თავი VI
31 წლის წინანდელი გაზეთის ფურცლის გაშავებული ნაგლეჯიდან შევიტყვე, რომ კეიტ ბრაიტონი ამ ინციდენტის მერე წაიყვანეს და განათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუღლემ სახლში დააბრუნადა თვითონ მეთვალყურეობდა ცოლს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მან აფექტის მდგომარეობაში კინაღამ მოკლა თავისი ბიჭუნა და ასევე ის საშიში იყო გარშემომყოფებისთვის. ზურგზე ჭიანჭველებმა დამიარა, შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და მომხდარის წაკითხულთან დაკავშირება დავიწყე, ესე იგი მამაჩემის ცოლი, დედაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალია, მე კი მეგონა, რომ ჩემი დაბადებისთანავე გარდაიცვალა, ის იყო ფსიქიურად შეშლილი, რომელმაც სამუდამო ნაიარავი დამიტომა და ოთხი წლის ასაკში რამის მომკლა, ამის შემდეგ მას იზოლირება გაუკეთეს, მაგრამ მამამ რაღაც გარკვვეული მიზეზით, ალბათ ძლიერი სიყვარულის გამო, ის სახლში დააბრუნა, იგი მას ოთახში ამყოფებდა, სადაც არავის უშვებდა მოსამსახურის და თავის გარდა, კეიტს ჩემი ნახვა სურდა ხოლმე, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომაც მან თავისი სასოწარკვეთილი შეძახილებითა და ვედრებით დაითანხმა მოსამსახურე, რომ მას პატარა საიდუმლო კარები გაეკეთებინა ჩემს საძინებელში, მარტო ამ გზით ახერხებდა ჩემს მონახულებას, ოჯახის თავკაცმა კი არაფერი არ იცოდა ამის შესახებ, მე კი მიკრძალავდნენ ამ საიდუმლო ოთახში შესვლას, რადგან მამას არ უნდოდა, რომ მენახა ჭკუიდან გადასული ქალი, რომელმაც დამასახიჩრა და ეგონა, რომ ამით მისგან მიცავდა, ეს კარები მანამდე იყო ჩაკეტილი გასაღებით, სანამ ერთი საბედისწერო დღე არ დადგა, ვიფიქრობ, რომ ეს წერილებიც მისი დაწერილი იყო -მაგრამ მან მოკლა მოახლე ,მამაჩემი და გაიტაცა ბილი თუ არა?! ახლა კი ეს ქალი ყველგან დაეხეტება და მეძებს მე. მთავარი დასკვნა გავაკეთე, უნდა შევხვდე კეიტ ბრაიტონს, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს ეს!
ჩემი მანქანა, რომელიც არქივის შენობის წინ დავაყენე, რაღაცა მიზეზის გამო არ იძვროდა ადგილიდან, როგორც შემდეგ გავარკვიე, ეს გახეთქილი საბურავის ბრალი იყო, გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი სასტუმროში, უკვე საღამოს 8 საათი იყო, ძლიერი წვიმის გამო ქუჩა სულ მთლად ცარიელი გახლდათ, ნელი ნაბიჯით მივდიოდი და თანაც ვფიქრობდი, რაზე უნდა მელაპარაკა კეიტთან თუ მის მოძებნას მოვახერხებდი და სად იყო ბილი, პოლიციაზეც ვფიქრობდი, რომლებმაც არაფერი არ იღონეს ამ საქმის გასარკვევად და ჩათვალეს, რომ მამაჩემი ჭკუიდან გადავიდა, დალეწა ყველაფერი, გამოჭრა ყელი მოსამსახურეს და შემდეგ თავიც მოიკლა, ეს სრული აფსურდია, მამაჩემი არასდროს არ იზამდა ამას! ბინდი მატულობდა და სვლას ავუჩქარე, ქუჩაში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა ისმოდა, წინ რაღაცა უცნაურად მომეჩვენა და მივაყურადებ კიდეც, აღმოვაჩინე, რომ ჩემ წინ ვიღაცა მიდიოდა, ეს მსუბუქი და ჰაეროვანი ადამიანი უნდა ყოფილიყო, გავიგე ისევ ის ხმამაღალი სიცილი და გავემართე მისკენ, თან ძალაუნებურად დავიძახე-დედა მომიცადე, ნისლის გამო ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მოვასწარი ლამპიონის შუქით განათებული წითელი თხელი მოსასხამის გარჩევა, მისკენ გავიქეცი, მის ნაბიჯების ხმას და მკრთალ თხელს სილუეტს მივდევდი, სანამ არ აღმოვჩდი ორ შენობას შორის მომწყვდეული, წინ მაღალი აგურის ღობე იყო, მას მივეყრდენი, სიცილის ხმა შეწყდა, უეცრად დავინახე ჩემს ფეხთან ფურცლის ნაგლეჯი, სადაც უკვე ნაცნობი კალიგრაფიით ეწერა: -ბილი გიამბობს ყველაფერს!
ამის შემდეგ ბურუსში ჩემ წინ, სულ ახლოს, გაჩნდა თხელი მაღალი მოსასხამიანი ქალის ლანდი, რომლის ნისლში გარჩევას ვცდილობდი, ვიგრძენი, რომ თვალების გარშემო კუნთები ამტკივდა დაძაბულობისაგან და საბოლოოდ, დანახულმა ამათრთოლა...
No comments:
Post a Comment