თავი VIII
ბილმა გვიამბო, რომ როდესაც ის საღამოს სასტუმროში დაბრუნდა და ოთახის კარი შეაღო, დაინახა ფანჯარასთან მდგონი ქალი: - აქ რა გინდათ მადამ, რამეთი ხომ არ დაგეხმაროთ? -ჰკითხა უცნობს.
-დიახ, ჩემო საყვარელო, შეინ, შენ დიდ საშიშროებაში ხარ, ძვირფასო და უნდა წამომყვე!-უთხრა ქალმა და თავისი ლამაზი თვალებით პირდაპირ სულში ჩახედა.
- რამე ხომ არ გეშლებათ? -მე შეინის მეგობარი ბილი გახლავართ, რა საშიშროებაშია შეინი, მადამ, შემიძლია მისი დახმარება?- შეცბუნებულმა ჰკითხა, მიხვდა, რომ ქალს მისი და შეინის დიდი მსგავსების გამო, ისინი ერთმანეთში აერია. გაოცებულმა
ქალბატონმა სწრაფად გამოჰკითხა მას, თუ ვინ იყო, სად ცხოვრობდა და რას საქმიანობდა, შემდეგ რაღაცა დაწერა ფურცელზე, რომელიც ნომერში დატოვა შეინისთვის, ბილს კი სწრაფად ჩაჰკიდა ხელი მაჯაზე და უთხრა, რომ თუ უნდოდა მეგობრის გადარჩენა, მას უნდა გაჰყოლოდა.მერე ამ ოთახში მიიყვანა და დაიწყო თავისი ისტორიის თხრობა, რომ ის იყო შეინის დედა, ოთხი წლის, რომ იყო ბავშვი, ლამის სიცოცხლეს გამოასალმა ფსიქიური აშლილობის გამო, მას შემდეგ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი ქმარს, მაგრამ მან მაინც მოიფიქრა გზა შვილის მოსანახულებლად, ერთგულ მსახურს გააკეთებინა საიდუმლო გასასვლელი შვილის ოთახში, რომელსაც ღამ-ღამობით სტუმრობდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც მან თქვა, ის იყო, რომ იცოდა ვინ მოკლა მოსამსახურე და მისი მეუღლე. მან იმ ღამის სცენა გაიხსენა: -მე მესმოდა საზარელი ხმები და ძალიან მეშინოდა, ვგრძნობდი, რომ ეს ხმები ჩემამდე მოაღწევდნენ, მართლაც ასე მოხდა, სასტიკი არსება გაუსწორდა ჩემს ქმარს და მოსამსახურეს, შემდეგ გააღო ჩემი ოთახის კარი და მე...მე... ის ვიცანი, მაგრამ ახლა მისი ვინაობა აღარ მახსოვს, ის შეინის სისხლი და ხორცია, მისი ნათესავია, მე მესროლა იარაღი და როდესაც დავეცი, მან იფიქრა, რომ მოვკვდი, მაგრამ ტყვიამ მხოლოდ მედალიონი დააზიანა, რომელშიც შეინის სურათი იყო. მე ცოცხალი ვარ და ახლა ჩემი შვილის გადარჩენა მინდა!
-ამ ყოველივეს მოსმენისთანავე მე, ბილმა და ვიქტორიამ გადავწყვიტეთ გაგვეგო რომელმა ნათესავმა ჩაიდინა ეს მკვლელობა, ამიტომაც მოვიფიქრეთ მოგვეწყო ოჯახური ვახშამი, მამის სახლში, სადაც მთელი ჩვენი გვარის წარმომადგენლები მოიყრიდნენ თავს და იქ გვეცადა გაგვეგო, თუ ვინ იყო საზარელი მკვლელი. მეორე დღეს დილიდანვე მე გადავწყვიტე პირადად მივსულიყავი სათითაოდ ყველასთან და დამეპატიჟებინა ისინი ვახშამზე. მოვინახულე დეიდა, დეიდაშვილები, ბებია, სხვა ნათესავებიც და ბოლოს მივადექი ბიძის სახლს, მანამდე კი, ყურადღება მივქციე, თუ როგორ შემხვდა ჩემი დეიდაშვილი დენიელი , ცივად უემოციოდ, არც უფიქრია ჩემი მოკითხვა, მაგრამ შეიძლება ეს იმის გამო, რომ ის ძალიან მოუცლელი და დაკავებული, საქმიანი ახალგაზრდაა, ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია მთელ ინგლისში. დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ვიყავი და როდესაც მივადექი ბიძაჩემი ალფრედის სახლს, ძალების მოზღვავება ვიგრძენი, დაკაკუნების შემდეგ დიდი ხანი ვიდექი კართან და მესმოდა კარს უკან კაცისა და ქალის ჩურჩული,ეს საეჭვოდ მომეჩვენა, საბოლოოდ გამიღეს კარი და დავინახე ბიცოლა ევა და ბიძა ალფრედი, გაღიმებული სახეებით მიყურებდნენ, მაგრამ ბიძის ღიმილში ზიზღი და ხელოვნურობა ამოვიკითხე, ბიცოლა ევამ ძალიან თბილად მიმიღო, ძალიან სასიამოვნო ქალი გახლდათ, ჩაითა და პუდინგით გამიმასპინძლდა, ხოლო ბატონი ალფრედი კბილებს აჭრიალებდა. საბოლოოდ მე მათაც დავემშვიდობე და როდესაც მანქანაში ვჯდებოდი, კართან მდგომი ბიძის ისევ ის ხელოვნური ღიმილი დავინახე, რომელიც ჩემში ზიზღს იწვევდა.
სასტუმროში მისულმა ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ბილს, ხოლო შემდეგ დავრეკე ვიქტორიასთან და მასაც ვუამბე თავს გადახდენილი, მეორე დღეს კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი...
No comments:
Post a Comment