თავი V
წერილში ბილი მეუბნებოდა, რომ მას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ბრაიტონში, პრობლემებია მის ბართან დაკავშირებით და ყველაფრის მოგვარებას დიდი დრო დასჭირდება. წერილი იყო დაწერილი ფრთხილი და ლამაზი ხელწერით, ბილს კი თავისი ბატიფეხური კალიგრაფია ბავშვობიდან მოჰყვებოდა, მივხვდი, რომ ჩემთვის დატოვებული ორივე წერილი, იყო დაწერილი ერთი ადამიანის მიერ, რომელიც თავს ასაღებდა სხვა პიროვნებად და ცდილობდა ჩემ შეცდომაში შეყვანას, გაშეშებულმა გადავიკითხე წერილი რამდენჯერმე, ამ დროის განმავლობაში, სულ ფეხზე ვიდექი და ამიტომაც დაღლილობისგან ფეხები ამტკივდა, მექანიკურად მაშინვე გადავიხედე ფანჯრიდან და დავინახე,, რომ ჩემი შევროლეს გვერდზე ბილის მერსედესი იდგა, ის სულ თავისი მანქანით დადიოდა და ახლა შეუძლებელი იყო ტაქსით გამგზავრებულიყო, გადავწყვიტე ჩავსულიყავი ფოიეში და მეკითხა ბილის გარდა, ვინმე ხომ არ დაუნახავთ შესული ჩემს ნომერში, ასეც მოვიქეცი, კარიდორში დიდ გაპრიალებულ მაგიდასთან იდგა გოგონა, რომელიც აკონტროლებდა გასაღებებს, იღებდა შეკვეთებს და ჯავშნიდა ოთახებს, ახალგაზრდა, ქერათმიანი, მწვანეთვალება, მომხიბლელი. ჩემი კითხვა ცოტა უცნაურად მოეჩვენა და სანამ მიპასუხებდა, შეყოყმანდა:
-დიახ, გარდა მისტერ ბილისა, თქვენი ოთახის ნომერი იკითხა დაახლოებით 55 წლის, მომხიბლელმა შავთმიანმა მზის სათვალეებიანმა ქალბატონმა, მან მითხრა, რომ ის თქვენი ნათესავი იყო და დიდი ხანი დაგეძებდათ, მეც ვუთხარი, რადგან მართლაც ძალიან ჰგავდით ერთმანეთს და ვიფიქრე სწორედ მოვიქეცი-მეთქი. ნათქვამმა გამაოგნა.
ამ ყველაფერიმა უფრო მეტად დამაბნია, ძალიან ვნერვიულობდი ბილს,- რამე ხომ არ დაუშავეს ნეტავი?! - ავედი ჩემს ნომერში და ყველაფერი დავათვალიერე, მაგრამ სხვა ადამიანის ოთახში ყოფნის კვალი ვერ აღმოვაჩინე, ბილს თავის ტელეფონიც და ტანსაცმელიც ოთახში დაუტოვებინა, ვგრძნობდი, რომ ვიღაც მითვალთვალებდა და ეს მოსვენებას არ მაძლევდა, მეგობარზე ძალიან ვდარდობდი. ყველაფრის მიუხედავად, თავი დავიმშვიდე.
მეორე დღეს ჩემი მანქანით წავედი მამის სახლში, რომ დამეთვალიერებინა საიდუმლოებით მოცული ოთახი, ავედი კიბებზე, ჩამოვწიე ურდული და აღმოვჩნდი სრულიად ჩვეულბრივ ნათელ ოთახში, მაგრამ როგორც კი შიგ შევაბიჯე, ძლიერად ამეწვა ნაიარევი, რომელიც ბავშვობიდან მთელ მუცელზე მქონდა, ვიგრძენი ის სუნი, რომელიც პატარაობიდან სულ თან მსდევდა,, გადავწყვიტე ოთახი გამეჩხრიკა, ასეც მოვიქეცი, ჩემი ყურადღება ფოტოების ალბომმა მიიპყრო, ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო შავთმიანი თეთრი სახის მწვაანეთვალება წითელმოსასხამიანი ქალი, ვიფიქრე ჩემი რომელიღაც ნათესავია-მეთქი და ფოტო კოსტუმის გულის ჯიბეში ჩავიდე, გავაგრძელე ძებნა და აღმოვაჩინე ძალიან პატარა კარები, რომელიც შპალიერით იყო დაფარული, თუმცა მაინც თვალში მომხვდა, კარი გავაღე, უეცრად გავიგონე ნაბიჯების ხმა და ხმამაღალი სიცილი, შევძვერი ამ გასასვლელში და სრულ სიბნელეში ავღმოჩნდი, სიცილის ხმა სულ უფრო მიახლოვდებოდა, დავინახე სინათლე, იქით გავექანე, აღმოჩნდა გაღებული კარი, რომელშიც ძლივს შევძვერი, ამ საიდუმლო გასასვლელმა ჩემი ბავშვობის ოთახში გამომიყვანა, განვცვიფრდი. ვერავინ ვიპოვე და დავბრუნდი მანქანაში, რადგან სახლში გაჩერება აღარ შემეძლო, გადავწყვიტე გამერკვია, თუ ვინ იყო ეს უცნაური ქალი, რომელიც მე დამეძებდა და მომაკითხა სასტუმროში, გავეშურე არქივისაკენ. ამ ძებნაში წავაწყდი გაზეთიდან ამოხეულ ფურცელს, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ შეშლილმა კეიტ ბარტონმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თავის ოთხი წლის შვილს, რის შემდეგაც მე დავინახე სტატიის ბოლოს იდენტური ფოტო იმისა, რაც გულის ჯიბეში მედო, შემდეგ წაკითხულმა კი სრულიად გამაოგნა...
No comments:
Post a Comment