დიდთოვლობა
(ჩანახატი)
გზა გაიკვალეს, ფითქინა თოვლი სულ აქეთ-იქით, თავზევით ყარეს, შეულოცეს: ,,თოვლო, თოვლო, საიდანაც მოსულხარ, იქით წადიო, ნუ დაგვაქცევ და გაგვატეხინებო ღამეებს, ნუ მოგვკლავ და პირუტყვს ნუ დაგვიხოცავო", არ გაჭრა შელოცვამ: საღორის კარს რომ მისწვდნენ და გამოაღეს, თორმეტი გოჭი ერთმანეთს მიაწყვეს ყინულის ლოდად ნაქცევნი. დედა ღორი გადარჩენილიყო. მიეფერნენ, მიუალერსეს, საჭმელი და წყალი მიურბენინეს. თბილად დაუგეს, საღორე გაამაგრეს, მეტად არ მოთოვოსო.
დაღლილებმა ძილს მისცეს თავი. აყვირდა დედა ღორი, საღორის კარებს ანგრევს, სადღაც გაქცევას ლამობს, გაეღვიძათ, გაუკვირდათ, რა ხდებაო. მიაყურადეს, მეზობლიდან გოჭის ჭყვიტინი ისმოდა. თორმეტიდან ერთი გადარჩენილიყო. ამ ღორისა - არც ერთი. ტიროდა დედა ღორი.
მაია დიაკონიძე
16.03. 2025 წელი
No comments:
Post a Comment