ამიტაცებს მეცხრე ტალღა
და თეთრ მკლავებს გავშლი ზღვაში,
შემოვირტყამ ოქროს ქამარს,
ზევსი მეტყვის: ,,მშვიდობაში".
თმებში მიჩანს ალმასები,
ზურმუხტები, ფირუზ-ლალი,
სიხარულით ანავსები
ნაპირს მივადგები ქალი.
შენ შემხვდები ნაგრიგალარს,
ნამეწყრალს და ნასტრიქონებს,
პოეზიის ამ ჩემს ალამს,
გადავცემ ზღვის სტიქიონებს.
No comments:
Post a Comment