და მათქმევინე...
ისე მრცხვენია ადამის ძის
ფარსის, სიყალბის,
რომ დამავიწყდა,
ვით ჩამავალი მზე გორაზე,
ისე ვწითლდები
და მის სხივებში მეწამული
ფერით ვირთვები.
დაქსაქსულ ფიქრებს თავი მაინც
ვერ მოვუყარე,
და როგორც მთვარე, დავცქერივარ
მიწას მდუმარედ,
ღმერთო, ამას გთხოვ, დამაბრუნე
ზღაპრების ტევრში
და მათქმევინე, რაც აქამდის
ვერაფრით ვერ ვთქვი.
მაია დიაკონიძე
26.03.2025 წელი
No comments:
Post a Comment