Tuesday, March 11, 2025

იმედი ჯახუას და თამრიკო იაშაღაშვილის ლექსების შესახებ

 ასეთი საოცრებები თუ ხდებოდა, არ მეგონა. დაიდო აწ გარდაცვლილი პოეტის- იმედი ჯახუას ლექსი, რომლის პირველი სტროფი სიტყვა-სიტყვით ჩემი სუდენტობისდროინდელი მეგობრის - თამარ იაშაღაშვილის ლექსის სიტყვა-სიტყვით გამეორებაა. მთელმა ჯგუფმა ზეპირად ვიცოდით. გაგრძელება თამრიკოს ლექსის არ მახსოვს, მაგრამ ეს პირველი სტროფი ჩემმა დებმაც კი იცოდნენ ზეპირად და ინტერნეტშიც არაერთხელ დამიდია. რა საოცრებაა, 1979-1984 წლებში ვსწავლობდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამრიკო ვერსაიდან ვერ გადმოიღებდა ამ ლექსს, ბავშვობიდან წერს ლექსებს. გამოდის, შეიძლება ერთნაირი ლექსები დაწერონ ადამიანებმა?!

წვიმს, სანატრელო, წვიმს!
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
▪️დარწყულებული მოლოდინისა
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
იმედი ჯახუა

No comments:

Post a Comment