თავი III
მეორე დღეს განყოფილებაში შემოსული ტელეფონის ზარის ხმა არ წყდებოდა, ეს იყო ზარები, რომლებიც გვაუწყებდნენ წინა დღეს გაუჩინარებული 26 წლის ჟურნალისტ სარა დიქსონის შესახებ, ვილიამმა ივარაუდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო დაღუპული გოგონა, რომლის გვამიც გუშინ აღმოვაჩინეთ და საჭირო იყო ნათესავებისთვის ამის შეტყობინება, შემდგომ კი გვამის ამოცნობაზე მათი წაყვანა. მე ჩვეულებრივ ჩემს მდივანს ვთხოვდი, რათა მას დაერეკა ოჯახისათვის და შეეტყობინებინა ინფორმაცია, მაგრამ ჩემი დამხმარე გავათავისუფლოე არაკომპეტენტურობის გამო და ამიტომაც ეს საქმე უნდა შემესრულებინა მე, ასევე მიზნად დავისახე, რომ აუცილებლად ამეყვანა ახალი გამოცდილი მდივანი.
ოთახში შემოვიდა მისტერ ბლექი, რომელსაც უკან ფეხდაფეხ სწრაფი ნაბიჯით მოჰყვებოდნენ ქალი და კაცი, ისინი მოწიწებით შემოვიდნენ ჩემს კაბინეტში, მათ სახეებს დარდი დასტყობოდათ, მე შევთავაზე მათ დასხდომა, მაგიდასთან დადგა ვილიამი, რომელიც თვალს არ აშორებდა შემოსულ წყვილს, მე და ჩემი მეგობარი უძინარი ვიყავით, მთელი ღამე მკვლელობის ადგილზე გავატარეთ, გაღიზიანება სახეზე გვეტყობოდა, წყვილი მის სარას დედ-მამა აღმოჩნდა, ძალზედ სასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვეს, ვილიამი კი როგორც ყოველთვის ყველას ეჭვის თვალით აკვირდებოდა, მის ნიკოლი და მისტერ დევიდი ამბის მოყოლას შეუდგნენ, მონაყოლი ემოციებით იყო გაჟღენთილი:
-ჩვენ არც თუ ისეთი შეძლებული ოჯახიდან გახლავართ მისტერ ფრედ, ამიტომაც მთელი დღეები სამსახურში ვატარებთ, რათა ლუკმა-პურის ფული ვიშოვოთ, მე მკერავი ვარ, ერთ პატარა სამკერვალოში ვმუშაობ, ხოლო ჩემი ქმარი ერთ-ერთი გაზეთის სტამბის მუშაა, ჩვენი ერთადერთი საყვარელი ქალიშვილი ჭკვიანი და წარმატებული ჟურნალისტია, ის გუშინ უნდა წასულიყო ინტერვიუს ჩასაწერად და სახლში აღარ დაბრუნდა, მისტერ ბლექ და მისტერ ბენეტ, ძალიან ვნერვიულობთ, ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა, სარა ყოველთვის 10 საათზე სახლშია.-მის ნიკოლს მდუღარე ცრემლები წასკდა.
მე ცოლ-ქმარი გულწრფელად შემეცოდა, თვით ვილიამსაც კი მოულბა გული, როდესაც დაინახა რა მდგომარეობაში იყო ოჯახი და სახეზე დაძაბულობამ გადაუარა, მოუკიდა სიგარას და ფანჯარასთან მივიდა, ჩაფიქრებული გაჰყურებდა მთებს.
- ძალიან ვწუხვართ, მის ნიკოლ, მომხდარის შესახებ, შემთხვევით ხომ არ უთქვამს სარას ვისთან მიდიოდა ინტერვიუს ჩასაწერად?- წყნარი და თბილი, გამგები ხმით ვიკითხე.
- არა, მისტერ ბენეტ, ნამდვილად არ უთქვამს, ძალიან ვწუხვარ, რომ არ ვიცი.-ქალმა თავი ხელებში ჩარგო, ქმარი კი გადაღლილობისა და ნერვიულობისაგან, თვალებაწითლებული, ხმას ვერ იღებდა.
- ყველაფერი გასაგებია, მაინტერესებს, მეგობრები ან კოლეგები თუ მოინახულა გუშინ დღის განმავლობაში?. -სწრაფად ჩაერთო საუბარში ვილიამი მტკიცე და მომთხოვნი ხმით.
- დიახ, მისტერ ბლექ, ის თავის საქმროს, დილან ჰარისონს, უნდა შეხვედროდა. -სუსტი ხმით წარმოთქვა მისტერ დევიდმა.
- ყველაფერი გასაგებია, დიდი მადლობა, ახლა კი წამოგვყევით, გვამის ამოცნობაზე, რომელიც გუშინ წმინდა პაუის გზატკეცილზე აღმოვაჩინეთ !-თქვა ვილიამმა, გააღო კარი და ხელით მიანიშნა წყვილს, რომ გამოგვყოლოდნენ.
მორგის კარები ფართოდ შევაღეთ, სიცივემ ძვლებში გამიარა, ძარღვებში სისხლი გამეყინა, ანერვიულებულ და აღელვებულ დიქსონებს ვუყურებდი, ვილიამმა ემოციები ისევ მოთოკა, როდესაც საქმე სამუშაოს ეხებოდა, ის საოცრად უემოციო და მშვიდი ხდებოდა, გადასაფარებელი სწრაფად გადააცალა დასახიჩრებულ გვამს და უეცრად...
No comments:
Post a Comment