Saturday, March 29, 2025

კლოუნი

კლოუნი
მიყვარს კლოუნი არენაზე, გამრთობად ბავშვის,
წითელ-ყვითელი ფერები და აურა ცირკის,
თითქოს ზღაპრებში ვმოგზაურობ ბავშვობის საშვით
და ამ საოცარ სამყაროში დიდობა მიკვირს.
მიკვირს კლოუნი ცხოვრებაში როდესაც მხვდება,
ნიღაბი როცა უკეთია ეშმას და მაცილს,
მაინც სიკეთეს დამახვედრებს უფალი ძღვენად
და ბავშვად ყოფნას, იმედია, კვლავ დიდხანს მაცლის.
მაია დიაკონიძე
29.03.2025 წელი



No comments:

Post a Comment