ჯერარნახულო სახიერებავ, დიდებული ხარ როგორც სამყარო,
რომელიც შექმენ და ახლა გსურს რომ, ლოცვებით, კდემით დილა ვახაროთ,
შენ მოგვეც მიწა, უთვალავ ბაღით, შენ მოგვეც ზეცა, მზითა და მთვარით,
მიუწვდომელო, ყოვლისმფლობელო, უკეთურობის, სიძვის მგმობელო.
შენ დაგვანახე სიკეთის ძალა, იავარქმენი ცოდვის ქალაქი,
შენ დაგვიტოვე ქვეყანა ხატად და დასაცავად მისდა დადექი,
შენს სიტყვებს ვისმენთ, ვმღერით და ვგალობთ,
შენ ხარ ქართველთა სიკეთის წყარო!
No comments:
Post a Comment