Sunday, March 2, 2025

სხვანაირი სიყვარული იყო! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 სხვანაირი სიყვარული იყო!

სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
თოჯინებით ვთამაშობდი დიდხანს,
ხევ-ხუვებში ვკრეფდი მწიფე მაყვალს,
სად წავიდა, მეგობარო, მითხარ,
ბებოს გოგო, იქნებ ზღაპრებს გაჰყვა.
აფრენილი ცეცხლოვანი რაში,
გაქრა ისე, კვამლიც აღარ დარჩა,
გველეშაპი მედგა თურმე კვალში,
გულმოდგინედ წეწდა სულის ფარჩას.
სიყვარულსაც არ ჰქონია ფასი,
გამოხუნდა მეგობრობის ძალაც,
ფული ზეობს, თამაშდება ფარსი
და ხერხემლის იცვითება მალა.
გაზაფხულის ვერ შევიგრძნობ ფერებს,
სურნელებას სამაისო ვარდთა,
გაბზარული გული შევიფერე,
ვით საწყაო მარადიულ დარდთა.
სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
მაია დიაკონიძე
10.03.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
აღზევებადი წვლილის შემტანი
ულამაზესი ნოსტალგია, უმშვენიერესი სევდა, გულუბრყვილო ბავშვური გაოცება!!!!
ეს ყველაფერი ლამაზ ფერებში და მოჩუქურთმებულ ოქროს ჩარჩოში ჩასმული გულიანი და გულში ჩასახუტებელი ლექსით მოგვაწოდა ჩვენმა უნიჭიერესმა პოეტმა ქალბატონმა მაიკო დიაკონიძემ!!!!
კითხულობ ლექსს მესამედ და სურვილი გიჩნდება, წაიკითხო მეოთხედაც—— მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ საკუთარ, შენს ფიქრებსა და დარდს, რომ ამზეურებს, არა!!!—- ლექსი არის პოეტურად ყველა მოთხოვნილებით ბრწყინვალედ დახვეწილი, დიდოსტატის ქარგაზე გაწყობილი, ყველა სიტყვა და სტრიქონი იუველირის საწორზე აწონილი და შემოწმებული!!!!
თემატიკა —-საკაცობრიო, მარადიული და რაც მთავარია—- ადამიანური!!!!
,,გაბზარული გული შევიფერე,
ვით საწყაო მარადიულ დარდთა”
,,სად წავიდა, მეგობარი, მითხარ,
ბებოს გოგო, იქნებ ზღაპარს გაჰყვა”....
არა, მშვენიერო მაიკო, ის ბებოს გოგო ჩვენს გასახარებლად ზის საწერ მაგიდასთან, ალბათ კომპიუტერთანაც და ფიქრობს ნორჩი თაობისათვის ფერადი და ლამაზი სამყაროს შექმნაზე, ახალგაზრდა ყმაწვილებისათვის— სწორი და ჯანსაღი ორიენტაციის სწავლებისათვის, დაჩაგრული სამშობლოს გადარჩენის, სწორი გზების ძიებისა და მოფერებისათვის,
კალმით, ფუნჯითა და სიმღერით მშობელი ხალხის სულიერების ამაღლებისათვის,
ვიპოვოთ ეს ბებოს გოგო და მოვეფეროთ, გავამხნეოთ, ახალ, მაიკოსავით ცისფერთვალება თოჯინასაც თუ ვუყიდით, უფრო მეტად გავახარებ და ვუსურვოთ წარმატებები და ოცნებების შესრულება!!!!( ვიცი მისი ოცნებები სამშობლოს, ოჯახის და მეგობრების კეთილდღეობით არის აღსავსე)!!!!!!

No comments:

Post a Comment