Sunday, July 12, 2015

საიდუმლო ოთახი ( თავი IV )

                                                           თავი IV

       როდესაც ბილმა შემატყობინა წერილის საოცარი  გაუჩინარების ამბავი, მივხვდი, რომ ვიღაცა მახეს მიგებდა. მე მამის სახლთან ახლოსაც არ მინდოდა მისვლა და ამიტომაც გადავწყვიტე სასტუმროში გაჩერება. მე და ბილი ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს მომხდარის შესახებ, ძალიან დაღლილი ვიყავი, მეგობარმა ცოტა მოსადუნებლად და გონს მოსასვლელად მირჩია კონიაკი დამელია სასტუმროს ბარში, მაგრამ ვიუარე, რადგან ხვალ  რთული დღე მელოდა. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი, იმწამსვე ღრმა ძილმა გამიტაცა, მთელი ღამე მესიზმრებოდა, თითქოს მამა წყვდიადიდან მეძახდა და დახმარებას მთხოვდა მე კი ამ სიბნელეში მას ვერ ვპოულობდი  და როდესაც კვალს დავადექი, ამ დროს ტელეფონის ყრუ ზარმა გამაღვიძა, თავი მისკდებოდა, ძლივს ვარჩევდი საგნებს, ბილს ეძინა, თავს ძალა დავატანე და ავდექი, გავემართე ტელეფონისაკენ და როდესაც მივუახლოვდი, ზუსტად მაშინ შეწყდა ზარის მოსაბეზრებელი წკრიალი.
      მამაჩემის პანაშვიდის დღე იყო, სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე, გავიპარსე, სუფთა კოსტუმ-შარვალი ჩავიცვი და ბილთან ერთად მანქანაში ჩავჯექი, სახლს, რომ მივუახლოვდით, ტანში ისევ ჟრუანტელმა დამიარა და მივაშტერდი ამ პომპეზურ 'სასახლეს', მოულოდნელად დავინახე ერთ- ერთ ფანჯარაში, ვიღაცის სხეულმა გაიელვა, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე და ვიფიქრე ნერვიულობისგან ფანტაზია მეთამაშება-მეთქი. სახლში უამრავი ნათესავი ტრიალებდა, ყველა ჩემთან მოდიოდა და მესაუბრებოდა, მანუგეშებდნენ თბილი სიტყვებით, ხნიერი ნათესავები, ვითომ პატარა ბიჭი ვიყავი, ყურს მიწევდნენ და მეალერსებოდნენ, ყველა მამაჩემის ისტორიებს იგონებდა, მე კი თავიდან ვერ ვიშორებდი ფიქრებს უეცრად გაჩენილ, ვითომდა მამაჩემის ხელით დაწერილ წერილზე, რომელიც შემდგომ სასწაულებრივ გაქრა, ვიაზრებდი თუ ვის დასჭირდა ჩემი შემოტყუება მამისეულ სახლში, გამახსენდა დილით დანახული  ლანდი ცარიელ სახლში, უცბად ფიქრი ბილმა შემაწყვეტინა და მითხრა, რომ ის ცოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს, ამიტომაც სასტუმროში დაბრუნდებოდა, მეორე დღეს კი, საქმის გამოძიებას შეუდგებოდა ჩემთან ერთად. სულ მალე მამის სახლიც დაცარიელდა, ხალხი წავიდა, გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო, დავრჩი ცარიელ ცივ სახლში, სულ მარტოდმარტო, -იქნებ ჩემი მოკვლაც უნდათ?- ამის გაფიქრებაზეც კი ტანში გამცრა, ჩავჯექი ტყავგადაკრულ სავარძელში და თვალს არ ვაშორებდი ორნამენტებიან ჭერს, მოულოდნელად გავიგონე. ნაბიჯების ხმა, რომელიც მეორე სართულიდან მოდიოდა, წამოვხტი და გაუაზრებლად ახლოს მდებარე ნივთს ვტაცე ხელი, გამიმართლა, რომ ეს ნივთი შუშის ბოთლი აღმოჩნდა, სწრაფად ავედი კიბეებზე და შემოვიარე ყველა ოთახი, ვერავინ  ვიპოვე და არც არაფრი უცნაური მინახავს, დაღონებული დავდექი სართულის ცენტრში და უეცრად შევნიშნე კუთხეში თეთრი კარი, ამ ოთახში მამა ბავშვობიდან  სასტიკად მიკრძალავდა შესვლას და მუდამ კეტავდა ხოლმე, სულ მქონდა ინტერესი, თუ რა იყო ამ 'საიდუმლო ოთახში', მისკენ წავედი და ურდულის ჩამოწევას ვაპირებდი, როცა  სახლის პირველი სართულიდან ტელეფონის გახურებული რეკვა გაისმა, ჩავირბინე, მაგრამ ტელეფონის აღება ვერ მოვასწარი, რეკვა შეწყდა, უკვე გვიანი იყო და გადავწყვიტე სასტუროში დავბრუნებულიყავი, საიდუმლო ოთახი კი ხვალ დამეთვალიერებინა.

       დავბრუნდი სასტუმროში, შევიარე ბარში, დავლიე ორი ჭიქა კონიაკი ყინულით და ავედი ნომერში, შევაღე კარი და ბილი ვერ აღმოვაჩინე, მის ნაცვლად
ისევ ყვითელ მოძველებულ ქაღალდზე დაწერილი წერილი დამხვდა...


No comments:

Post a Comment