ტირილით მიხმობს...
მამა-პაპათა სასაფლაოზე
სიჩუმე დგას და ძეძვი მძვინვარებს,
ქვაზე ამოსულ ერთ დიდ ხაოზე
სულ ჩაქრობიათ თვალები სულებს,
ღამ-ღამ სოფლის პირს ნახეტიალებს,
უსმენენ სახლებს, მათ კვნესას ულევს,
ქარებს რომ მოაქვთ ოხერტიალებს.
წამოქცეულა მაგიდა სკამით,
ერთ დროს აქ შვილებს უყვარდათ ჯდომა,
ბალახში სევდით დგას დოქი ჯამით,
შორიდან ისმის ტურების მოთქმა.
მიტოვებული საფლავებია
და საქართველოს სული მძინარი,
,,ნუთუ სამშობლო არ გყვარებია?!"
ჭრიალით მიხმობს ჭის ოწინარი.
მაია დიაკონიძე
7.03.2025 წელი
No comments:
Post a Comment