Friday, July 31, 2015

მთვარის საიდუმლო თავი IV ( ავტორი: სოფიო ჭელიძე)

                                                    თავი IV
   მე და ვილიამი საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდით, გოგონას გვამი, რომელიც გუშინ ღამით სავსე მთვარის შუქზე აღმოვაჩინეთ და რომელსაც ნახევარი სახე მოჭმული ჰქონდა, ახლა მისი სახე დაკერებული და აღდგენილი იყო, მის ნიკოლმა ტირლი მორთო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ეს მისი ერთადერთი დაკარგული ქალიშვილია, მისი სახე თითქოს ფაიფურის იყო, ცვილივით თეთრი, ადგილ-ადგილ ნაკერები ჩანდა,ვიღაცას ისე ნაზად ემუშავა მის სახეზე, თითქოს მისი გაცოცხლება უნდოდა , ვილიამს სულ მთლად მკვდრის ფერი დასდებოდა, ადამიანმა ვინც აღადგინა სარას სახე, ნამდვილად ეტყობოდა, რომ პროფესიონალი ექიმი უნდა ყოფილიყო, რადგან ყველაფერი თითქმის იდელურად იყო შესრულებული, ამის გაფიქრებაზეც კი ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა.
   საჭირო საბუთების შევსების შემდეგ, მე დავემშვიდობე დიქსონებს და მოუთმენლად ველოდებოდი, თუ როდის შემოვიდოდა მისტერ ბლექი ჩემს ოთახში, რათა  მომხდარი განგვეხილა. ვილიამმა დაკაკუნების გარეშე შემოაღო კაბინეტის კარი, პალტოს ღილები შეიხსნა, ქუდი მოიხადა და წიგნების თაროზე შემოდო, სწრაფად დაჯდა სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდო, ჩაფიქრებული ჩანდა, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით დღეს დილით მომხდარი დაუჯერებელი ამბის შესახებ და ლოგიკურად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვიღაცა უცნობმა და სავარაუდოდ მკვლელმა მოახერხა ეჭვის გარეშე შესულიყო ოთახში, სადაც გვამებია და დარჩენილიყო შეუმჩნეველი, შესრულებული სამუშაოს მიხევით კი, ის ექიმი უნდა ყოფულიყო, რადგან საოცარი სიზუსტით, თითქოს და ახლიდან 'გამოძერწა' ქალის სახე, შემდეგ მან დატოვა მორგი, თან წაიღო თავისი მოტანილი ინსტრუმენტები და მორგის ერთ-ერთი თანამშრომლის ტანსაცმელიც, რომელიც დაკარგული აღმოჩნდა გამოსაცვლელი ოთახიდან, პოტენციურმა მკვლელმა, როგორც დავასკვენით,  შემოპარვა მოახერხა დაახლოებით შუაღამის 3:30-ზე, როდესაც ბოლო ექიმმა დატოვა მორგის ტერიტორია და დაასრულა სავარაუდოდ 5:00 თვის, სანამ პირველი თანამშრომელი მოვიდოდა სამსახურში, ჩვენ იმაზეც ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს ექიმი კარგადაც იცნობდა გარდაცვლილს, მას არ უნდოდა, რომ ის დაესაფლავებინათ დასახიჩრებული სახით  და ამიტომაც 'გაალამაზა' იგი.  შემდეგ მისტერ ბლექი წამოდგა, მივიდა ფანჯარასთან და ისევ სადღაც შორს წერტილს მიაბყრო მზერა, მან გაღიზიანებული, გადაღლილი და ოდნავი მბრძანებლური ხმით მომმართა:
  - კარგი ეს ყველაფერი გასაგებია, ახლა ადექი ჩაიცვი და წავედით, გაითვალისწინე, მეგობარო, გარეთ ცივა. -ვილიამი განუძრევლად იდგა თავის საყვარელ პოზაში.
 - ვილიამ, რა ჩაიფიქრე, სად მივდივართ? -გაკვირვებულმა ვიკითხე.
 - ჩაიცვი, მე მოვახერხე ახალი რამის გარკვევა! -თვალები არ მოუშორებია შორეული წერტილისათვის, რომელსაც გასცქეროდა, ხელი შეასრიალა პალტოს გულის ჯიბეში, საიდანაც ამოიღო  მოოქროვილი, ჩუქურთმებიანი,ლამაზკანტებიანი, ადგილ-ადგილ ძვირფასი წითელი თვილებით მორთული დანა, რომელიც გუშინ აღმოვაჩინეთ ტრაგედიის ადგილზე და განაგრძო. - მე გავარკვიე თუ ვის ეკუთვნის ეს დანა და ახლა ჩვენ მივდივართ მასთან, დაკითხვაზე.
     სწრაფად ჩავიცვი, ვილიამმა დასტაცა თავის ქუდს ხელი, დაიხურა, ჩავჯექით მანქანში, მეგობარმა მანქანა საოცარი სისწრაფიდ გააქროლა, მას უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მივსულიყავით დანიშნულ ადგილზე.
 25 მილი ხმის ამოუღებრად გავიარეთ, გზა სულ ცარიელი იყო, უკვე ბინდდებოდა და უეცრად რაღაც უსიამოვნო ვიგრძენი, მანქანა მოულოდნელად გასრიალდა, მკვეთრი მოძრაობა მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, საბურავების საზარელი ღრჭიალის ხმა, გავიხედე ვილიამისაკენ ის საჭეს ვერ იმორჩილებდა, ასეთი აღელვებული პირველად დავინახე, მან სწრაფად გამომხედა და მანიშნა გავმაგრებულიყავი , ჩავეჭიდე სავარძელს, გაურკვეველი ხმა გავიგონე, ვერ მივხვდი საბურავის იყო თუ ნადირის, წინ დავინახეთ ხე, რომელსაც ვეჯახებოდით, მაგრამ ვილიამმა მაგრად მოუჭირა საჭეს ხელი და გადაუხვია,ამან გადაგვარჩინა, მაგრამ მანქანა უეცრად გადავიდა სამგზავრო გზიდან და გაუჩერებლად მივექნებოდით დაღმართზე, წუთით გავიფიქრე, რომ ცოცხლები ვეღარ გადავრჩებით...

No comments:

Post a Comment