I თავი
საოცარი რამ ხდება ეს ბოლო დღეებია ქალაქში, დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი სიწყნარე, ბრისტოლში თითქოსდა სიმშვიდემ დაისადგურა, შეიძლება ეს კარგიც არის, ალბათ ხალხი მიხვდა, რომ ძარცვითა და ძალადობით ვერაფერს გახდება, ჯობია სამუშაო მოძებნოს, თუმცა ჩვენ, გამომძიებლები, უსაქმოდ დავრჩით, მოულოდნელად რაღაც უცნაურმა წინათგრძნობამ შემიბყრო, ცუდს მიგრძნობდა გული.
მე და ჩემი ახალგაზრდა კოლეგა და მეგობარი 29 წლის მთავრი გამომძიებელი ვილიამ ბლექი, რომელიც საოცარი გარეგნობითა და ნიჭით არის დაჯილდოვებული, ვთანხმდებით იმ მოსაზრებაზე, რომ ბრისტოლი რაღაც საეჭვოდ დუმს, მართალია ვილიამისთვის ეს უკეთესია, მას გამოუჩნდა დრო, რომ იარშიყოს ქალბატონებთან, თუმცა მას ეს არც სჭირდება, ის ისედაც ყველა ქალის ფავორიტია, გასაკვირიც არაა, ის ხომ ბრწყინვალე გარეგნობის ახალგაზრდაა, შავი, საოცრად კარგად დაყენებული და მოვლილი თმა, ყავისფერი დიდი და მრავლისმთქმელი თვალები, გრძელი წარბები, სწორი ცხვირი, წვრილი და ლამაზი ფორმის ტუჩები, ულვაშები, რომელიც ქალებს ძალიან იზიდავს, ვაჟკაცური სახე, ათლეტური აღნაგობა, მაღალი ტანი, ფართო ბეჭები აი, მისი გარეგნობის დამახასიათებელი ნიშნები, ის ასევე საოცრად განათლებული და ჭკვიანია, იმდენად გამჭრიხი გონება აქვს, რომ 29 წლის ასაკში უკვე მთავარი გამომძიებელი გახდა, მე კი ამ თანამდებობას 5 წელი ვუმიზნებდი და როგორც იქნა, ჩემი შრომა დაფასდა, ასევე მისტერ ბლექი კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, საოცრებაა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, დააჯილდოვებულია მუსიკალური ნიჭითაც, ის ფორტეპიანოზე უკრავს და ბოლო რამ, რაც ქალიშვილებს ყველაზე მეტად ხიბლავთ მასში, ეს არის მის კაცურ სახეზე საგვარეულო მცირე ზომის ხალი ლოყაზე. მიხარია, რომ ის ჩემი მეგობარია, მეც, როდესაც მასთან ერთად ვარ, ხშირად ვხვდები ხოლმე ქალების მხედველობის არეში, ეს კი,ჩემნაირ უცოლო კაცს ერთ სიამოვნებად უღირს და უხალისებს ერთფეროვან ცხოვრებას.
შევყურებ ახლა, წვიმის შემდეგ, ნისლში გახვეულ სავსე მთარეს, რომელიც ქალაქის ქუჩებს ანათებს და ვუფიქრდები, რომ არის მთვარეში ისეთი რამ, რაც გიზიდავს და შენ თუ ერთხელ მას შეხედე, ასე მარტივად ვეღარ მოწყვეტ თვალს, მომაჯადოებლად დიდი და ლამაზია, ალბათ რამდენ საიუმლოს მალავს ის-გავიფიქრე, კიდევ ერთხელ დაკვირვებით შევხედე ამ მისტიურ ბურთს, რომელიც ნელ-ნელა ღრუბლებში იძირებოდა, დავხედე საათს, უკვე 12 სრულდებოდა და გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი დასაძინებლად.
გამაღვიძა ტელეფონის შეუჩერებელმა ხმამაღალმა წკრიალმა, ლოგინიდან ავდექი, საათს დავხედე, ღამის 3:30 იყო, გავემართე ტელეფონისაკენ, ავიღე ყურმილი, ეს იყო ვილიამი, მას ანერვიულებული ხმა ჰქონდა: - ფრედ, სწრაფად ჩაიცვი და მოდი, როგორც
წინასწარმეტყველებდი, სიმშვიდემ დიდი ხანი არ გასტანა, საქმე გამოგვიჩნდა, რაც შეიძლება სწრაფად მოდი!-ყვიროდა ის.
ყურმილი დავდე, სწრაფად
ჩავიცვი, ჩავჯექი მანქანში, განყოფილებაში მივედი, იქ ვილიამი დამხვდა, მანქანა გავაქანე და სავსე მთვარით განათებულ წმინდა პაულის გზატკეცილზე ჩვენ ვიხილეთ შემზარავი სურათი...
No comments:
Post a Comment