არ უნდა გატყდეს შიგნიდან ციხე,
წესებს,გარკვეულს, ცხოვრება გვიდგენს,
ვერ შეგვაშინებს მტერი ღალათი,
არ დამარცხდება ქართლი ღალატით.
არ, დავეცემით ჩვენ ისე დაბლა,
სულს ურჩევნია სხეულთან გაყრა,
რა პასუხს ვაძლევთ სამშობლოს, ოჯახს,
თუ სადღაც ბავშვი ქართველი ოხრავს.
უნდა ჩავიცვათ ჯაჭვის პერანგი,
უნდა ავკუწოთ მტერი ვერაგი,
კვლავ დავამშვენოთ ქართული დროშა,
სამარადჟამოდ უფალი გვლოცავს.
No comments:
Post a Comment