( თავი XI )
ის იყო მომხიბვლელი წითელმოსასხამიანი ქალბატონი ფოტოდან, მის კეიტ ბრაიტონი! მე გაუაზრებლად ჩავიჩურჩულე:- დედა...! რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალის თვალებს მზერას ვერ ვაშორებდი, ვიგრძენი ცივი ხელი ჩემს მხარზე, მის კეიტმა ნაიარევი შემიხვია, მის საქციელში დედობრივი მზრუნველობა გამოსჭვიოდა, ანერვიულებულმა გავიხედე ბილისაკენ, მაინტერესებდა თუ როგორ იყო, ის იწვა სავარძელზე ფეხშეხვეული, მის გვერდზე კი- თოკი ეგდო, კეიტს ის გაეთავისუფლებინა, ჩემი და მეგობრის თვალების მზერა ერთმანეთს შეხვდა, ბილმა თბილად გამიღიმა, უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი, რომ ცოცხალი იყო, დედაჩემი ჩემს სხეულზე შემოხვეული თოკის გახსნას ცდილობდა, მან ჩამჩურჩულა ყურში:- ნუ გეშინია შეინ, ყველაფერი კარგად იქნება...!. გავიაზრე, რომ ალფრედსა და ევას, მე და ბილი გავეკოჭეთ და საიდუმლო ოთახში ჩავეკეტეთ, ახლა კი დარწმუნებული ვარ ისინი ფიქრობენ, თუ რა მოიმოქმედონ შემდეგ, დედაჩემი კი, როგორც ჩანს, ჩემი ბავშვობის ოთახიდან, საიდუმლო გასასვლელიდან, შემოვიდა ჩვენს გადასარჩენად, სულ ცივი ოფლი მასხამდა და მაჟრიალებდა, ბიცოლა ევა ჩემს მოკვლას აპირებდა იმ გასროლით, მაგრამ ბედმა გამიღიმა და მხოლოდ მხარში დამჭრა, ახლა კი ჩემი გადამრჩენელი საკუთარი დედა აღმოჩნდა, რომელმაც ბავშვობაში ლამის სიცოცხლე მომისწრაფა, ძალები მოვიკრიბე და წამოვჯექი, ბილმა მითხრა:
- ჰეი, მეგობარო, კარგად ხარ?- მის სახეზე წუხილი იკვეთებოდა.
- გადავრჩები... ვუპასუხე ოდნავი ირონიით.
უეცრად თვალწინ წამომიდგა ბიძაჩემის ამაზრზენი ღიმილი, რომელიც გონების დაკარგვის წინ დავინახე, ტანში გამცრა, ლამის გული ამერია, ავდექი რათა ფანჯარაში გამეხედა, ამ დროს გავიგონე მძიმე ნაბიჯების ხმა...ეს ალფრედი იყო! ფანჯარასთან მისვლა ვერ მოვასწარი, კარები გაიღო და სიბნელეში ნაბიჯი გადმოდგა ბიცოლა ევამ, რომელსაც უკან ბიძაჩემი მოჰყვა, მათ სახეზე გაოგნება იხატებოდა, ბიძაჩემი ალფრედი სულ მთლად გიჟს დამსგავსებოდა კეიტის დანახვაზე, ალფრედმა იბღავლა:
- მაგრამ შენ..შენ აქ რა გინდა... შენ ხომ მოგკალი?!- კანკალმა აიტანა ამ სიტყვების გაგონებაზე.
- რა იყო ძვირფასო ალფრედ, თითქოს მოჩვენება დაინახე, რატომ ხარ ასეთი ანერვიულებური?!. მომღიმარი სახით ჰკითხა დედაჩემმა და ხმამაღლა გაიცინა.
ბიცოლა ევა არ დაბნეულა, დახურა კარები და შიგნიდან ჩაკეტა, გაბრაზებული სახე ჰქონდა და ალფრედს უბრძანა ჩემზე ეზრუნა, რათა რაიმე არ მომემოქმედებინა თავის დასაღწევად, ალფრედი უმწეოდ წამოვიდა ჩემკენ და მხოლოდ რაღაცას თავისთვის გაუგებრად ბურტყუნებდა, თავს იქით-აქეთ აქნევდა, ევა სავარძელში ჩაჯდა, ყველას გვაკვირდებოდა, უცნაურად მაღალი ტონით დაიწყო საუბარი:
- მე არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება აქ, მაგრამ იცოდეთ, არავინ გავა ამ ოთახიდან ცოცხალი, ჩემს გარდა! დიახ, მე გამოვიყენე ალფრედი, ავამხედრე ძმის წინააღმდეგ და დავაძალე, რომ თავისი ძამიკო მოეკლა, შემდეგ კი ყველა, ვინც კი სახლში დახვდებოდა და აი, მეორე ეტაპი უნდა წამომეწყო, ეს ეტაპი შეინი იყო, რომელიც საოცრად გამჭრიახი გონების კაცი აღმოჩნდა თავის მეგობართან და სატრფოსთან ერთად, მას ვიღაც ეხმარებოდა კიდევაც და ეს ვიღაც შენ აღმოჩნდი, შეშლილო კეიტ, არ ვიცი როგორ გადარჩი, მაგრამ ახლა ჩემი ხელითვე მოგკლავ, შენ და შენმა შვილმა შემიშალეთ ხელი მთელი ქონების მოპოვებაში, მე მინდოდა გავმხდარიყავი მილიონერი, რადგან ეს დავიმსახურე, მე მინდოდა ჩამეგდო ხელში წარმატებული იარაღის ბიზნესი ! მაგრამ ყველაფერი უკუღმა წავიდა, მაინც გავხდები ამ ქონების პატრონი, რადაც არ უნდა დამიჯდეს, გასაგებია ეს თუ არა?!. ევამ მორთო საზარელი სიცილი, მისი თვალები ჭკუიდან გადასული ადამიანის თვალებს ჰგავდა, მე მივვხვდი, რომ ის იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, მე, ბილი და ბიძაჩემი ალფრედი გაურკვევლობაში ვიყავით, მაგრამ დედაჩემი თავისი წითელი ტუჩებით და აუღელვებელი სახით მომღიმარი იდგა, მან მტკიცე ხმით წარმოთქვა:
- აქედან ყველანი უვნებელი გავალთ, გარდა ევასა და ალფრედისა, სანამ თქვენ ლაყბობდით პირველ სართულზე, მე დავრეკე პოლიციაში და ისინი წუთი წუთზე აქ იქნებიან, შეგიძლიად მხოლოდ ერთი მარტივი რამ გააკეთოთ (მან მოსასხამში შეხვეული იარაღი ამოიღო და ალფრედს გაუწოდა), ამით შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ დანაშაული!
გაისმა პოლიციის მანქანების სირენების, საბურავებისა და ჭიშკრის გაღების ხმა, ოთახში ლურჯი და წითელი ციმციმი შემოვიდა, უეცრად ალფრედმა გამოწვდილ იარაღს დასტაცა ხელი და სწრაფად ჩაიჩურჩულა:
- შეინ... შეინ... ძმიშვილო მაპატიე... მე... მე... შევცდი...კეიტ მე შენ მიყვარდი, მე მშურდა ჩემი უდანაშაულო ძმის, რომელსაც შენ ჰყავდი და რომელიც ჩემი ხელებითვე მოვკალი...!- ყრუ გასროლის ხმა გაისმა, ამ დროს საფეთქლებთან ტკივილი ვიგრძენი, მუცელზე ნაიარევი ამეწვა და ჩემ გვერდზე მდგომი ბიძა ჩემს ხელებში ჩაესვენა, დედაჩემი ფრთხილად მივიდა კარებთან, გადაატრიალა გასაღები და იმ წამსვე შემოცვივდნენ შეიარაღებული პილიციელები, დანახულზე ისინიც დაიბნენ და არც მათ არ იცოდათ რა ეღონათ, როგორც მე და ბილს, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთს შევყურებდით თვალებში.
ოთახის ფანჯრიდან გადავიხედე, პოლიელები, სირენები, მანქანები, გაშტერებული გამვლელები, სასწრაფო დახმარების მანქანა. დავინახე ევა, რომელიც დაკითხვაზე მიჰყავდათ, მან ბოლოჯერ დანანებით შეავლო ამ პომპეზურ 'სასახლეს' თვალი და დამინახა მე ფანჯარაში, მის სახეზე ზიზღი გამოიხატა, მის გამომეტყველებას არ ეტყობოდა არც სინანული და არც ბრალეულობის შეგრძნება, შემოვტრიალდი და წავედი კარებისაკენ, როდესაც გავიგონე მისი შეშლილი სიცილი, პირველ სართულზე ვიქტორია, ბილი და ექიმი მელოდნენ.
No comments:
Post a Comment