჩემის იარაღის ბიზნესს, მე და ვიქტორია ჩემი ბავშვობის სახლში ვცხოვრობთ, ბილმაც გაყიდა თავისი ბარი ბრაიტონში, ჩვენს ქალაქში იყიდა დიდი ფართი, სადაც დღეს-დღეობით დიდი და წარმატებული ბიზნესი აქვს, როგორც ადრე, სამსახურის შემდეგ, ვიქტორიას ვხვდები და მივდივართ ბილთან ერთი ჭიქა კონიაკის დასალევად და გასართობად, სადაც დიდი სიხარულითა და ბედნიერებით გვხვდებიან მეგობრები. მაგრამ არის ამ ისტორიაში ისევ რაღაცა მისტიური და გაურკვეველი, ხშირად დაღლილი ჩავჯდები ხოლმე ტყავის სავარძელში და ვიგონებ ყველაფერს, მაშინვე ჩემი იარა მახსენებს თავს და იწვევს ძლიერ ტკივილს. დედაჩემი კეიტი ჩვენთან ერთად ცხოვრობს, დეიდაჩემი ელენიც ჩვენი ხშირი სტუმარი გახლავთ, მას შემდეგ რაც დედამ გაიარა მკურნალობის გარკვეული კურსი, მას აღარ ჭირდება მომვლელი, თავისითაც შესანიშნავად ართმევს თავს ყველაფერს, მის კეიტი ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ქალი აღმოჩნდა, ბედნიერი ვარ, რომ ის დედაჩემმია!
რასაც ნამდვილად ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, არის მამაჩემთან ჩემი დამოკიდებულება, მე მას გავექეცი, არ ვნახულობდი, არ ვწერდი წერილებს, ხოლო 18 წლის შემდეგ, როდესაც მას ჩამოვაკითხე, ის უკვე ცოცხალი აღარ იყო, მე, რომ არ დამეტოვებინა მამისეული სახლი, შეიძლება ეს ტრაგედიაც არ დატრიალებულიყო... მაკვირვებს ის სიტყვები, რაც ბიძია ალფრედმა წარმოთქვა სიკვდილის წინ, როგორც ჩანს ალფრედს მეტად სძულდა მამაჩემი, არა ქონებისა და ბიზნესის გამო, არამედ იმის გამო, რომ მას გვერდზე ჰყავდა კეიტი, ბიძაჩემს თურმე თავდავიწყებით უყვარდა ის. ერთ დღესაც ცოლმა აამხედრა ძმის წინააღმდეგ, რათა მას შური ეძია იმ ყველაფერზე, რაც ჰქონდა მამაჩემს და მას კი არ გააჩნდა. საღამოობით ხშირად ვეუბნები ბილს, რომ ამ ისტორიაში და ამ 'საიდუმლო ოთახში' მაინც რჩება ის თავსატეხი, რომლის ამოხსნაც ვერ მოვახერხე და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ დღეს კვლავ შეგვახსენებს თავს, ამას მეგობარი ხუმრობად იღებს და მხოლოდ გულიანად იცინის. ხშირად მესიზმრება მამაჩემი, რომელიც ისევ წყვდიადში დგას, მე კი მუხლებზე დაჩოქილი ვემუდარები პატიებას, ის კი მხარზე თავის მზრუნველ ხელს მადებს და მეუბნება:
-ყველაფერი კარგადაა, შეინ, გპატიობ, არაფერი არაა შენი ბრალი, ფრთხილად იყავი, შვილო, მე, თვალს გადევნებ!.-იმედია, მართლაც ყველაფერი კარგად იქნება!
მის კეიტი ატრიალებს გასაღებს 'საიდუმლო ოთახის' კარის ჭუჭრუტანაში, კარები იღება., პირველ ნაბიჯს დგამს, შიგნიდან კეტავს შესასვლელს, ათვალიერებს ნათელ ოთახს, ფარდებს დაბლა უშვებს, ისწორებს თავის წითელ მოსასხამს და იღებს ხის იატაკის რამოდენიმე პლინტუსს, ჩნდება საიდუმლო კიბე და იგი იკარგება იმ მისტიურ სიბნელეში,, რომლის არსებობის შესახებ მხოლოდ მან იცის, ის იღიმის თავისი ლამაზი წითელი ტუჩებით და უჩინარდება მუდმივ საიდუმლოებაში!...
No comments:
Post a Comment