- რა არის სიყვარული?!- მკითხავთ და მეც გიპასუხებ:- ასობით, ათასობით, მილიონობით ადამიანი, ამ გრძნობის ფერხულში ჩაბმული. ერთი მეორეს მისდევს, მეორე- მესამეს და ა. შ. ისინი ერთმანეთის სახეებს ვერ ხედავენ, მხოლოდ- ზურგებს, ხანდახან ზოგიერთს გაუმართლებს ხოლმე, პირველს და უკანასკნელს, ერთმანეთს თვალებში ჩახედავენ და აი, აქ აღმოცენდება ნამდვილი სიყვარული, აღმაფრენა, გულების კავშირი, ამიტომ თუ გვინდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში, შევიცნოთ ერთმანეთი, მაშინ სიყვარული იქნება უსასრულო და მარადიული...
No comments:
Post a Comment