Sunday, March 23, 2025

ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?! (პატრიოტული)

 ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!

ჩაგისაფრდა საფარ ბეგი,
ცხენს უმიზნებს ინალიფას,
ბროლს და სადაფს იცავ ვერც კი,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
მოგიმრავლდა შადიმანი,
შენს სახელს რომ აღარ ფიცავს,
მონად იქცნენ ფადიშაჰის,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
ერთგულს ვეღარ ნახავ სადმე,
მიაბარეს ამ შავ მიწას,
ვაჰმე, ზემამულო, ვაჰმე,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
მაია დიაკონიძე
13.03.2025 წელი

No comments:

Post a Comment