Friday, July 10, 2015

ვენახს რთველი ელოდება (საბავშვო)

ჯერაც მხნე, თუმც ანათრთოლი, გადამჭკნარი თითებით,
ბერტყავს პაპა ბებერ კაკალს, ხე პასუხობს სიმღერით,
გამოავსო ბებომ სახლი მურაბების  სურნელით,
გაღმით თერგის ფშვენა ისმის, ხარს დაუდგამს უღელი.
შემოდგომის ჭირნახულით უნდა ლხენა მოგვგვაროს,
სიმინდს ფერი შეუცვლია, ბეღლის კარებს დარაჯობს.
ვენახს რთველი ელოდება, კოხტა გოგოს - აკიდო,
კატა თაგვებს ემუქრება, ნიგოზს პირი არ კიდოთ.


No comments:

Post a Comment