Sunday, March 23, 2025

სახუმარო

სახუმარო
მიიკუნჭა ჩემი მუზა,
ამდენ მუზებს ვეღარ სძლია,
,,მიადექი კავს და გუთანს,
რაც მამათა ადათია.
მოიყვანე ოქროს ყანა,
ხელი ჰკიდე პაპის ვენახს,
არ მოეშვა მიწას მანამ,
სანამ სხვა იქავებს ენას!"
მითხრა, უცებ გამეცალა,
დაყვირებაც არ მაცალა,
სხვა მუზაში გამეცვალა,
მასშიც ხელი მომეცარა.
მაია დიაკონიძე
16.03.2025 წელი

No comments:

Post a Comment