ოთახში დამტვრეული ჭურჭლის ნატეხები ეყარა. საშინელი სუნი იდგა და ბუზები დაფრინავდნენ, ოთახის ცენტრში რაღაცა მოჩანდა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და თვალები დავძაბე, მინდოდა კარგად გამერჩია დანახული, შევნიშნე ჩვენი ძველი მოსამსახურის სხეული, მივედი ახლოს და თავი ძლივს შევიკავე, რომ გული არ ამრეოდა, ის თავის სისხლში იწვა, ყელი ჰქონდა გამოჭრილი ბასრი ნივთით, ვივარაუდე, რომ მკვლელობის იარაღი დამტვრეული საგნებიდან ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო, პულსის გასინჯვას აზრი აღარ ჰქონდა, მის გაყინულ სახეზე შემზარავი და შემაძრწუნებული ემოცია დარჩენილიყო, თვალები დავუხუჭე, მივხვდი, რომ დაახლოებით 24 საათის წინ მაინც იყო მოკლული და სირბილით ავედი კიბეებზე, სასწრაფოდ გავეშურე მამის საძინებლისკენ, იქ არ აღმოჩნდა, კაბინეტისკენ წავედი, გავაღე კარი, ცივი ოფლი მასხამდა, დავინახე მამას თავი ედო საწერ მაგიდაზე და დავმშვიდდი, კიდევ კარგი, სძინავს-მეთქი,- გავიფიქრე და მიუახლოვდი, მოულოდნელად დავინახე მაგიდაზე შემხმარი სისხლი, მამაჩემი მკვდარი იყო! არ ვიცი რა მომივიდა, ჩავიკეცე, ვეღარ ვდგებოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა, დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო, ამდენი ხნის უნახავი მშობელი ახლა ცოცხალი აღარ იყო, ეს ფიქრები კარგა ხანი მაწუხებდა, თავში ამომიტივტივდა წერილი, რომელიც გუშინ მივიღე, მიხვდი, რომ ვიღაცას უნდოდა მამის სახლში ჩავსულიყავი., ბოლოს თავი ხელში ავიყვანე, წამოვდექი და სწრაფად დავტოვე სახლი, არ ვიცოდი რა მექნა, გამახსენდა ბილი და დავურეკე, მირჩია პოლიციაში მივსულიყავი, მერე კი სასტუმროში დავლოდებოდი.
ფართოდ შევაღე პოლიციის შენობის კარი და აღელვებულმა ჩემი ემოციები იქ დავტოვე. პოლიციიდან გამოსვლის მერე ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ბილს დავურეკე და ვთხოვე ჩემს სახლში შეევლო და ის უცნაური წერილი წამოეღო, ცოტა ხანში მან შემატყობინა, რომ წერილი ადგილზე აღარ იყო...
No comments:
Post a Comment