მ ი მ ი ხ ა რ ი ა !
1 . მიმიხარია
ჩემს მეგობრებთან ,
სადღეგრძელოს რომ
აქ , სახარებას
,, ჯაჭვით ითვლიან "
და მწარე ჭაჭას
ტკბილად ,, ცეცხლავენ ."
2 . მათ არ იციან ,
რა არის შური ,
მზით სავსე ღიმილს
კონებად ჰკრავენ ,
ჰყოფნით სუფრაზე
ყველი და პური ,
ერთიმეორის
მზეს იფიცავენ .
3 . და სადღეგრძელო ,
ლექსად ნათქვამი ,
მინავლულ სულებს
ააბრიალებს ,
თან გულში ვნატრობ :
,, გაჩერდეს წამი ,"
რომ ნახატივით
შემორჩეს თვალებს .
4 . მიხარია ...
ვიცი , მელიან ,
ერთი სული მაქვს ,
ვიხილავ როდის ,
მათი ღიმილი
მუდამ წრფელია ,
რადგან ყოველთვის
გულიდან მოდის !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თელავი . 14 . 10 . 2017 წელი .
,, მცხეთობა~სვეტიცხოვლობა ."
No comments:
Post a Comment