ჩაგისაფრდა საფარ ბეგი,
ცხენი უნდა ინალიფას,
ბროლს და სადაფს იცავ ვერც კი,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
მოგიმრავლდა შადიმანი,
შენს სახელს რომ აღარ ფიცავს,
მონად იქცნენ ფადიშაჰის,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
ერთგულს ვეღარ ნახავ სადმე,
მიაბარეს ამ შავ მიწას,
ვაჰმე, ზემამულო, ვაჰმე,
ნეტავ, თავს თუ მასზედ იკლავ?!
No comments:
Post a Comment