ვერ გამოვთვალე ქორონიკონი...
ღვინოსავით მსურს ლექსებად შეგსვა
და გრძნობა იყოს ყველა სტრიქონი
კვლავ გვითვალთვალებს წყეული ეშმა,
ვერ გამოვთვალე ქორონიკონი.
ისევ შორსა ხარ და მაინც ახლოს,
ვგრძნობ შენი სუნთქვის ეიფორიას,
როგორც მზის სხივი ხმელ ფოთლებს, მათბობ
და სულთმობრძავის ვძლევ აგონიას.
მაია დიაკონიძე
30.03.2025 წელი
No comments:
Post a Comment