( თავი IX )
მეორე დღეს ყველაფერი იდელურად გამოიყურებოდა უზარმაზარ სასტუმრო ოთახში, დიდ ხის მაგიდაზე შესანიშნავი ლამაზი და სადა თეთრი სუფრა ეფარა, ლამაზი გრძელი ბროლის ბოკალები სისუფთავისგან ბზინავდა, მოოქროვილი დანა-ჩანგლები სუფრას ამშვენებდა, ლამაზად მოხატული თებშები, ოქროს მოჩუქურთმებული სასანთლეები და ძველისძველი კარგი წითელი ღვინის ბოთლები, ყინულიან ჯამში ჩაწყობილი, იდგა, სუფრას არაფერი არ აკლდა... სტუმრები ნელ-ნელა მოსვლას იწყებდნენ, მე და ბილი თითოეულ მათგანს დაჟინებით ვათვალიერებდით, შევამჩნიე, რომ ჩემი დეიდაშვილი დენიელი შესანიშნავ ხასიათზე იყო, ხუმრობდა და სხვა დეიდაშვილებთან ერთად ხარხარებდა, მეც მიხმო, ახლოს მივედი, დენიელს ეტყობოდა, რომ კარგი სასმელის დაგემოვნება სურდა და ხარბად უყურებდა ლამაზი ფორმის ღვინისა და კონიაკის ბოთლებს, მე მისი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოღება გადავწყვიტე. ვიქტორიას ვესაუბრებოდი და თან კვლავინდებურად ვტკბებოდი მისი ნაზი გარეგნობით, მის ბრედფორდს შესანიშნავი გრძელი და სწორედ დაშვებული კრემისფერი ქვედაბოლო ეცვა, რომელშიც ჩატანიებული ჰქონდა თეთრი, მეტად კარგი ნაჭრის ბლუზა, რომელსაც ნაქარგები ამშვენებდა, ხოლო მის მხრებს შესანიშნავი გრძელი ჩამოშლილი ქერა თმა ფარავდა, როდესაც ჩემმა საყვარელმა დეიდა ელენმა დამინახა ვიქტორიასთან ერთად, მთხოვა მასთან მივსულიყავი, მეც მივედი და დეიდამ გახარებული სახითა და გაბრწყინებული თვალებით მანიშნა ვიქტორიაზე და მითხრა;
- იმედია ძვირფასო შეინ, ამ საღამოს შეუდარებელი დასასრული ექნება!
მეც გავუღიმე და საათს დავხედე, ისარი ზუსტად საღამოს ექვს საათზე გაჩერებულიყო, ყველა მზადყოფნაში იყო, მხოლოდ ბიძია ალფრედსა და ბიცოლა ევას ველოდებოდით, დაგვიანებული სტუმრებიც მოვიდნენ და ჩვენც დავიკავეთ ადგილები, მე მაგიდის თავში ვიჯექი, ჩემ გვერდზე ხელმარჯვნივ- ბილი, ხოლო- ხელმარცხნივ მშვენიერი ვიქტორია ისხდნენ,სუფრის თავში ჩემ მოპირდაპირე მხარეს ბიძია ალფრედი მოკლათებულიყო, მთელი საღამო თვალმოუშორებლად მივჩერებოდი, მთელი წვეულება მამაჩემზე ისტორიების გახსენებასა და თხრობაში გავატარეთ, ყველა მხიარულობდა და იცინოდა გარდა მისტერ ალფრედისა, მას არც ერთხელ არ ამოუღია ხმა, იჯდა უსიამოვნო გამომეტყველებითა და მხოლოდ მაშინ იღიმოდა თავისი საზარელი პირით, როდესაც მას რომელიმე ნათესავი შეხედავდა, თითქოს ამით ამბობდა '' ხო, ხო გისმენ, განაგრძე! ''. ბილი თავის აზრებს მიზიარებდა ხოლმე და მეც ვეჭიდებოდი მის წარმოთქმულ სიტყვებს, საღამოს მიწურულს, როდესაც ნათესავები დაიღალნენ და უკვე მოწყენილობამ დაისადურა, ბოკალით ხელში წამოვდექი, ყველამ მაშინვე შემავლო მზერა:
- ძალიან მიხარია ჩემო ძვირფასებო, რომ დამთანხმდით და მობრძანდით ამ საზეიმო ვახშამზე, ყველამ ძალიან მასიამოვნეთ, ახლა კი მინდა წარმივთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ- და ვიქტორიას გავუწოდე ხელი (მანაც თავისი ნაზი ხელის მტევანი დამადო, მე განვაგრძე),- უღრმესად მიყვარხართ მის ბრედფორდ,- დავდგი ჭიქა, ჯიბიდან ამოვიღე ისეთივე ნაზი და ულამაზესი ბეჭედი, როგორიც თვით ვიქტორია იყო და დავუსვი კითხვა,- გამომყვებით ცოლად, ჩემო საყვარელო?!
-ოჰ მისტერ შეინ, მეც ძალიან მიყვარხართ, დიახ მე გავხდები თქვენი ცოლი!- მიპასუხა აჩქარებით და ქალს თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა. დავუჩოქე, თითზე წამოვაცვი ბრილიანტის ბეჭედი, რომელმაც საოცრად დაამშვენა მისი თოვლივით თეთრი ხელი. ყველა ბედნიერი შემოგვყურებდა გარდა ბიძაჩემისა, დეიდაჩემი ელენი და ბილი აქვითინდნენ ბედნიერებისგან, მე კი ჩემს მეგობარზე გულიანად გამეცინა, ის წამოიმართა და ძლიერად ჩამეხუტა, უამრავი საზეიმო სადღეგრძელო და ბედნიერების სურვილები მივიღეთ.
უკვე გვიანი იყო და ნათესავებიც წავიდნენ, ყველაზე მეტად დეიდაშვილებიდან დენიელს გაეხარდა ეს ახალი ამბავი და გაუჩერებლად მილოცავდა, სულ მალე ისიც წავიდა,სახლში მხოლოდ ბილი და მე დავრჩით, ისიც მეორე საერთულზე ავიდა ხელების დასაბანად,მე კიდევ ერთხელ დავემშვიდობე ნათესავებს, დავხურე კარები და უკან გამოვბრუნდი, როდესაც დავინახე გამწარებული, ბრაზისგან გაწითლებული სახე, რომელიც ჩემკენ მოემართებოდა,"მან" სწრაფად მომიჭირა ყელზე ხელები, რათა ვერაფერი მეღონა, ვგრძნობდი, რომ წინ საშინელება მელოდა...
No comments:
Post a Comment