Sunday, March 23, 2025

ქალის ბედი

 ქალის ბედი

(ნაწყვეტი)
ქალები ამ ცხოვრების ყვავილები არიან. ზოგი ვარდს ჰგავს, სიყვარულის კვირტივითა..., იფურჩქნება, ჭკნება, ახალი კვირტები გამოაქვს ვარდის ბუჩქს, ასეთი ქალები მარადიული სიყვარულისთვის არიან დაბადებულები, საამონი საცქერლად. არიან ქალი ტიტები, უკარებანი, დიდხან ვაზაში ვერ ხარობენ, უცებ ჩამოყრიან ფურცლებს, ბაღში უნდა უცქირო, დატკბე მათი სილამაზით, ოღონდ ნუ შეეხები. არიან ქალები ნარცისები, იპრანჭებიან, მე მიყურეო, გეუბნებიან, ყურადღებას ითხოვენ და არიან ქალი მიმოზები, უპრეტენზიონი, გარშემო მზეს და სიყვარულს აფრქვევენ, სამაგიეროს არ ითხოვენ.
მაია დიაკონიძე
20.03. 2025 წელი

No comments:

Post a Comment