( თავი X )
მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, გარდა ყვირილისა, სწრაფად დავიღრიალე: - ბილლლ... ჩქარა!.... მიშველე!. მოვახერხე შემოტრიალება და მუშტი ჩავარტყი ცხვირში იმ ვერაგს, ჩემმა მოქმედებამ ის დააბნია, ხელები სწრაფად გამიშვა და ცხვირზე მოიკიდა, დავინახე მოშორებით, ბნელ კუთხეში, ქალის ლანდი, მან ნაბიჯი გადმოდგა წინ, ეს ბიცოლაჩემი ევა გახლდათ! მე პირდაპირ ჭკუიდან გადავედი, ის დაიძრა ჩემკენ, ზურგს უკან რაღაცას მალავდა, გავიგონე როგორ ჩამორბოდა ბილი კიბეებზე, მან ეტყობა, ყველაფერი დაინახე, რის გამოც დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, მუშტში მაგრად ჩაეჭირა სამართებელი, მე გაშეშებული ვიდექი, ვიგრძენი, რომ ჩემს უკან წამოიმართა კაცი, რომელიც რამდენიმე წამის წინ მახჩობდა, ბილი მისკენ გაექანა და მუცელში ფეხი ძლიერად ჩაარტყა, ის ჩაიკეცა. ამ დროს ყრუ გასროლის ხმა გავიგონე, თითქოს არსაიდან, ელვის სისწრაფით გამოფრინდა ტყვია, რომელიც ჩემს ერთგულ მეგობარს პირდაპირ ფეხში მოხვდა, გავიგონე ბილის ღრიალი, ფეხიდან სისხლის ნაკადი მოჩქეფდა, მასთან მივვირებინე, დასახმარებლად, რომ არ წაქცეულიყო, გამოვართვი ბასრი იარაღი ხელიდან და დავსვი, ის უძლურად მიეყრდნო კედელს, ბილის კვნესა მოსვენებას არ მაძლებდა, ალფრედი ამ დროისთვის ფეხზე წამომდგარიყო და მელოდებოდა, მან მუშტი მოიქნია, მოგერიება მოვახერხე, ხელი მოვუგრიხე და კისერზე სამართებელი მივადე, ამ დროს გავიგე ადამიანის ძირს დავარდნის ხმა და სწრაფად გავიხედე, ეს ბილი იყო, რომელიც ბოლო სასიცოცხლო ძალებით მიცოცებულიყო მაგიდასთან, სადაც ტელეფონი იდგა და ყურმილი აეღო, მაგრამ მან გონება დაკარგა, არა მგონია პოლიციაში დარეკვა მოესწრო,-გავიფიქრე, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, სანამ მე მეგობარს ვუყურებდი, ბიძაჩემმა დრო იხელთა და უკან დაიხია, მე თავი ვერ შევიკავე და კედელს მივენარცხე, ჩავიკეცე, მაგრამ იმავე წამს წამოვიმართე, უეცრად ვიგრძენი მარცხენა მხრის არეში საშინელი ტკივილი, რასაც მოჰყვა სიცივე, ფეხებს ვერ ვადგამდი, მოვიხარე, მხარზე ხელი მოვიკიდე, დავხედე ხელს, სისხლიანი იყო, თავბრუ დამეხვა, შევნიშნე ალფრედი და ევა ჩემს წინ ერთად იდგნენ და ის... ის... საზარელი ღიმილი, ბიცოლას სიცილი გავიგონე და შემდეგ წყვდიადი, მხოლოდ და მხლოდ წყვდიადი!!!
შიგადაშიგ სიბნელეში მესმოდა კვნესა, ნელ-ნელა სმენა აღმიდგა, გავიგონე ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის ჩურჩული, მაგრამ მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ყველაფერი გავიაზრე, განძრევა შევძელი და ვიგრძენი ჩემ სხეულზე მჭიდროდ შემოხვეულიყო თოკი, თვალებს ვერ ვახელდი, თითქოს მათ ტონა სიმძიმე აწვებოდა, მაგრამ ვგრძნობდი იმ ტკბილს სუნს, ეს სუნი მშობელი დედის იყო, ტუჩები სულ გამშრალი მქონდა, მაგრამ შევძელი სიტყვების წარმოთქმა:-ბილ, ბილ, გთხოვ, ხმა გამეცი!-. მაგრამ პასუხად მხოლოდ სასოწარკვეთილი კვნესა გავიგონე, შემდეგ უსასრულობაში ჩავიძირე, თითქოს რამდენიმე საუკუნე ვფიქრობდი მომხდარზე, ჩემ თავს კითხვას ვუსვამდი: -ნეტავი გადავრჩებით თუ არა?!-.ისევ ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი, ისევ სიცივე და კვლავ სიბნელე, გონება ისევ დავკარგე!
ბილის ჩურჩულმა გამომაღვიძა, ბილი ვიღაცას ესაუბრებოდა, მივაყურადე და თავდაპირველად უცნობის ხმა გავიგონე, თვალები გავახილე და დავინახე ''ის''...
No comments:
Post a Comment