ღალატი
სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -
ამ სიტყვებისთვის, ბეცი მიწოდე,
ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,
ხან უთქმელობით იქნება მოგკლან,
დაგწვავენ ცეცხლში, ღრმად ჩაგკირავენ,
ვერ აიცილებ ორლესულს, ორკაპს,
ვით მოყვასს, მერე მკერდს ჩაგიკრავენ.
სიტყვას მოჰყვება მაცდური სიტყვა,
და ცის გამხსნელი ნაზი ღიმილი,
ჩაინაცვლებენ ქირქილით ნიღაბს,
გულში დაგრჩება უცხო ტკივილი.
სულ არ ვიცოდი, რაა ღალატი, -
თუნდ, მეგობარო, ბეცი მიწოდე,
ხანდახან გკლავენ ტყვიით ნაგანის,
ხანდახან სიტყვით გკლავენ, იცოდე.
მაია დიაკონიძე
24.03.2025 წელი
No comments:
Post a Comment