Saturday, March 29, 2025

ვერ ვზიდე ტვირთი

ვერ ვზიდე ტვირთი, რომელიც რომ უნდა მეზიდა,

ისე მივდივარ, ვერ მოვასწარ დათვლა ათამდის,

თითქოს დავყურებ დედამიწას მაღლა თხემიდან

და იმედებიც აღარ მრჩება თითქმის არაფრის.


ვხედავ ჩემს თავს და ჩემნაირებს მომწყვდეულთ მუჭში,

ვპატარავდებით და თანდათან ვქრებით ხელიდან,

რად მოგვაქცია ამ სამყარომ სადღაც ნაჭუჭში

და რად გვიწყრება გამუდმებით მკაცრი თემიდა, 










No comments:

Post a Comment