ეს იყო წერილი, რომელიც ჩემ კაბინეტში, საწერ მაგიდაზე იდო. შევამჩნიე, რომ ოთახში ფანჯარა იყო ოდნავ შეღებული, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ დაკეტილი დავტოვე, რადგან დილით საკმაოდ ციოდა, არ მახსოვდა ასეთი წერილი თუ საერთოდ მიმეღო ან აქ დამეტოვებინა, ავანთე შუქი, ჩავჯექი ტყავის შავ სავარძელში და დავიწყე კითხვა, წერილი დაწერილი იყო ძველ გაყვითლებულ ფურცელზე, ბურთულიანი კალმით, იგი იუწყებოდა, რომ მამაჩემს სასწრაფოდ უნდოდა ჩემი ნახვა და როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავდი, უნდა ჩავსულიყავი, ყურადღება მივაქციე იმას, რომ წერილი სწრაფი, გაკრული ხელით იყო დაწერილი და, რაც მთავარია, არ ჰგავდა მამაჩემის კალიგრაფიას.
მამა და სახლი, სადაც გავიზარდე, 17 წლის ასაკში დავტოვე. ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი პროფესიონალი გამომძიებელი, რასაც მამა ეწინააღმდეგებოდა, ეს ჩემი ოცნება იყო, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა, ჯარში მსახურების შემდეგ მუშაობა დავიწყე მშენებლობაზე, დაუღალავმა შრომამ მალევე ნაყოფი გამოიღო და მთავარი ინჯინერი გავხდი, ამისთვის ღამით სწავლა მიწევდა. ასე გამქონდა თავი.
მეორე დღესვე სამსახურიდან დავეთხოვე, ჩავჯექი ლუკმა-პურის ფულით შეგროვებულ და ნაყიდ ჩემი ოცნების 1967 წლის "შევროლე იმპალაში" და გავეშურე ვესტჰემისკენ. გზად კი ვფიქრობდი თუ რატომ უნდოდა 18 წლის უნახავ მამას ჩემთან სასწრაფოდ შეხვედრა და ვგრძნობდი, რომ რაღაცა წესრიგში არ იყო, ამიტომაც ვღელავდი.
მამას პატარა სახელოსნო ჰქონდა, სადაც იარაღებს ამზადებდნენ, სანადირო თოფების გაკეთებით კი ნამდვილად განთქმული იყო მამაჩემი, ამიტომაც შეძლებულად ვცხოვრობდით. როდესაც ძველ სახლთან მივედი, ხელები ამიკანკალდა, მანქანიდან გადმოვედი და კარზე დავაკაკუნე, არავინ არ გამომეხმაურა, ურდული ჩამოვწიე, კარი ღია აღმოჩნდა და სახლში შევედი, საოცარი სიჩუმე სუფევდა, გამიკვირდა რადგან მამაჩემი ძალიან მხიარული და ხუმარა კაცი იყო და მუდამ სტუმრები ჰყავდა, ახლა კი მთელი სახლი საეჭვოდ დუმდა, გავაგრძელე გზა სასტუმრო ოთახისკენ, თან მამას ვუხმობდი, პასუხი ვერ მივიღე, ოთახში, რომ შევედი, ყველაფერი არეული დამხვდა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, მოსამსახურეების დაუდევრობის ბრალია- მეთქი, გავედი სამზარეულოში და შევძრწუნდი, ჩემს წინ საშინელი სანახაობა გადაშლილიყო...
No comments:
Post a Comment