იმედი ჯახუა (1950 - 2011) - პოეტი.
იმედი ჯახუა დაიბადა 1950 წლის 7 მარტს. მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.
იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებში, მუშაობდა გამომცემლობაში – რედაქტორად, საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებაში – კოორდინატორად და ყველგან მშობელი ქვეყნის სიცოცხლის ინტერესებს ემსახურებოდა.
იმედი ჯახუას ლიტერატურული ნათლობა 1964 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „პიონერში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „სადღეგრძელო“. მას შემდეგ იმედი ჯახუას ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ქართველი მკითხველი მუდამ ინტერესით ეცნობოდა მის ისეთ პოეტურ კრებულებს, როგორიცაა: „გულის გალავანი“, „კვლავაც მაღლდება“, „ფიქრთაცვენა“, „ჭყონდიდური გვირგვინი“, „მინაწერი ცადსაფრენ წერლებზე“, „სიყვარულის საუკუნე“.
გარდაიცვალა 2011 წელს.
წვიმს, სანატრელო, წვიმს!
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
No comments:
Post a Comment