არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება. სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.
Tuesday, November 29, 2016
ანდროს ისტორიებიდან (კატა ფეფო)
კატა ფეფო ჩვენს სახლში 13 წლის წინ დაბინავდა, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო, თეთრიწყაროდან ჩამოიყვანეს ბავშვებმა. აგარაკზე ჩასულებს დაუპატიჟებლად ეწვეოდა ხოლმე ეზოში, მერე სახლშიც გადაინაცვლა, ხან ტახტზე წამოგორდებოდა, ხანაც ლოგინზე, მაჭამეთ და მასვით, თქვენთან ძალიან მომწონსო. ძალიანაც არ უნდოდა ნატას, ჩემს მეუღლეს, მისი სახლში დატოვება, ყველანაირად იგერიებდა, მაგრამ ამაოდ. უპატრონოდ დასაგდებადაც ვეღარ გაიმეტეს შემოჩვეული კნუტი და თეთრიწყაროს ბინადარი ჩვენთან თბილისში აღმოჩნდა. პატივი და დიდება არ აკლია ჩვენს ფეფოს, ეს სახელი კი მე დავარქვი, მანამდე სხვა სახელს ეძახოდნენ, სახლში საუკეთესო ადგილი მისია, რა თქმა უნდა, სავარძელში, ღამით ჩემს ქალიშვილთან სძინავს ლოგინზე. ნინოს შვილივით უყვარს, თუ შეამჩნია, რომ რამით უკმაყოფილოა, მასთან ერთად ტირის და მაშინვე ექიმთან მიარბენინებს, ავად ხომ არ არისო. იმანაც, თუ შეატყო, რომ ნინოს რამე სტკივა, ამას კი მე მგონი, ზოგიერთ ჩვენს ექიმზე უკეთესად ხვდება, იმ მხარეს მიუწვება, თავისი ჭკუით, მკურნალობს. ნატა ფეფუსიას ეძახის, ნინო - ფეფუცას და ა. შ. აქედან მიხვდებით უკვე, თუ რა დიდი სიყვარულით სარგებლობს ჩვენს ოჯახში, თუმცა ნატას გაჯავრების ეშინია და თუ დაუყვირა, მერე ლამის ფეხის წვერებზე და კედელზე გაკრული დადის ხოლმე სახლში. ისე კი ამაყი და თავდაჯერებულია, მე კი, რომ იტყვიან კუდსაც არ მახოცავს ზედ. ერთი-ორჯერ მის გადასარჩენად ყველა დავირაზეთ, როცა შუაღამეზე ქვედა მეზობლის მიშენებაზე გადავარდა, რომ არავინ გაგვეღვიძებინა, ჩვენი ფანჯრიდან კიბე ჩავუშვით და ისე ამოვიყვანეთ ატირებულ-აკნავლებული ცხოველი. წარმოიდგინეთ, მეზობელს რომ გაღვიძებოდა და დაენახა თავის აივანზე ღამის პერანგში მოფორიალე ნინო კატით ხელში, რა დღეში ჩავარდებოდა. მე კატები მიყვარს-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ არ მომწონს როცა ცხოველებს ცუდად ექცევიან. ამას წინათ ჩვენს კორპუსთან მოხტუნავე ყვავი შევამჩნიე, ფრთა ჰქონდა მოტეხილი და ვერ დაფრინავდა, სადღაც ბუჩქებში აფარებდა თავს. ყველას ეცოდებოდა, მათ შორის მეც,
არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება. სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.
არ ვიცი რატომ, კარინა შევარქვი. საჭმელი ჩამქონდა ხოლმე. არავის გვიკარებდა ახლოს, რომ გვეშველა. ადამიანებს არ ენდობოდა. ერთ დღესაც მითხრეს, მაწანწალა ძაღლებმა შეჭამესო, ძალიან დამწყდა გული. დროთა განმავლობაში ჩვენს კატასაც შევეჩვიე, თუმცა მისი ჩემდამი დამოკიდებულება დიდად არ მომწონს, რაღაც არ მემეგობრება. სანამ სახლში არავინაა, ე. ი. ყველა გაკრეფილია, სულ უკან დამდევს და საჭმელს მთხოვს, განსაკუთრებით, თუ კი დაინახა, რომ რამეს ვჭამ, მე კი პირის ჩატკბარუნება ვინი პუჰივით ძალიან მიყვარს, ამიტომ ჩემი პირველი სადარდებელიც სწორედ ეს გახლავს, რა ვაჭამო კატას, რომ მერე მეც დაწყნარებულად მივირთვა! ნინოსთან და ნატასთანაც ჩემი პირველი თხოვნა სწორედ ეს არის, უზრუნველყონ კატა საჭმლით, რა თქმა უნდა, მეც, მასთან ერთად, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე საჭმელს ვერ ვჭამთ. ესე იგი, როცა მას შია, მეც ვჭამ, უკვე რეფლექსი გამომიმუშავდა და როცა მე ვჭამ, თავისთავად, ისიც ჭამს. გავსუქდით და გავსივდით ორივე ამდენი ჭამისგან, მე გარეთ მაინც დავდივარ, ის კი - სულ სახლშია, დამრგვალდა ბურთივით ჩვენი ფეფო, სიმსუქნისგან ფეხებიც კი დაეღუნა, მე ასეთიც ძალიან მომწონს. ნინო მეჩხუბება, ამდენს ნუ აჭმევო, მაგრამ როცა კნავის, გული ვერ მიძლებს და აუცილებლად ვუმასპინძლდები რამე გემრიელით. ამას წინათ ექიმთან ჰყავდა ჩემს ქალიშვილს, უთხრა ბევრს ნუ აჭმევთ, ნაღვლის ბუშტი აქვსო გაღიზიანებული, ცოტა ხანი დიეტაზეც დასვეს, საჭმელი აღარ მოჰქონდათ, არ აჭამოო, მაგრამ მე ჩუმ-ჩუმად მაინც ვუნაწილებდი ჩემს ულუფას. არ გეგონოთ რომ ფეფოს ამის გამო დიდად ვუყვარვარ და პატივს მცემს. როცა ტელევიზორს ვუყურებ სავარძელში მჯდომი, იქვე ზის და მყარაულობს, ავდგები თუ არა, მაშინვე ჩემს გამთბარ ადგილზე მოიკალათებს, მეცოდება, რომ გადმოვაგდო. ვდგავარ ფეხზე, ვიწყებ ვარჯიშს, ვიქნევ ხელებს და ფეხებს, ის კი დამცინავად გადმომხედავს ხოლმე, ისიც ხანდახან, თუ კი სახლში ნინო ან ნატა მოვიდა, მერე უკვე საერთოდ აღარც მიყურებს, თითქოს არ ვარსებობ, ეტყობა ამით იმათ ერთგულებას უმტკიცებს. კატა კი არა, ნამდვილი ეშმაკია, ჩემი ინკვიზიტორი და მტანჯველი. გავბრაზდებოდი, მართლაც ამაგი რომ არ ჰქონდეს ჩვენს ოჯახზე. როცა სხვები ყვებოდნენ ასეთ ისტორიებს, როგორსაც ახლა მოგიყვებით, არ ვუჯერებდი, მაგრამ ჩვენმა ფისომ ჩემი ოჯახი მართლაც გადაარჩინა გაზის გამათბობელით გაგუდვას. ერთხელ ნინოს მეგობარი გოგონა ეწვია, სახელად, ინგა. ისაუბრეს, მერე ნინომ იბანავა, მეგობრები ერთ ოთახში დაწვნენ დასაძინებლად, კატასაც იმ ოთახში ეძინა თავის პატრონთან ლოგინზე. მე იმ დღეს სახლში არ ვიყავი. შუაღამეზე ფეფოს საშინელი კნავილი აუტეხია, ნინოს უფიქრია, ალბათ წყალი სწყურიაო და მეგობრისთვის უთხოვია, სააბაზანოში შეიყვანე და წყალი დაალევინე, მე შეუძლოდ ვგრძნობ თავსო. შეიყვანა ინგამ კატა სააბაზანოში და უეცრად უგონოდ დაეცა მეტლახზე, ხმაური გაიგონა ნატამ თავის საწოლ ოთახში, შეშინებული გამოვარდა, დაინახა უგონოდ მწოლიარე ინგა, ნინო იხმო ყვირილით და თვითონაც უგონოდ დავარდა. დასახმარებლად მოსული ნინოც იქვე ჩაიკეცა, ასე უგონოდ ეყარა სამი ქალი სააბაზანოში, კატა კნავილიდან ღნავილზე გადავიდა, ამ დროს ჩემი ვაჟი - დიმიტრი გამოსულა თავისი ოთახიდან იმის გასარკვევად, თუ რა აურზაური იყო სახლში, ეს საშინელი სცენა რომ დაინახა, სასწრაფოში დარეკა, თვითონ ცდილობდა დედა გამოეყვანა სააბაზანოდან, უფრო სწორედ, გამოეთრია. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ქალები მოასულიერეს, გააღეეს ყველა კარები და ფანჯარა, მათი ვარაუდით, გაზის გამათბობელმა გაჟონა, მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა ყველას, დიმიტრის გარდა, ეტყობა მომწამვლელმა აირმა მის ოთახში ვერ შეაღწია, რომ არა ფეფო. ალბათ სამივე ქალი დაიღუპებოდა. ამის მერე, როგორ არ ვცე პატივი ჩვენს კატას?! როცა მასზე ვბრაზდები, ხან ქვიშა უნდა მოვუტანო და შევუცვალო, ჭუჭყიანზე ქალბატონი არ მოისაქმებს, ხან უნდა ვაჭამო, ხან ჩემი საყვარელი ადგილი უნდა დავუთმო, მახსენდება მისი გმირობა და გული მიბრუნდება. ასეთია ჩვენი ფეფუცა, ბურთივით მრგვალი და ძალიან დიდი, მოყვითალო თვალებით და მბრწყინავი ბეწვით, მუდამ ბრაზიანი და უკმაყოფილო, ასაკთან ერთად დამძიმდა და აღარ არის ისეთი მოძრავი და მოთამაშე, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი და თბილია.
აბშილა (საბავშვო)
თონის პურებს დააცხობს ბებო თამაშ-თამაშით,
გუდის ყველსაც მოგვართმევს სტუმრებს ზემო ალვანში,
სათიბს მითიბ-მოთიბავს პაპა, ცელსაც გაპირავს,
მთების ლურჯი ციაგი თვალებსა სჭრის აბშილას,
- აბშილა ვინ დაგარქვა, ყველა მას ეკითხება,
- დიდმა პაპამ, მოგვესწრო, მოგვცა მან დაპირება,
კიდევ დიდხანს იცოცხლებს, სანამ გაგვზრდის გმირებად
- კბილს კბილს აჭერს აბშილა, ცხვარს აძოვებს ამ დილას,
უფსკრულშიც არ დატოვებს თეთრ ჭედილას ადვილად..
,

შენი შეხება(ერთსტროფიანი)
ფრინველთა გუნდი შეეხო ზეცას, -
შენი ხელები ჩემს ხელს ეხება...
ჩამოირეცხავს ეს ზეცა ფერსაც,
ჩემს გულში რჩება შენი შეხება.
შენი ხელები ჩემს ხელს ეხება...
ჩამოირეცხავს ეს ზეცა ფერსაც,
ჩემს გულში რჩება შენი შეხება.
წიწილები (საბავშვო)
სულ არ უნდათ თამაში
ჩვენი ეზოს წიწილებს,
დაყვებიან დედიკოს,
ის კი ავად წიწინებს,
- არ შეხოთ წიწილებს,
თორემ მწარედ ვიწივლებ!
თორემ მწარედ ვიწივლებ!
Monday, November 28, 2016
ჩვენი კატო (საბავშვო)
სახტად დარჩა ჩვენი კატო,
კატუნია როგორ ართობს
თავის ცინდლებს, თავის შვილებს,
გადაუგდებს ფერად ღილებს,
ერთს მიართმევს რძეს და ერბოს,
კატო უსხავს ხორცზე კეტჩუპს
მეორე კნუტს, მოსწონს ერთობ!
მწყრალად უმზერს დედა კატა,
ლამის თვალში ბრჭყალი ტაკა,
- ამხელა ხარ და არ იცი,
ტომატს არ ჭამს ჩვენი ჯიში?!
ვახოს უნდა ბევრი ჭამოს,
ბებოს მისთვის იხვიც აქვსო,
კატის კნუტებს უყვართ თევზი,
გვაჭმევ? იზამ საქმეს კეთილს!
კატუნია როგორ ართობს
თავის ცინდლებს, თავის შვილებს,
გადაუგდებს ფერად ღილებს,
ერთს მიართმევს რძეს და ერბოს,
კატო უსხავს ხორცზე კეტჩუპს
მეორე კნუტს, მოსწონს ერთობ!
მწყრალად უმზერს დედა კატა,
ლამის თვალში ბრჭყალი ტაკა,
- ამხელა ხარ და არ იცი,
ტომატს არ ჭამს ჩვენი ჯიში?!
ვახოს უნდა ბევრი ჭამოს,
ბებოს მისთვის იხვიც აქვსო,
კატის კნუტებს უყვართ თევზი,
გვაჭმევ? იზამ საქმეს კეთილს!
პაწაწინა თიკუნია (საბავშვო)
თიკუნია კაბებს იცვლის ფერადებს და ლამაზებს,
მისი ბებო მკერავია, თვითონ ადგენს ნახაზებს,
მერე თარგებს გამოჭრის და დააზომებს ჩითილებს,
თიკუნიას შემხედვარე პაპას ცხენი ხვიხვინებს:
-ასეთ ლამაზ კაბებს იცმევს მხოლოდ ველის პეპელა,
დახატული ნექტარსა სწოვს ნაზ ღიღილოს, ყელყელას,
ეჯიბრება, თვალს უყენებს გამინდვრებულ ყვავილებს,
ჩვენი გოგო ყველასა სჯობს, ცაში მზესაც აკვირვებს!

Sunday, November 27, 2016
სამარშრუტო ტაქსში (ქალის სურნელი) ნოველა
სამარშრუტო ტაქსში ვმგზავრობდი. სულ ბოლოში რომ სკამებია, იქ მომიწია დაჯდომა. სხვაგან ადგილი არ იყო. ფანჯარასთან მივყუჩდი გზას მაინც შევათვალიერებ-მეთქი. დიდი ხნის მგზავრობა მელოდა, სადღაც 35-40 წუთი, შეიძლება მეტიც, თბილისური საცობების გამო. დავჯექი თუ არა, სუნამოს სურნელი მეცა ცხვირში, ვერ ვიტყვი, ცუდი იყო, მაგრამ გამაღიზიანა. ჩემს წინ ახალგაზრდა ქალი იჯდა, ეტყობა მას არ დანანებოდა სუნამო და კარგა გვარიანად ეპკურებინა. ვათვალიერებ ქუჩებს, გამვლელებს, მიყვარს თბილისის ხედების ყურება, მეტროში ჩასვლას ნამდვილად სჯობს მიწის ზედაპირზე მოძრაობა, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება, ვცდილობ მოვდუნდე, ამაზე არ ვიფიქრო, კვლავ ქუჩას გავხედე, აი, გოგონა დგას, მგონი ფეხმძიმეა, მანტოს იკრავს მუცელზე, მერე ხელები ზედ შემოიწყო, მგონი ვიღაცას ელოდება, მერე ფიქრებში ჩავიძირე, ჩემი ფეხმძიმობა გამახსენდა, ახალგაზრდობა, - ნეტავ, იმ დროს! - წავიბუტბუტე ლოცვასავით, უცებ ჩემს გვერდზე მჯდომმა კაცმა ტუჩები დააწკლაპუნა, - ესღა მაკლდა, - ვფიქრობ, ისედაც სულს ძლივს ვიბრუნებ, აი, ისევ დააწკლაპუნა ტუჩები, ღრმად დაიწყო სუნთქვა, თითქოს ჰაერი არ ყოფნის, ეტყობა ესეც შეაწუხა წიმ მჯდომი გოგონას სურნელმა, მოულოდნელად მომიტრიალდა და მკითხა,- ამ სამარშრუტო ტაქსის ბოლო გაჩერება სად არისო? - არ მოველოდი შეკითხვას, გაოცებულმა ვუპასუხე, - არ ვიცი-მეთქი. - ისევ განაგრძო ტუჩების წკლაპუნი, ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები, თანაც მთქნარებას აყოლებს ზედ.
ჩემი დამემართა, მე აქეთ ვღაფავ სულს, ეს კაცი - იქით. ვფიქრობ, ხომ არ ჩავიდე?, სამარშრუტო გაჭედელია, წინ ძნელად თუ გაძვრები, კარგი, მოვითმენ, ჩემს თავს ველაპარაკები, - ცოტაც კიდევ, ცოტაც, - ის ჩვენი მწამებელი და სულთამხუთავი ქალიშვილი როგორც იქნა, ჩავიდა, მისი ადგილი სხვამ დაიკავა, გაუჩერებლად ლაპარაკობს სომხურად, ახლა ჩემს გვედზე მჯდომს ურეკავენ, - მალე ვიქნებიო, - ჰპირდება და ხვნეშას და კვნესას აგრძელებს. მოკლედ საგიჟეთია,- ვფიქრობ. მივუახლოვდი ჩემს გაჩერებას, ჩასასვლელად ვემზადები, გვერდზე მჯდომი ჩემზე სულ ცოტა ადრე ჩადის, მერე მე ჩავდივარ, მიწაზე ვდგამ ფეხს, თავისუფლად ამოვისუნთქე.

სანამ სიყვარულს გამოამზეურებ
სანამ სიყვარულს გამოამზეურებ,
კარგად დაუფიქრდი, მერე არ ინანო,
ზოგი ნეხვში გაგსვრის,
ზოგიც ტვინს წაგიღებს,
მაგრამ ყველაფერი უნდა აიტანო.
შენი გრძნობები და შენი ემოცია,
გირჩევ, თავიდანვე გულში შეინახო,
ბევრი იმას ფიქრობს, რამე შეგეშალოს, -
ატირებული და სუსტი დაგინახოს.
კარგად დაუფიქრდი, მერე არ ინანო,
ზოგი ნეხვში გაგსვრის,
ზოგიც ტვინს წაგიღებს,
მაგრამ ყველაფერი უნდა აიტანო.
შენი გრძნობები და შენი ემოცია,
გირჩევ, თავიდანვე გულში შეინახო,
ბევრი იმას ფიქრობს, რამე შეგეშალოს, -
ატირებული და სუსტი დაგინახოს.
Saturday, November 26, 2016
ანდროს ისტორიებიდან (შემთხვევა თბილისის ავტობუსში თუ მის გარეთ)
90-იანი წლები იდგა, საქართველო სულს ღაფავდა, გაჭირვება დაძონძილი დედაბერივით კარდაკარ დაეხეტებოდა. ჰაერი დამწვარი საბურავების სუნს გაეჟღინთა, თუმცა ალბათ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხალხის გაუსაძლისი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ხელს ითბობდნენ. იტაცებდნენ მიწებს, ხალხის ქონებას ინაწილებდნენ, ჩვენ კი პირღიანი ამის საშუალებას ვაძლევდით. მე და ჩემი მეგობრებიც ვცდილობდით გამოსავალი გვეპოვა ამ სიტუაციაში, რამე ბიზნესი წამოგვეწყო, მაგრამ ყველა ჩვენმა ქმედებამ ფიასკო განიცადა. მაშინ ძალიან მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული სავალიუტო პუნქტები, ხალხმა ამ გზით კარგი ფულიც იშოვა, მაგრამ არა ჩვენ. პუნქტის შიგნითა ოთახში "პლიტა" გვენთო, ჩვენი პუნქტი მაშინდელი პროკურატურის შენობაში იყო, ისინი მეორე სართულზე იყვნენ, ჩვენ - პირველზე, ამიტომაც დენი ყოველთვის გვქონდა, ხალხი გასათბობად დადიოდა ჩვენთან, შესაბამისად ხშირად თანხაც ქრებოდა, ნაძირალასა და ქურდს რა გამოლევს. მე და ჩემი ძმა კი ძალიან მიმნდობი ადამიანები ვიყავით, ასეთ ოჯახში გავიზარდეთ, ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ქონება რომ ვერ ვიშოვეთ, უპატიოსნო საქციელს ჩვენ ვერ ჩავიდენდით. მახსოვს ერთხელ ბიჭები მოვიდნენ, 700 დოლარი გვასესხეო, ერთ კვირაში დაგიბრუნებთო, "ზალოგში", როგორც მაშინ ეძახდნენ, მაგნიტაფონი დატოვეს, მაგის ჩაბარებაც არ მინდოდა, ვფიქრობდი, მაგას როგორ იკადრებენ, ფული არ დააბრუნონ-მეთქი, სასტიკად მოვტყუვდი. იმის მერე ის ხალხი თვალით არ მინახავს, ამ დროს ვითომ ნაცნობების შუამდგომლობით მოვიდნენ, არა და 700 დოლარი მაშინ დიდი ფული იყო, ერთ-ოთახიან ბინას იყიდიდი თბილისის გარეუბანში. ჩემი ასეთი ქმედებით საქმე ზარალდებოდა, სხვა ბევრჯერაც მომატყუეს და გამაცურეს, მაგრამ ჭკუას ვერ ვსწავლობდი, ანდა როგორ მეთქვა გაჭირვებული ხალხისთვის, აქ არ მოხვიდეთო, როცა ვიცოდი, რომ შიოდათ და სწყუროდათ, ჩვენთან კი ყოველთვის იყო საჭმელიც, სითბოც, ერთი-ორი ღერი სიგარეტიც. მახსოვს ერთხელ სამსახურში მივედი, ასე ვეძახდი სავალიუტო პუნქტს, იმიტომ რომ სხვა სამუშაო მე არ მქონდა, დგას ჩემი ერთი ნაცნობი, ხელები "პლიტისათვის", დენის გამათბობელისთვის, მიუშვერია და ტირის, - რა გატირებს, ბიჭო-მეთქი, - სიცივისგან ვტირივარო, - მიპასუხა. ამ ამბავს მაშინ ჩემი რძალი, მაიაც, შეესწრო, მერე როცა მასთანაც არ იყო არც დენი, არც გაზი და ისიც ასე ტიროდა ნავთქურაზე ხელებმიშვერილი, მაშინ გაიხსენა ეს ამბავი, - მაშინ გამიკვირდაო იმ ბიჭის საქციელი, მაგრამ ახლა მეც ვტირივარ სიცივისგანო, - მითხრა. მიუხედავად იმ საშინელი მდგომარეობისა, რაც ქვეყანაში სუფევდა, ქაოსი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, შიდა ომები, მე მაინც იმედს არ ვკარგავდი და ოპტიმისტურად ვუყურებდი ცხოვრებას. ხანდახან სასაცილო ამბებიც გადამხდებოდა თავს და ამით ადვილად გადამქონდა ცხოვრების სიდუხჭირე.
მოგეხსენებათ ტრანსპორტის საქმე მაშინ ჭაკად იყო, გადავსებული ავტობუსები ისე ჩაგიქროლებდნენ, გაჩერებაზეც კი არ აჩერებდნენ. ძირითადად ფეხით მიხდებოდა სიარული, თავს ვიმშვიდებდი, ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის კარგი არის-მეთქი, მაგრამ ერთხელ, როცა გადავსებულმა ავტობუსმა ცხვირწინ გამიჩერა, ცდუნებას ვერ ვძლიე და მეც ავეკარი კარებს, შიგნით შეღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო. ორი ხელით ვეჭიდებოდი, თან თავ-ბედს ვიწყევლიდი, რა ეშმაკმა შემაცდინა-მეთქი. დიღომში გაჩერებაზე, ეტყობა ვიღაც უნდა ჩამოსულიყო, მანამდე არც გაუჩერებია მძღოლს, იხუვლა ხალხმა და მე მიწაზე ზღართანი გავადინე, ზედ ოთხი-ხუთი კაცი მაინც მეწვა. ვფართახალებ და ამ ზედახორიდან გამოძრომას ვცდილობ, რომ ვიღაცა ქალი აყვირდა, - რას კადრულობთ, ბატონო, ხელი გაწიეთო, - გულში ვიგინები, - შე, უპატრონო, შენს მკერდქვეშ მოწეწკილი ვწევარ, სული მეხუთება და აღარც გავინძრე-მეთქი?! - როგორც იქნა, გამვლელები თუ გაჩერებაზე მდგომები მოგვცვივდნენ, წამოგვაყენეს, შევხედე იმ ჩემს მაგინებელ ქალს და რას ვხედავ, აუწერელი სილამაზისაა, ორმეტრიანი რუსის ქალი, გულში გავიფიქრე, - ნეტავ ცოტა ხანი კიდევ ვწოლილიყავი-მეთქი ამის მკერდქვეშ, იმის ჩახუტებას ხომ არაფერი ჯობდა - ხმამაღლა კი ბოდიშები მოვუხადე ობიექტური მიზეზებით შექმნილი უხერხული მდგომარეობის გამო და დავემშვიდობე. მეორე შემთხვევაც მქონდა დაახლოებით ასეთივე ამ ტრანსპორტის გადამკიდე. გამოვეწყვე თეთრ შარვალსა და ტყავის ქურთუკში და ისევ დიღმისკენ ავიღე გეზი. მაშინ იქ რაღაცა პატარ-პატარა საქმეები მქონდა. შევახტი ავტობუსს, რა თქმა უნდა, ჩამოვეკიდე, ისე იყო გადატენილი. იმ ჩემი ცოდვით სავსე მძღოლმა ისე მკვეთრად მოატრიალა დიდუბიდან დიღმისკენ გადამავალ შესახვევში, რომ ხელები გამეშვა გაღებული კარებიდან, რომელსაც მთელი ძალით ვიყავი ჩაჭიდებული, არ ვიცი, რას მოვკიდო ხელი, რომ არ ჩამოვვარდე, შემთხვევით წინ მდგომი ქალბატონის უკანალს ვტაცე ხელი, მაგრამ იმ სიმძიმე კაცს ეგ როგორ დამიჭერდა?! გადმოვვარდი. მძღოლს ავტობუსი არც გაუჩერებია. რომ ავდექი, თეთრი შარვალი შავი იყო, შავი ტყავის ქურთუკი კი - თეთრი, მტვრისაგან. ლანძღვა-გინებით დავბრუნდი სახლში გამოსაცვლელად.

რაც მინდა, იმას ვწერ!
ზოგს უხარია ფართი,
ზოგს კიდევ უნდა რძე,
ზოგი კაიფობს "მტკვარით",
თან აღლაჭუნებს კევს.
ზოგს უხარია სუნთქვა,
არ უჩხაპნიან ყელს,
პოეტისათვის სულთქმა
ლექსი ყოფილა დღეს.
ვისთვის რა არის კარგი,
ვინ რაზე გიკრავს კვერს,
ღმერთმა უწყის და მიტომ,
რაც მინდა, იმას ვწერ.
ზოგს კიდევ უნდა რძე,
ზოგი კაიფობს "მტკვარით",
თან აღლაჭუნებს კევს.
ზოგს უხარია სუნთქვა,
არ უჩხაპნიან ყელს,
პოეტისათვის სულთქმა
ლექსი ყოფილა დღეს.
ვისთვის რა არის კარგი,
ვინ რაზე გიკრავს კვერს,
ღმერთმა უწყის და მიტომ,
რაც მინდა, იმას ვწერ.
მზეს!
ალუბლის წვერზე შემომჯდარს,
მარადიული დიდების სხივებში გახვეულს,
ამ ქვეყნის მაცოცხლებელ ნექტარს...
ვუმზერ, როგორც პატარა ბავშვი
აბრჭყვიალებულ ბურთს და მიკვირს,
როგორ არ იტაცებენ ციდან
და არ იკრავენ გულში...
მარადიული დიდების სხივებში გახვეულს,
ამ ქვეყნის მაცოცხლებელ ნექტარს...
ვუმზერ, როგორც პატარა ბავშვი
აბრჭყვიალებულ ბურთს და მიკვირს,
როგორ არ იტაცებენ ციდან
და არ იკრავენ გულში...
Friday, November 25, 2016
ანდროს ისტორიებიდან (მონადირე)
ბაბუაჩემმა ძველი თოფი მიანდერძა, მართალია სანადიროდ არ გამოდგება, უფრო ანტიკვარული ნივთია, მაგრამ მე მისით ძალიან ვამაყობ და მომენტს არ ვუშვებ ხელიდან, თავი რომ არ გამოვიჩინო. ერთხელ ერთმა მეგობარმა დამირეკა და თოფი კინოგადაღებებისთვის მთხოვა. მეც მეტი რა მინდოდა, ვტაცე ხელი, მხარზე გადავიკიდე და შეხვედრის ადგილისკენ გავეშურე. ვზივარ ჩემთვის გაჩერებაზე, ავტობუსს ველოდები. გვერდზე ვიღაც უცხოელი მომიჯდა და ჩემს თოფს ათვალიერებს. გავიტრუნე, ინგლისური მე არ ვიცი და გერმანული, რუსს კიდევ ნამდვილად არა ჰგავს, ვფიქრობ, თორემ ლაპარაკს ვინმე დამასწრებდა?! უცებ დამტვრეული რუსულით მომმართა, - ამ თოფით თუ გინადირიაო, - არა, ჩემი დიდი ბაბუა ნადირობდა-მეთქი. ხელიდან გამომართვა, კარგა ხანს სინჯა, ათვალიერა, მერე ფოტოაპარატი მომაჩეჩა ხელში და მთხოვა გადამიღეო, თვითონ თოფი მონადირესავით მოიმარჯვა ხელში, თითქოს რაღაცას უმიზნებდა. ბევრი ვიწვალე, ტექნიკისა არაფერი გამეგება, როგორც იქნა გადავუღე, თანაც გული სიხარულით მევსება, - ატა-ტა-ტა, ბაბუაჩემის თოფს ინგლისში გავუთქვი-მეთქი სახელი, ტურისტი ინგლისელი გამოდგა, მოსკოვში ინგლისის საელჩოში უმუშავია, რუსულიც იქ ესწავლა. ახლა ის მკითხა, ნადირობა თუ გიყვარსო. რის გურული ვიქნებოდი, კვეხნა რომ არ დამეწყო. ჩემს სოფელში, გურიაში, დათვზე მინადირია-მეთქი, არადა მწყერზე და კურდღელზე სანადიროდ თუ წავუყვანივარ იქაურ ბიჭებს ქალაქიდან ჩასული სტუმარი, არც დილით ადრე ადგომა და ნადირის ჩასაფრება მხიბლავდა დიდად, ყველაფერს მერჩივნა ძილი. ჩემმა პასუხმა გაახარა, გახსნა დიდი ჩანთა და იქიდან ამოღებული დათვის ტყავი კინაღამ სახეზე ამაფარა, სვანეთში მაჩუქესო. მერე ჯიხვის რქები ამოაძრო ჩანთიდან, სანადიროდ წამიყვანეს იქაურებმა, ჯიხვი მოვინადირეთ, რქებიც მე გამომატანესო, იმ დროს ნადირობის წესები არ იყო ასე გამკაცრებული.ვუყურებ და ვფიქრობ, ახლა ამ უცხოელს უნდა გავატანოთ მთელი საჯიხვეთი-მეთქი?! რომ უცებ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან ლომის თათი ამოიღო და ახლა ის დამიგდო წინ, მოკლედ ბეჭებზე დამცა კაცი, უეცრად მოვეგე გონს, ახლა არ თქვას, ლომზეც აქ ვინადირეო და მის გასანიორწყალებლად მოვემზადე, - ეს აფრიკაში მოვინადირე ოციოდე წლის წინო.- რაღას ვიტყოდი, რომელი ვეფხისტყაოსანი რაინდი მე ვიყავი, ლომ-ვეფხვის დახოცვაზე მელაპარაკა. ჩემი ოჯახის კატა გამახსენდა, ფეფო ჰქვია. შევაპარე, ეგ ლომები ხასიათით ძალიან ჰგვანან სახლის კატებს-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ეს ლომებთან მებრძოლი კაცი კატების გახსენებაზე დადნა, თურმე მასაც ჰყოლია კატა სახლში. ჰოდა განვაგრძეთ საუბარი ამ ჩვენს პატარა მეგობრებზე მე, დათვებზე მონადირემ და იმან, ლომებთან მებრძოლმა. კმაყოფილი დავშორდით ერთმანეთს. მეგობარს მივუტანე თოფი, მერე სახლში დაბრუნებულმა ფეფოს ლამის ხელი ჩამოვართვი და გადავკოცნე, როგორც ჩემს მშველელს და გადამრჩენელს.
დიეტა (სახუმარო)
მომენატრა შოკოლადი, ტორტი, ბლითი, ნამცხვარი,
ამიკრძალეს ყველაფერი, - უნდა იყო გამხდარი,
- მითხრეს ჩვენმა ექიმებმა, დამიწესეს დიეტა,
როგორც მელა უცქერს ყურძენს, ისე ვუმზერ "ტვიქსებსაც",
არ ჭამოო ხურმის ჩირი, აღარც ყურძნის ჩამიჩი,
ღორისა და ბატკნის ხორცზე არც დაიწყო ჩალიჩი,
მსუქან ბატსაც ხელი უშვი, იხვსაც ბევრი ცხიმი აქვს,
ჭამე მხოლოდ ბოსტნეული და სულ ცოტა ხილია,
აბების და კაფსულების რიცხვი ვერ დამითვლია,
სუფრას მეფურს ისე ვუმზერ, როგორც დათვი პირღია .

Thursday, November 24, 2016
ანდროს ისტორიებიდან (საქორწილო მოგზაურობაში)
ჩემმა ქორწინებამ ჩერქეზ ქალზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აქაქანდნენ ჩემი გურული ნათესავები, სხვა ეროვნების და ტომის ქალი შემოჰყავს ოჯახშიო, მაგრამ როცა გაიგეს ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ და მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი, ამასობაში ნატაც ნახეს, დაწყნარდნენ, ამნაირი სილამაზის ქალი არ მოგვსწრებია და ჩვენს ჯიშს კიდევ უფრო გაალამაზებსო. თანაც ჩერქეზი ქალები მსოფლიოში ცნობილები არიან სილამაზითო, თანაც უყვარს და რა ქნასო და სხვა ბევრი არგუმენტებიც მოიყვანეს ჩემს გასამართლებლად, აბა, რის გურულები იქნებოდნენ, და დიდი ქორწილიც გადაგვიხადეს. თავიდან დედას გაუჭირდა ნატას გვარის დამახსოვრება, ძნელი წარმოსათქმელი იყო "შავგანცუკი" და როცა სამსახურში ჰკითხეს, რა გვარის ქალი მოიყვანა ცოლად შენს ბიჭმაო, გვარი ვერ გაუხსენებია და უთქვამს: ჩერქეზია,- აუფ, ნამდვილი გურული გვარიაო, - შეუცხადებიათ თანამშრომლებს, დედას გასცინებია, სხვა აღარაფერი დაუმატებია, გვარს დავიმახსოვრებ და მერე ვეტყვიო. მოკლედ, ქორწილის შემდეგ საქორწილო მოგზაურობაში გაგვიშვეს სოჩაში. დედაჩემი ამ დროს კომკავშირის ცეკაში მუშაობდა, რაღაცა კავშირებიც ჰქონდა, ძალიან გვინდოდა "ჟემჩუჟინაში" მოხვედრა, არ გამოგვივიდა, დედამ "კავკაზი" გაგვიკეთა. ჩავედით, მოვეწყვეთ და თავი" ჩემი ჭკუით" სიამტკბილობას მივეცი. მეორე დღეს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, ისინიც ახალდაქორწინებულები იყვნენ, სხვა სასტუმროში მოთავსდნენ. მიუხედავად ამისა, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს რომელიმე რესტორანში და ვქეიფობდით, ის თავისი მეუღლით, მე - ჩემით. თავაწყვეტილი ვლოთობდით, აბა, რის ქართველები ვიქნებოდით, ასე რომ არ გაგვეკეთებინა! ასე ვიწონებდით თავს ცოლებთან თუ ერთმანეთთან, ახლაც ვერ მივმხვდარვარ. ჩვენი საყვარელი მეუღლეები კი, ერთმანეთთან ჭორაობით ერთობოდნენ, აბა, სხვა რაღა დარჩენოდათ, ჩვენ შემხედვარეებს. ერთ დღესაც მაგრად გამოვთვერით, 12 ბოთლი შამპანიური დავლიეთ ორმა კაცმა, ფეხზე ძლივსღა ვიდექით, რესტორიდან რომ გამოვედით, ჯერ მეგობარი და მისი მეუღლე გავაცილეთ სასტუმრომდე, მერე ჩვენი ჯერიც დადგა, გადავწყვიტეთ ტაქსით წავსულიყავით, ტაქსებზე კი, მოგეხსენებათ, რუსეთში რიგები იყო, ჰაერზე ღვინო კიდევ უფრო მომეკიდა. დავინახე ყმაწვილების ჯგუფი, მომაღლო რუსის ბიჭები იყვნენ, დღესაც არ ვიცი, ტაქსის რიგში იდგნენ თუ არა, მივაჭერი, ერთ-ერთს, ყველაზე მაღალს, მხარზე დავკარი ხელი და ვკითხე, - ბოლო ვინ არის-მეთქი.- ნატას ვაწონებდი თავს! როგორც მერე მომიყვა, ცოტა უხეშად გამომსვლია. ბიჭები გაბრაზდნენ, - რანაირად გველაპარაკები, ძმაო, შენო. - მეც მეტი არაფერი მინდოდა, გავქანდი და ერთს თავი სახეში ვწყვიტე, ატყდა და რა ატყდა, ვიქნევ ხელებს, მაგრამ ისინი ოთხნი არიან და მე ერთი, შიგადაშიგ ჩემი ცოლის კივილი ჩამესმის ყურებში, - ანდრო, დაწყნარდიო, - მაგრამ ახლოს ვერ გვეკარებოდა, იმ საშინელებიდან რომ დავეხსენი, მშველელს ეძებდა. ამ აურზაურში კარგად მომხვდა, ალბათ ცოცხალი ვერ გადავჩებოდი, რომ უცებ ჩვენს წინ მანქანა არ გაჩერებულიყო, გადმოხტნენ ბიჭები და მე და ჩემი ცოლი მანქანაში ჩაგვსვეს,- ახლა მილიცია მოვა და თუ არ წამოხვალთ, წაგიყვანენო, - ამ ჩხუბს გამოგვაცილეს, როგორც გავიგე, აფხაზები იყვნენ, ბევრი მადლობები ვუხადეთ, ღმერთმა გაახაროს ის ხალხი, დღესაც ვლოცავ მათ, რომ არა ისინი, ვინ იცის როგორ დასრულდებოდა ჩვენი საქორწილო მოგზაურობა!
Monday, November 21, 2016
ვარდკაჭკაჭას ფესვები (საბავშვო)
იას ნინომ მოუტანა ვარკაჭკაჭას ფესვები,
- ჩემი ბებო ნაყენსა სვამს, ამბობს არ დავბერდები,
შენს ბებოსაც მოვუტანე, ძალზე კარგი ქალია,
მინდა დიდხანს რომ იცოცხლოს, ტორტებს აცხობს გვარიანს!
- ჩემი ბებო ნაყენსა სვამს, ამბობს არ დავბერდები,
შენს ბებოსაც მოვუტანე, ძალზე კარგი ქალია,
მინდა დიდხანს რომ იცოცხლოს, ტორტებს აცხობს გვარიანს!
ემეტებათ მხოლოდ ფურთხი
ზოგისათვის მაისია,
ზოგისათვის დეკემბერი,
ზოგი სუფრასთან ხალისობს,
დაგეცალოს ასე მტერი,
ზოგსაც ვეღარ ჩაუთბია
თავის ქოხი, თავის სახლი,
ნაკვერჩხალზე ხელს გაითბობს,
გამოაცლის ოდას ნაწილს,
ყველა თავისთვის ხალისობს,
გააჩაღეს ფართი-ფურთი,
ღარიბი და ღატაკისთვის
ემეტებათ მხოლოდ ფურთხი.
ინტერნეტის სივრცეები
დაუპყრიათ მკერდით, ბეჭით,
დაიბერეს ტუჩები და
გადაიკრეს შუბლზე მეში.
მათთვის სულ სხვა ცხოვრებაა,
სახლს ირჩევენ ხედით, ფორმით,
შორს წასვლა მათ არ ჭირდებათ,
ტბაც გვერდზე აქვთ, ზღვაც და კორტიც.
ჩვენ ქალაქის ერთი კუთხე
თუ გვინდა რომ მოვიაროთ,
საცობებში უნდა ვიდგეთ,
იქ ვიძინებთ, მგონიაო.
გაჭირვებულს რა ახარებს?!
დაბნევიათ გზა და კვალი,
კაცს რომ ვხედავ სანაგვესთან,
არ მიცხრება გულში ალი.
უბნებია, არ აქვთ წყალი,
გზაც ძლივს მოჩანს, ტალახია,
ნეტავ, მათი გამკითხავი,
ქვეყანაზე მანახია.
ზოგისათვის დეკემბერი,
ზოგი სუფრასთან ხალისობს,
დაგეცალოს ასე მტერი,
ზოგსაც ვეღარ ჩაუთბია
თავის ქოხი, თავის სახლი,
ნაკვერჩხალზე ხელს გაითბობს,
გამოაცლის ოდას ნაწილს,
ყველა თავისთვის ხალისობს,
გააჩაღეს ფართი-ფურთი,
ღარიბი და ღატაკისთვის
ემეტებათ მხოლოდ ფურთხი.
ინტერნეტის სივრცეები
დაუპყრიათ მკერდით, ბეჭით,
დაიბერეს ტუჩები და
გადაიკრეს შუბლზე მეში.
მათთვის სულ სხვა ცხოვრებაა,
სახლს ირჩევენ ხედით, ფორმით,
შორს წასვლა მათ არ ჭირდებათ,
ტბაც გვერდზე აქვთ, ზღვაც და კორტიც.
ჩვენ ქალაქის ერთი კუთხე
თუ გვინდა რომ მოვიაროთ,
საცობებში უნდა ვიდგეთ,
იქ ვიძინებთ, მგონიაო.
გაჭირვებულს რა ახარებს?!
დაბნევიათ გზა და კვალი,
კაცს რომ ვხედავ სანაგვესთან,
არ მიცხრება გულში ალი.
უბნებია, არ აქვთ წყალი,
გზაც ძლივს მოჩანს, ტალახია,
ნეტავ, მათი გამკითხავი,
ქვეყანაზე მანახია.
ჩემი სახლი
ადგილ-ადგილ ჩარღვეულა ჩემი ეზოს ღობეები,
სახლი მწუხრით მეგებება, ძველებური მოფერებით...
კიბე, გვერდზე მოქცეული, ირონიულ ნიღაბს ირგებს,
- შენთვის მოსვლა გართობაა, ჩემი ყოფნა რით სჯობს ციხეს?!
მარტოობის საბურველში გახვეულა ძველი ოდა, -
- ას წელზეა მეტი ვდგავარ, რა ვუთხარი ასეთ ყოფას, -
აღარც ბავშვთა კისკისია, აღარც ქვევრში დგება ღვინო!
- გასხვლა უნდა ვაზის ძირებს, - მეჯღანება ძველი პინო,
კაკლებიც კი, გულით სავსე, ატარებენ სევდას ორმაგს,
ნალიამაც, იქვე მდგარმა, ვერ გაუძლო დარდს და ოხრავს...
სამზადიდან გამოქცეულს, სხვა სახლების სულთქმაც მომაქვს,
ყურში თითი გაურჭვია საქართველოს მტერს თუ ქომაგს..
ღამევ!
ჩვენ უსაშველო დარდებმა და ფიქრმა შეგვყარა...
ღამევ, მე და შენ ერთად შევსვამთ შხამის ფიალას,
მე შემოვიცმევ მეწამული დროშის ტიარას,
შენ დაგიყენებ ამა ქვეყნის გლოვის ზიარად.
ღამევ, მე და შენ ერთად შევსვამთ შხამის ფიალას,
მე შემოვიცმევ მეწამული დროშის ტიარას,
შენ დაგიყენებ ამა ქვეყნის გლოვის ზიარად.
Sunday, November 20, 2016
მერე ფიფქად დაგიბრუნდებით
თმებზე შემაბით თეთრი ბაფთები,
მზად ვარ გავფრინდე მაღლა ზეცაში,
იქ საჰაერო ლურჯ ბუშტებით გავინაპირებ
და მარტოობის დიდ სივრცეში გავილურსები,
მომეცით თქვენი თბილი გული, თან გამატანეთ,
ვნახავ, ამოვა ჩემს სხეულზე ნაზი იები,
დამიყვავებენ ანგელოზნი, ცრემლს ჩამომწმენდენ,
მოვილხენ მათთან, მერე ფიფქად დაგიბრუნდებით.

Saturday, November 19, 2016
ბეღურები (ზღაპარი)
ყველამ ვიცით, ბეღურები რა საყვარელი ჩიტებია. მათი ჟივილ-ხივილი მუდმივად ამხიარულებს გარემოს, მაგრამ მათ შორის მოჩხუბარებიც გამოერევიან ხოლმე. ისინი კი მართლაც საცოდავი შესახედავები არიან, ყველაფერზე კინკლაობენ, ხან საჭმელს ვერ იყოფენ, ხან თბილ ადგილს. იყო ორი ბეღურა, რომლებიც დიდად მეგობრობდნენ. მუდამ ერთად იყვნენ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოედგინათ. გაიზარდნენ და შექმნეს ოჯახები, ერთი ეწვეოდა ხოლმე მეგობარს სახლში თავისი ოჯახით, პატარები თამაშობდნენ, მაგრამ სტუმრად მოსულ დედა ჩიტს არასოდეს მოსწონდა, როგორ ექცეოდნენ მის შვილებს. ბრაზდებოდა, საყვედურს ეუბნებოდა მასპინძლებს, მასპინძლებიც, აბა, სტუმარს როგორ ვაწყენინოთო და ჩაუჩაჩქუნებდნენ ნისკარტებს თავიანთ პატარებს, ბეწვებს და ღინღლებსაც დააპუტავდნენ, თვითონაც შეიშმუშნებოდნენ და ბოდიშებს უხდიდნენ ბრაზიან სტუმარს, ოღონდ მისთვის ესიამოვნებინათ. სახლში დაბრუნებული დედა ჩიტი მამა ჩიტს გულს უწვრილებდა, ხან რას უწუნებდა ქმრის მეგობარს და მისი ოჯახის წევრებს და ხან რას, ახლა უწინდელი მასპინძელი ეწვეოდა სტუმრად მეგობარს თავისი ოჯახით, მასპინძელი - დედა ჩიტი აუცილებლად მონახავდა მიზეზს, რაზე გაბრაზებულიყო, სტუმარი იყო თუ მასპინძელი, მაინც ის იყო ნაწყენი. განრისხებული მამა ჩიტი, ცოლის სიტყვებით შეგულიანებული, მირბოდა მეგობრის ოჯახში და მასპინძელს სულ ქოჩრით ითრევდა, ცოლ-შვილსაც უგინებდა და წამოვიდოდა. გაიბუტებოდნენ ოჯახები ერთმანეთთან, მაგრამ დაფიქრდებოდა მამა ჩიტი, ქალის ენას როგორ ავყევიო და შესარიგებლად ეწვეოდა მეგობარს. გავიდოდა ხანი და იგივე მეორდებოდა. ახლა მათი პატარები დაიზარდნენ და თვითონაც შექმნეს ოჯახები, მაგრამ დედა ჩიტი ვერა და ვერ ისვენებდა, არაფერი მოსწონდა, ახლა შვილებს დაუტატანებდა, ამას როგორ გიბედავენ ეს ტუტუცები, ასეთ მოქცევას და ლაპარაკსო და იყო დაუსრულებელი კინკლაობა და ქოჩრით თრევა. მაგრამ ვერაფერი აჩერებდა ალესილ ენას. ამ ბრძოლებში დაბერდა დედა ბეღურა, ბოროტებისა და სიავისგან ბეწვები დასცვივდა, ფრთებჩამოშვებული დადიოდა, მისი ქმარი ბეღურაც ძლივსღა დაათრევდა ფეხებს, მაგრამ რაც ყველაზე ცუდი იყო, მათი შვილებიც ბოღმით დაავადნენ ამდენი დავიდარაბისა და გესლისგან. სხვა ჩიტები მხიარულობდნენ, ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ, მხოლოდ ისინი იყვნენ დასევდიანებულნი და თვალებში ცრემლჩამდგარნი. ასე იცის ბოროტებამ და თუ სადმე მოჩხუბარ ბეღურებს ნახავთ, აუცილებლად ან ისინი იქნებიან ან მათი შთამომავალნი. შური და სიავე ბეღურებს კი არა, ადამიანებსაც აავადებთ. იყავით კეთილები და ცუდს ნუ გაივლებთ გულში, რომ ამ ბეღურებივით არ დაგემართოთ.
Friday, November 18, 2016
ანდერძი
რად მინდა კუბო... როცა მოვკვდები,
სხეული მინდა შეჭამოს მიწამ,
ზევით დავიფრქვე წითელ ვარდებად, -
ჩემს გამოზრდილებს ვეწვიო ფიქრად.
მინდა, მზესავით კასკასა სიცილს,
შვილიშვილების პირზე ვხედავდე, -
გოგო პეპელას ბადით იჭერდეს,
ვაჟი კი მინდვრად ცხენსა ხედნავდეს.
ქუხილი იდგეს არემარეში, -
"დაიბადაო წუხელის ბიჭი"...
კიდევ მრავალი გაჩნდეს გენია, -
მირონცხებული სწავლით და ნიჭით.
რად მინდა კუბო, ისე დამმარხეთ,
ხელებგაშლილი ჩავეკრა მიწას...
მიწას, რომელიც ბევრს არ ეღირსა
და აუხდენელ ოცნებად იქცა.
სული კი წავა ცისკენ შიშველი,
თან გაატანენ საკმევლით მიხაკს...
ქვეყნად დავრჩები მხოლოდ მანამდე,
სანამ გადვიხდი ცხოვრების ქირას..
სანამ გადვიხდი ცხოვრების ქირას..
საქმე, განა დათვური?! (საბავშვო)
ახლა საქმე დათვებთან მაქვს,
მათ ვუთხარი გასაჭირი,
გამაბრაზეს თოჯინებმა,
გაჯიუტდა ჩემი ვირიც,
ერთმა თაფლი მომაწოდა
კოვზით, დიდად გაამებსო,
მეორემ კი ფანდურს დაჰკრა,
საცეკვაოდ გიწვევ დღესო,
მოვილხინე, ჩავიბუქნე,
გავუსვი და გამოვუსვი,
გავიცინე, გავიხარე,
თაფლსაც ენა ამოვუსვი,
იმ ბუტია თოჯინებმა,
ბრაზით აღარც შემომხედეს,
დათვებში რად გაგვცვალეო,
ახლა მარტომ ვირი ხედნე.
მხოლოდ ერთი მიყურებდა
სიხარულით, თვალში შუქით,
მეგობრადაც ის ვირჩიე,
ჩავიხუტე ჩემი ნუკი.
შევრიგდით და სიყვარულით
დავუარეთ დავლური,
დათუჩებმა გამიწიეს
საქმე, განა დათვური?!
მათ ვუთხარი გასაჭირი,
გამაბრაზეს თოჯინებმა,
გაჯიუტდა ჩემი ვირიც,
ერთმა თაფლი მომაწოდა
კოვზით, დიდად გაამებსო,
მეორემ კი ფანდურს დაჰკრა,
საცეკვაოდ გიწვევ დღესო,
მოვილხინე, ჩავიბუქნე,
გავუსვი და გამოვუსვი,
გავიცინე, გავიხარე,
თაფლსაც ენა ამოვუსვი,
იმ ბუტია თოჯინებმა,
ბრაზით აღარც შემომხედეს,
დათვებში რად გაგვცვალეო,
ახლა მარტომ ვირი ხედნე.
მხოლოდ ერთი მიყურებდა
სიხარულით, თვალში შუქით,
მეგობრადაც ის ვირჩიე,
ჩავიხუტე ჩემი ნუკი.
შევრიგდით და სიყვარულით
დავუარეთ დავლური,
დათუჩებმა გამიწიეს
საქმე, განა დათვური?!
Thursday, November 17, 2016
ბოდიში!
რა უცნაურად გამკენწლა ქარმა,
შემომაყარა თოვლის ნამქერი,
თითი დაადო და ტაბუ ახსნა, =
მოგონებების მკლავს მინამღერი.
-აუ, რამხელა თოვლი მოსულა,
- ბაბუ გვეტყოდა ძილში პატარებს,
ამოგვაცმევდა წინდებს ბებია,
დაგვიკოცნიდა ქერა დალალებს...
დარდობდა ალბათ, არ დავეცადეთ
პირველ თოვლს წყენით, ხველა-ყივილით...
რომ გავზრდილიყავთ რწმენით და კდემით,
უფალზე ფიქრით, პირზე ღიმილით...
შემომაყარა ნამქერი ქარმა
და უდროობის ფართო ნიშაში,
თავს გავიმართლებ წინაპარ ხალხთან, -
"დამნაშავე ვარ მე თქვენს წინაშე!! ,
შემომაყარა თოვლის ნამქერი,
თითი დაადო და ტაბუ ახსნა, =
მოგონებების მკლავს მინამღერი.
-აუ, რამხელა თოვლი მოსულა,
- ბაბუ გვეტყოდა ძილში პატარებს,
ამოგვაცმევდა წინდებს ბებია,
დაგვიკოცნიდა ქერა დალალებს...
დარდობდა ალბათ, არ დავეცადეთ
პირველ თოვლს წყენით, ხველა-ყივილით...
რომ გავზრდილიყავთ რწმენით და კდემით,
უფალზე ფიქრით, პირზე ღიმილით...
შემომაყარა ნამქერი ქარმა
და უდროობის ფართო ნიშაში,
თავს გავიმართლებ წინაპარ ხალხთან, -
"დამნაშავე ვარ მე თქვენს წინაშე!! ,
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ჩერქეზი ცოლი)
ია და ნატა განუყრელი დაქალები იყვნენ და არიან, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთ კლასში. ყველანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ვიყავით,თუმცა სხვადასხვა ფაკულტეტებზე ვმოღვაწეობდით. მაშინ ჩვენს ინსტიტუტში სტუდენტი გოგონების რაოდენობა დიდი არ იყო, ამიტომ ვცდილობდით ყველასთან გვემეგობრა, აბა, ქალების გარეშე რა აზრი ჰქონდა და აქვს ჩვენს ცხოვრებას?!.ჯერ იას დავუამხანაგდი, მერე ნატა გავიცანი. ჯერ კიდევ ახალგაცნობილი სახლში დავპატიჟე დაბადების დღეზე, მეგობარ გოგონასთან ერთად მოვიდა ვარდებით ხელში, მაშინ კაცისთვის ვარდების მირთმევა დიდად მოდაში არ იყო, ჩემში კი სწორედ ამ ფაქტმა აღძრა გრძნობა მის მიმართ. ლამაზი იყო ისიც და ვარდებიც. ჩემი სიყვარულიც იმ ვარდივით გაიფურჩქნა. თვითონ ნატა ქერა, ცისფერთვალება ანგელოზი იყო, ულამაზესი თმებითა და ტანით, ის ახლაც მშვენიერია, ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეუღლე. ია ეტყობა მიხვდა, მისი დაქალი რომ მომწონდა და ჩემი შემოწმება გადაწყვიტა. მალე ამის მიზეზიც მიეცა. მაშინ, ალბათ გახსოვთ, სტუდენტი გოგონები სპირიტუალური სეანსებით, სულების გამოძახებით, იყვნენ დაკავებული, ხანდახან ბიჭებიც ჩაებმებოდნენ საქმეში. სწორედ ერთ-ერთი ამ სეანსის დროს, როცა ნატას სულისთვის უკითხავს, ჩემი მეუღლე ვინ იქნებაო, დაუტრიალებია თეფში იას და დაუწერია ჩემი სახელი და გვარი. ნატა გაოგნებულა, ხმა ვერ ამოუღია. იამ, მერე მეც თითქოს სხვათაშორის მითხრა, თეფშმა ასე დაგვიწერაო, სიცილით მოვკვდი, ხმამაღლა ვიცინე და ვიცინე, მაგრამ ჩემს გულში ქარიშხალი დატრიალდა. ჩემს სიცილზე ია გაბრაზდა, შევატყვე, თურმე ჩემი რეაქციით უნდოდა შეეტო, ნატა მომწონდა თუ არა. მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ტყუილად ვიწვალეო, მაგრამ მალე ჩვენი სიყვარულის ისტორია დატრიალდა და ისიც საოცრად კმაყოფილი დარჩა, რომ საქმე გაჩარხა. იცით ალბათ შეყვარებული კაცი როგორია, მეც შევიცვალე და ყველანაირად ვცდილობდი ნატასთვის თავი მომეწონებინა, ისიც წამოეგო ანკესზე და მალე დავქორწინდით. მოვიმწყვდიე ხელებში ჩემი ძვირფაასი მარგალიტი და მალე ჩემი გურული ხასიათიც გამოვამჟღავნე. ისიც ჩერქეზი იყო და აბა რას შემეპუებოდა. ატყდებოდა ხოლმე დავიდარაბა. ვიტყოდი, ჩერქეზი ცოლი რამ მომაყვანინა-მეთქი, დედა და მამიდა მყისვე დამამშვიდებდნენ, შენ კი არა, დავით აღმაშენებელს ჰყავდაო ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასულიო ცოლად, ეს რა კავშირში იყო ჩემს ოჯახურ მდგომარეობასთან, არ ვიცი, მაგრამ თავს კი ვიმშვიდებდი ხოლმე ამით. ნატაც ჩუმად იას შესჩივლებდა ხოლმე თავის გაჭირვებას. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს ნატას აღშფოთებულმა ვუთხარი, იასთვის სიკვდილიც ცოტაა, შენი თავი რომ გამაცნო-მეთქი, ამ დროს ტელეფონზე დაურეკავს იას, შეუტყობინებია, სტუმრად მოვდივარო, ფერწასული ნატა ჩემთან შემოვიდა და მთხოვა, ია მალე მოვა და არაფერი უთხრა, ისედაც ნერვიულობს და განიცდის ჩვენ რომ ერთმანეთი გაგვაცნოო, ბევრი ვიცინე, საწყალი მაჭანკალი ყველაზე მეტად იყო შარში გახვეული, ორ ცეცხლშუა იწვოდა. რა თქმა უნდა, არანაირი საყვედური არ მითქვამს მისთვის, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ასეთი დიდი ბედიერება მაჩუქა ნატას სახით.
Wednesday, November 16, 2016
...და როცა ისევ გამახსენდები
...და როცა ისევ გამახსენდები,
თვალს დამისველებს ცრემლი ძლიერი,
ის რიჟრაჟები ათასფერები
გაქრა, განქარდა ყველა იმედი,
ცალ-ცალკე დაგვტყდა ნორჩი კისერი.
მრავლად გვარგუნა აღმართ-დაღმართი
ბედმა, განგებამ ბევრჯერ გვატირა,
თუმცა შემოგრჩა ძველი იერი,
ტუჩის კუთხეში სულს ლევს სატირა.
გამიფერმკრთალდა საცხი ალუბლის,
უხმოდ ცახცახებს ჩემი ტუჩები,
კვლავ მიეფარე ჭადრებს ამ დილას
და კვლავ მომძახე, - დაგიბრუნდები!
თვალს დამისველებს ცრემლი ძლიერი,
ის რიჟრაჟები ათასფერები
გაქრა, განქარდა ყველა იმედი,
ცალ-ცალკე დაგვტყდა ნორჩი კისერი.
მრავლად გვარგუნა აღმართ-დაღმართი
ბედმა, განგებამ ბევრჯერ გვატირა,
თუმცა შემოგრჩა ძველი იერი,
ტუჩის კუთხეში სულს ლევს სატირა.
გამიფერმკრთალდა საცხი ალუბლის,
უხმოდ ცახცახებს ჩემი ტუჩები,
კვლავ მიეფარე ჭადრებს ამ დილას
და კვლავ მომძახე, - დაგიბრუნდები!
მინდა მათხოვო თვალები (სიმღერა)
მინდა მათხოვო თვალები,
შენებრ ქორივით ვხედავდე,
ჯიხვი მოგწონს თუ ირემი,
მთებში იმასა ვხედნავდე,
ყვავილებს, მინდვრად ამოსულს,
თითებზე დაგაკონებდი,
შიგ ჩავმალავდი სახესა,
შენზე სურვილით, ოცნებით,
მდელოზე გადაგიშლიდი
სუფრას, ნახატსა ყალმებით,
შიგ მზესაც ჩავასვენებდი
ციმციმითა და ნათებით.
მწყურვალსაც დაგაურვებდი,
დაგაპურებდი მშიერსა,
ოღონდ ღიმილი მაჩუქე,
გაფიცებ სახეს პირმზესა.
შენებრ ქორივით ვხედავდე,
ჯიხვი მოგწონს თუ ირემი,
მთებში იმასა ვხედნავდე,
ყვავილებს, მინდვრად ამოსულს,
თითებზე დაგაკონებდი,
შიგ ჩავმალავდი სახესა,
შენზე სურვილით, ოცნებით,
მდელოზე გადაგიშლიდი
სუფრას, ნახატსა ყალმებით,
შიგ მზესაც ჩავასვენებდი
ციმციმითა და ნათებით.
მწყურვალსაც დაგაურვებდი,
დაგაპურებდი მშიერსა,
ოღონდ ღიმილი მაჩუქე,
გაფიცებ სახეს პირმზესა.
შემომეგებე ღიმილით
შემომეგებე ღიმილით, "ჩემო იავ და ღიღილო",
გულში ჩაგიკრა, გაკოცო, დილა მზიანი ვიხილო...
ცვარით, მიწაზე ნამულით, მამალს შესვრია ბიბილო,
ხნულში ჩამჯდარა ჯეჯილი, ზურმუხტისფერად ბიბინობს,
ამ გასახარელ მხარეში მთებზე ჯიხვები ბილიკობს.
გულში ჩაგიკრა, გაკოცო, დილა მზიანი ვიხილო...
ცვარით, მიწაზე ნამულით, მამალს შესვრია ბიბილო,
ხნულში ჩამჯდარა ჯეჯილი, ზურმუხტისფერად ბიბინობს,
ამ გასახარელ მხარეში მთებზე ჯიხვები ბილიკობს.
ბიჭმა, ძალზე პატარამ, ინატრაო ძაღლობა
ბიჭმა, ძალზე პატარამ,
ინატრაო ძაღლობა,
პურს ხომ გადაუგდებენ,
არ მოუწევს ჯავრობა
დედას, მასზე ფიქრებით,
რა აჭამოს აღდგომას,
ხორციც ბლომად ექნება,
ქათამი და მწვადებიც,
სულის ზიარებაზე
არმiმცემი წარწყდების.
მდიდრებს (სულით ღარიბებს)
მაძევს ვალი ამა ქვეყნის,
ძმობის, დობის, დედობის,
შენ კი ფულით გავსებული,
დილიდანვე ერთობი.
კერის პირას,ჩახანაში,
ჩავდებ, რაც გამაჩნია,
სამოსს იცვლი ნაირნაირს,
რესტორანში "ფართია".
ჩემი შვილი რომ ვატარო
ფეხბურთსა და ჭადრაკზე,
ღამე უნდა ვიმუშაო,
შენ - ქეიფში ატარებ.
არ იციან, სად წაიღონ
ფული შენმა შვილებმა,
დაისვენონ რომელ მხარეს,
არის მათთვის დილემა.
ჰაერი რომ შევუცვალო
შვილებს, ვეღარ ვახერხებ,
თბილისის ზღვას მივაშურებთ,
წუწნის იაფ კანფეტებს.
შემოგვხედეთ, ჩვენც ხალხი ვართ,
ჩვენაც გვიცემს გულები,
ნეტავ, ღმერთსაც თუ ვახსოვართ,
თქვენთვის დაკარგულები.
Tuesday, November 15, 2016
ფანქრის მთლელი (ზღაპარი)
ფანქრის მთლელი
ძველ დროში ფანქარი მარტო იმას ჰქონდა, ვისაც ხატვა უყვარდა, მაგრამ ფანქრის გათლა თვითონ არ იცოდნენ და ამისთვის ფანქრის მთლელთან მიდიოდნენ, აი, როგორც ქვისმთლელთან ან მეწუღესთან. ამიტომაც იმ ქალაქში ფანქრის მთლელი დიდად ცნობილი კაცი იყო. ყველა ბავშვს უყვარდა ხატვა და მშობლები მას ხშირ-ხშირად აკითხავდნენ. პატარა გოგონას მოუნდებოდა მამლის ან წიწილის დახატვა და დედა მაშინვე გარბოდა ფანქრების მაღაზიაში ფანქრის საყიდლად, მერე კი ფანქრების მთლელს მიაკითხავდა ან პატარა ბიჭუნა ატირდებოდა, ფანქარი ვეღარ ხატავსო და ახლა პატარა ბიჭუნას მამა გარბოდა ფანქრის მთლელთან, ფანქარს წვერი წაუთალეო. ფანქრებიც ისეთი პატარა კი არ იყო, როგორც დღეს, უფრო დიდი, ხშირად რომ არ ევლოთ მშობლებს ფანქრის მთლელთან, იმიტომ რომ მათ სხვა საქმეებიც ჰქონდათ. ერთ პატარა ბიჭუნას, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა, არც დედა ჰყავდა და არც მამა, ამიტომ ფანქრების მთლელთან მარტო დადიოდა, ხატვა ძალიან უყვარდა და რა ექნა. ბებია მოხუცი იყო, სიარული უჭირდა და იმას ხომ არ შეაწუხებდა?! დაჯდებოდა ბიჭუნა ფანქრის მთლელის ოთახში და ელოდებოდა თავის რიგს. ბზრიალებდნენ და ტრიალებდნენ ფანქრები ოსტატის ხელში, მაგრამ, თქვენ წაროიდგინეთ, მაშინ ყველა ფანქარი შავი იყო, გარედან ზოგი ყვითელი იყო, ზოგი წითელი, ზოგიც მწვანე, ზოგს ყვავილებიც კი ეხატა, მაგრამ გული ყველას ნახშირისა ედო ან უფრო სწორად გრაფიტის. ზოგჯერ საათობით იჯდა ბიჭუნა ფანქრების მთლელთან და აკვირდებოდა მის საქმიანობას, ხანდახან კაცი დახმარებას სთხოვდა ხოლმე, თუ ძალიან დიდი დიდი ფანქარი უნდა წაეთალა, დაუჭერდა ბიჭი ფანქრის ბოლოს, მხარს შეუდგამდა. მაშინ ფანქრის მთლელი ეტყოდა, იცი, რამდენი მხატვრის ფანქარს გაუვლია ჩემს ხელში?! თავიდანვე ემჩნევა ბავშვს, კარგი მხატვარი დადგება თუ არაო. როგორაო, ჰკითხავდა კონტი, ასე ერქვა ბიჭს, როგორაო და გულმოდგინე ბავშვის ფანქრები კვირაში ორჯერ მაინც მოაქვთ წასათლელად, ზარმაცების კი - თვეში ერთხელო. გავიდა წლები და ოსტატი დაბერდა, შვილი არ ჰყავდა, რომ მისთვის ესწავლებინა თავისი ხელობის საიდუმლოებანი, ამიტომ კონტის გადაულოცა თავისი საქმე. ახალგაზრდა კონტი გულმოდგინედ შეუდგა თავისი სამუშაოს შესრულებას. მოდიოდნენ მშობლები, ზოგჯერ ბავშვებიც მოყვებოდნენ დედ-მამას, ძალიან უყვარდა ახალგაზრდა ოსტატს ბავშვები, უნდოდა რამეთი გაეხარებინა, გოგონების ფანქარს ბაფთას გაუკეთებდა, ბიჭების ფანქრებს პატარა გემის ღუზას ან ცხენს დაჰკიდებდა. აღდგომის დღესასწაული მოდიოდა. ქალაქის მთავარ მოედანზე ენდრო იხარშებოდა და წითლად იღებებოდა კვერცხები. მაშინ იფიქრა კონტიმ, ნუთუ არ შეიძლება ფანქრებიც სხვადასხვაფერი იყოს და სააღდგომოდ დავურიგო ბავშვებსო. მას ოსტატმა ფანქრების დამზადების საიდუმლოც გაანდო, ამიტომაც გრაფიტის ფხვნილს წითელი თიხა დაუმატა, აზილა, ბრწინვალებისთვის ქოქოსის ზეთიც შეურია, ბავშვებს გაუხარდებათო და ჰოი, საოცრებავ, ღუმელიდან გამოღებული ფანქრის გული წითლად ალაპლაპდა და ქაღალდზე წითელი ხაზები გაავლო. გული მიეცა კონტის, ახლა თეთრი, ყვითელი თიხა დაუმატა გრაფიტს და თეთრი და ყვითელი ფანქრები მიიღო, გულმიცემულმა ნატურალური საღებავები - პიგმენტები ჩაამატა ფანქრის ფხვნილში, ზედ პარაფინი - სანთელიც ჩაადნო, ღმერთმა დალოცოსო ჩემი საქმეო და მისი ოთახის ხის თაროები ფერად-ფერადი ფანქრებით აივსო. იმ აღდგომას ქალაქის ყველა ბავშვმა მიიღო საჩუქრად ფერადი ფანქარი, ფურცლები ფერად-ფერადი ნახატებით აჭრელდა. ზოგმა, ძირითადად გოგონებმა, ნაირ-ნაირი ყვავილები დახატეს, ბიჭებმა - გემები და ნავები, იმიტომ რომ მაშინ მანქანები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს ამბავი 300-400 წლის წინ მოხდა. მას მერე ყველა აღდგომას იმ ქალაქის ყველა ბავშვი საჩუქრად ღებულობს ფერად ფანქრებს, მათ კონტის საჩუქარი ეწოდება.
Monday, November 14, 2016
ანდროს ისტორიებიდან (დედა)
დედა ყველა ადამიანს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი. დედაჩემი, ქეთევან ტყეშელაშვილი, ფრიად აქტიური და მოუსვენარი პიროვნება გახლდათ. ამ გვარის ქალები, ამბობენ, ოჯახს ან ააშენებენ და ან დაანგრევენო, რაც მათ დიდ ტემპერამენტზე. სულიერ ძალასა და ენერგიაზე მეტყველებს. ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ჭელიძის ქალები, სწორედ ამ თემაზე ხშირად კამათობდნენ და არკვევდნენ, ოჯახის ამშენებელი იყო ის თუ დამანგრეველი, ჩემთვის კი დედა იყო, უსაყვარლესი დ ძვირფასი არსება. არ არსებობდა თემა, მას რომ არ შეძლებოდა საუბარი, ალბათ კვანტურ ფიზიკაზე რომ დაეწყოთ მასთან ლაპარაკი, მაშინაც კი დისკუსიაში ჩაებმებოდა. სოფლის მეურნეობის საკითხებიც ესმოდა, მშენებლობის, განათლების და ა. შ. უნდოდა კიდეც ყველაფერი სცოდნოდა, ბევრს კითხულობდა, შესანიშნავი მეხსიერების პატრონმა ყველას შესახებ ყველაფერი იცოდა, მეზობელს და ახლობელს გვერდით დაუდგებოდა ჭირშიც და ლხინშიც. ქუთაისში ნამუშევარს იმდროინდელ სახელისუფლებო ელიტაში ბევრი ნაცნობი ჰყავდა, თვით ედუარდ შევარდნაძესა და მის მეუღლესაც ახლოს იცნობდა, ჩემთან ერთად დაამთავრა სკოლა, მერე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, აბა სხვა რა გზა ჰქონდა, ჩემნაირი ბედოვლათი შვილის პატრონს. ღრმა მოხუცებულობამდე მუშაობდა, სახლში უსაქმურად ვერ დავჯდებიო. ზარმაცებსა, და უსაქმურებს ვერ იტანდა, ამიტომაც ხშირად ჰქონდა ჩემთან კონფლიტი, სწავლა მე არ მიყვარდა და მუშაობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ხშირად მოდიოდნენ ჩემი და ჩემი ძმის ამხანაგები, ერჩივნა ჩვენთან ვყოფილიყავით მისი კონტროლის ქვეშ, ვიდრე აღმა-დაღმა გვეყიალა და რაიმე უსიამოვნებაში გავხვეულიყავით, რაც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა. სახლი მუდამ სავსე იყო საჭმელ-სასმელით, ბიჭები მშივრები არ დარჩნენო. არავისთვის არაფერი ენანებოდა. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ მისაყვედურა, როცა დაცლილი დახვდა თაფლით სავსე ბიდონი, რა იყო, კოვზებით გიჭამიათ საჭმლის მაგივრად, ხომ შეიძლება ცუდად გამხდარიყავთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც იყო. სკოლიდან ახალსულებს ისე გვშიოდა, რომ ხუთმა ბიჭმა მართლაც კოვზებით ამოვჭამეთ თაფლი, კიდევ კარგი არ გვაწყინა. მკაცრი იყო, მაგრამ ცელქობას გარკვეული დოზით არ გვიშლიდა, ბიჭებმა ცოტა თუ არ იცელქეს ბავშვობაში, მერე ახუნტრუცდებიან და დიდ ასაკში ასეთი საქციელი სირცხვილიაო, ამიტომ მე და ჩემს ამხანაგებს სრული "კარდბლანში" გვქონდა, რაც გვინდოდა ის გვეკეთებინა სახლში, რა თქმა უნდა სახლი არ უნდა დაგვეწვა!. ხან ტახტს დავახვედრებდით დედას დაშლილს, ხან მაგიდას, მაგრამ არ გვიჯავრდებოდა, მხოლოდ მსუბუქად დაგვტუქსავდა. ერთხელ მახსოვს ფერწერული ტილო დავხიეთ. სახლში ფეხბურთს ვთამაშობდით. ახლა ვხვდები, რა ბარბაროსობა ჩავიდინეთ, რადგან ცნობილი რუსი მხატვრის, სტახოვსკის ნამუშევარი იყო. მამამ მეორე დღესვე წაიღო აღსადგენად, ჩვენ კი კარგად მოგვხვდა, ამას კი აღარ ველოდიო, - გვითხრა დედამ. ჩვენს ამხანაგებთან მეგობრულად იყო, ყველას უყვარდა, უხაროდათ ჩვენთან მოსვლა გოგოებსაც და ბიჭებსაც. ერთი გოგონა შემიყვარდა, ჩერქეზი იყო, მიკვირდა, ცოტანი არიან დარჩენილები და მე როგორ შემხვდა ეს ულამაზესი ქალი- მეთქი. ჯერ კიდევ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ჩემმა ერთმა მეგობარმა, იამ გამაცნო. სახლში მოვიწვიე. თავის მოწონება მინდოდა ჩემი ძალ-ღონით და დედა მაცივარზე შემოვსვი, კახელისა არ იყოს, დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო. დედაჩემმა იყვირა ჩამომსვიო, ვერაფერი გამაგებინა, გოგოებს გავაცილებ და მალე მოვალ -მეთქი, ამ მდგომარეობაში დავტოვე. სიყვარულით გათანგულს დრო და ჟამი სადღა მახსოვდა. სახლში გავაცილე შეყვარებული. სახლში რომ დავბრუნდი, დედა ისე მაცივარზე დამხვდა, ნაღვლიანად იყურებოდა ფანჯარაში, ალბათ მშველელს იქიდან ელოდა. საწყალს შეშინებოდა მაცივრიდან ჩამოხტომა, ცოტა მსუქანი ქალი იყო, არაფერი მომტყდესო. ერთი-ღა მითხრა, ჩამომსვი, ტუალეტში მინდაო. საყვედურიც კი არ უთქვამს, მიხვდა, რა დღეშიც ვიყავი.
უმადურობას ადამიანისას ზღვარი არა აქვს!
ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო! უმადურობას ადამიანისას ზღვარი არა აქვს. სხვის ნაშრომ-ნაღვაწს არაფრად მიიჩნევს, მაშინ როცა თავის მცირედზეც მოითხოვს პატივი სცენ და მადლობა მოუხადონ..თავისი თავის ქება-დიდებასა და განდიდებაში სძვრება ზოგიერთს სული. ეს ცხოვრება ღმერთს ჩვენთვის იმიტომ მოუცია, რომ სიკეთე ვაკეთოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი და ჩვენს პატარა ქვეყანაზე ვიზრუნოთ, მატერიალური ფასეულობები არ მიაქვს ადამიანს თან, ის ღვთის წინაშე აბსოლუტურად შიშველი წარსდგება, მხოლოდ სულით მდიდარი დაიმკვიდრებს სასუფეველში ადგილს. ადამიანები თავის თავში ნაკლს ვერ ხედავენ და სხვებს აკრიტიკებენ, "სხვის თვალში ბეწვს ეძებენ, როცა თვითონ დირე უძევთ". კაცისთვის ყველაზე საშიში მტერი თვითონ ადამიანია, რომელსაც შეუძლია ცუდი ენით მიწასთან გაასწოროს, გააქილიკოს, მასხარად აიგდოს, გული ატკინოს გვერდზე მდგომ ახლობელს.ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ადამიანებს, იყავით კეთილნი და ბოროტებით ნუ ამოივსებთ სულებს, ნუ აიყროლებთ პირებს, რათა თქვენმა სხეულებმა საკმევლის სუნი გამოსცენ და არა შხამისა და სამსალის, რომელიც თრგუნავს თქვენს გარშემო მყოფებს და არაფერი მოაქვს უბედურების გარდა!
სახუმარო
ჭირშიც, ლხინშიც ენას იფხან,
ყურებსა გჭრის ლაფსუსი...
რომ არა ხარ კრიტიკოსი,
არის ნაღდად აფსუსი.
Sunday, November 13, 2016
უხილავ იყო ღმერთის ნება..
გავხსენ ზარდახშა, შიგ ჩაედოთ ლალი, ფირუზი,
მარგალიტი და საფირონი... განძი ხილული,
ირეკლებოდა იმათ შუქში ქართლის მინდვრები...
უხილავ იყო ღმერთის ნება, ღმერთის ფიქრები.
მარგალიტი და საფირონი... განძი ხილული,
ირეკლებოდა იმათ შუქში ქართლის მინდვრები...
უხილავ იყო ღმერთის ნება, ღმერთის ფიქრები.
ღმერთის იმედად დავრჩენილვარ
ჟამთა სიავემ ჩამიტანა ზღვაში, მორევში,
სიკეთეს კაცთა აღარც ვუცდი, აღარც მოველი,
ღმერთის იმედად დავრჩენილვარ, ჩემზედ მგლოველის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გულის, მისკენ მლტოლველის.
სიკეთეს კაცთა აღარც ვუცდი, აღარც მოველი,
ღმერთის იმედად დავრჩენილვარ, ჩემზედ მგლოველის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გულის, მისკენ მლტოლველის.
Saturday, November 12, 2016
ჩემი ჩემთან
წყება, წყება, ნება, ნება, ეშვებიან ფოთლები,
ძირს დავარდნილს ატრიალებს ქარი, ქალი ფოცხებით,
ზოგს ურნაში მოუნახა საფლავი და სამარე,
ზოგსაც კიდევ ცეცხლს მისცემენ, დატოვებენ არაფერს...
ერთდროს მწვანე, ახლა მჭკნარი, თითქმის ყავისფერია,
ალბათ ლპობის ჭია შეჭამს ადრე ლამაზს, ფერიანს,
წყება- წყება, ნება-ნება, ეშვებიან ფოთლები,
-ჩემი - ჩემთან, ჩემი - ჩემთან, - მიწა იწვევს გოდებით.

დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს
შენზე ამომდის მზე და მთვარე, ჩემო დემონო,
სიცელქით შენი კულულებიც ერთურთს ერჩიან,
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს, -
ზეციდან შენთვის გამოგზავნის ფრთათეთრ ფანტელებს,
როცა იქცევა ანგელოზად, ლამაზ ფერიად.
სიცელქით შენი კულულებიც ერთურთს ერჩიან,
დაბრუნდებაო ბებო მალე, ასე გეგონოს, -
ზეციდან შენთვის გამოგზავნის ფრთათეთრ ფანტელებს,
როცა იქცევა ანგელოზად, ლამაზ ფერიად.
Friday, November 11, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ექიმთან ვიზიტი)
იდა ანდრეევნა, მამიდაჩვენი, ჩვენი მფარველი ანგელოზი იყო. ვერ ვიტყვი, ჩვენი ავად გახდომა უყვარდა-მეთქი, მაგრამ როცა ეს ხდებოდა, მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი გაზრდის და აღზრდის საქმეში კიდევ უფრო მატულობდა და ისიც ამ როლს შესანიშნავად ირგებდა. ჯერ ექიმებთან გაგვაქანებდა, თუ ფეხზე სიარული შეგვეძლო, თუ არადა ნაცნობი ექიმებით აავსებდა სახლს, მოიწვევდა კონსილიუმს და ჩვენი მოვლის და მკურნალობის გეგმას შეიმუშავებდა. ჩაგვაწვენდა ლოგინში, თბილ-თბილ "გრელკებს" დაგვიწყობდა ფეხებში, გვალევინებდა "მალინის" ჩაის და ჩვენი საწოლის კუთხეში ჩამომჯდარი ჯერ ზღაპრებს გვიკითხავდა, მერე ასაკის მატებასთან ერთად წასაკითხი მასალაც გართულდა, მაგრამ შერლოკ-ჰოლმსის ზევით არ წასულა, ბავშვები ფიქრით არ დაღონდნენ და არ დაიღალონო. ხშირად ჩასაცმელსაც თვითონ გვიკერავდა, ლოგინში თავზე თავის შეკერილ ყურებიან ქუდებს გვახურავდა, ყურები არ გაგიცივდეთო და ნაავადმყოფარებს, ავადმყოფობა უკან არ შეგიბრუნდეთო, კვირაობით ლოგინში გვამყოფებდა. თავიდან გვიხაროდა საწოლში ნებივრობა, მაგრამ რამდენიმე დღის მერე მომაბეზრებელი ხდებოდა და ერთი სული გვქონდა ერთი-ორჯერ გაგვერბინა შიშველი ფეხებით ოთახში. დედასავით მზრუნველს სწავლისთვისაც ვეცოდებოდით, არ გადაიღალოთო, 9-10 საათზე უკვე ლოგინში გვაწვენდა, დაისვენეთო. დედა პირიქით მკაცრი იყო და სკოლაში გაკვეთილების გაცდენას გვიშლიდა. ერთხელ მახსოვს, ფეხის ტერფი მქონდა ნატკენი, ფიცარი გამოხერხა, ფეხს ქვევიდან ამომიდო და ასე კოჭლობ-კოჭლობით გამიშვა სკოლაში. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდა კლასი ჩემს დანახვაზე?! ბავშვები ლამის ძირს გორაობდნენ სიცილისგან. ისწავლეთო, გვიჩიჩინებდა, რომ საბჭოთა პურის ჭამის ღირსი გახდეთო. კომუნისტური პარტიის წევრი იყო და იდეოლოგიაც სხვანაირი ჰქონდა.
ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, მომეტებულადაც კი, დათო გამხდარი და ფერმკრთალი. რა თქმა უნდა, ჭამა-სმა არ გვაკლდა, მამიდაჩვენს ბიდონებით ჩამოჰქონდა თაფლი კახეთიდან, ვიტამინები არ მოაკლდეთ ბავშვებსო, მაგრამ მაინც ძალიან შეაწუხა ჩვენმა ამ მდგომარეობამ: მეოთხე-მეხუთე კლასში კიდევ უფრო მოვიმატე წონაში, სიმაღლეშიც საკმაოდ გავიზარდე, ჩემი ძმა კი ისევ ისეთი პატარა იყო. შედგა კონსილიუმი და გადაწყდა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ექიმთან წავეყვანეთ. იდამ და დედამ მოგვკიდეს ხელი და თავად ლეკიშვილს მივადექით სახლში, რა თქმა უნდა, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. შევედით უზარმაზარ კაბინეტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მოკლული ტახების თავებმა, ირმის რქებმა, ეტყობა ჩვენი ექიმი ნადირობის მოყვარული იყო, ინტერესით ვათვალიერებდით ოთახის ინტერიერს, შიშის გრძნობაც გაგვიქრა, რაც ექიმთან ვიზიტს ყოველთვის თან ახლავს. ექიმიც ყურადღებით გვაკვირდებოდა, მერე იდა ანდრეევნას და დედას ჰკითხა, რამ შეგაწუხათო, ერთხმად უპასუხეს, ტყუპები არიან და ერთი ნამეტანი მსუქანია და დიდი, მეორე - პატარა და გამხდარიო, დიდხანს გვსინჯავდა, მერე ქალებს ჰკითხა, ეს დიდი და მსუქანი როგორ ჭამსო, უთხრეს, ძალიან კარგადო, მეორე, გახდარიო, ძალიან ცუდადო, -ერთ ხმაში მოახსენეს. მაშინ რა გინდათ, იმიტომაც არის ის მსუქანი და ის გამხდარიო, როგორც ხედავთ, ლოგიკური დასკვნა გამოიტანა ექიმმა. ამათ არაფერი არ სჭირთ და თქვენ კი, ქალბატონებო, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ, თუ გგონიათ რომ ამ ბავშვებს მკურნალობა ჭირდებათო. - გაიხუმრა ლეკიშვილმა.

ანდროს ისტორიებიდან (პოლიტიკაში)
დიდებულ ხალხში ვიზრდებოდი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მამაჩემი, ავთო, ძველი პლეხანოველი იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი. ვაჟკაცის სახელი ჰქონდა, ყველა პატივს სცემდა. უაღრესად სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. სუფრა მუდმივად იყო გაშლილი ჩვენს ოჯახში და არავის ერიდებოდა ჩვენს სახლში შემოსვლა, დასვენება და პირში ერთი-ორი ლუკმის ჩადება. ხშირად გვაკითხავდნენ ნათესავები გურიიდან. მოგეხსენებათ გურულების იუმორი და იმათი კვიმატი ენის ამბავი და მუდმივად სიცილ-ხარხარი იყო ჩვენთან, თუმცა, მატერიალურად ხანდახან გვიჭირდა კიდეც. ბებიაჩემს, ნინა სოლომონოვნას, კერვა ეხერხებოდა და მეზობლები სულ ჩვენთან იყვნენ, ზოგს კაბაზე ღილი აუწყდებოდა და იმას უკერებდა, ზოგს პალტოს გადაუკეთებდა და ტანზე მოარგებდა, კიდეც გაუმასპინძლდებოდა და ისე გაუშვებდა გარეთ. ერთხელ მახსოვს, დედაჩემი შოთა ეცადაშვილს, მერე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ეს კაცი, ამიტომ დამამახსოვრდა, თორემ ასეთი სხვაც ბევრი იყო, დისერტაციას უბეჭდავდა, ერთი-ორ კაპიკს ბეჭდვით შოულობდა, გორიდან იყო ჩამოსული. ღამით ჩვენთან დარჩა, სასწრაფო სამუშაო იყო, დილით ცოტა წაუძინა, როცა გაიღვიძა, ნახა, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოწესრიგებული იყო, ნინა სოლომონოვნას გაეწმინდა. ბევრი მადლობები იხადა, მერე, დიდი კაცი რომ გახდა, ბებიას ყუთებით უგზავნიდა ხოლმე ხილს და მოსაკითხს. მამიდაჩემი, იდა, საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერი ენტომოლოგი იყო და თბილისის მაშინდელი ელიტა დიდ პატივს სცემდა. მის სამეგობრო წრეში იყვნენ ექიმები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ თავისი მდგომარეობა არასოდეს გამოუყენებია ბოროტად, ერთადერთი, რაშიც თავის ნაცნობობას იყენებდა, ჯანმრთელობის საკითხები იყო. მარტო მე და ჩემი ძმა კი არ დავყავდით ექიმებთან, ნათესაობაშიც, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, იდა ანდრეევნა მზად იყო ყველას დახმარებოდა. სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენ გარშემო. ჩვენთან მყოფი ადამიანები პატიოსნებასა და სიმართლის სიყვარულს გვასწავლიდნენ, ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჩემი ცხოვრება სიმართლისთვის ბრძოლაში გავატარე. რა თქმა უნდა, მეც სიმართლის ჩემნაირი გაგება მქონდა, შეიძლება ზოგჯერ არასწორიც, ხშირად ტყუილადაც მიწყენინებია ადამიანებისათვის, რადგან მეგონა, რომ იმ დროს მართალი ვიყავი. ღმერთმა შემინდოს! ამის გამო ხშირად ვხვდებოდი უსიამოვნებებში და სხვასაც ვხვევდი, ჩემს ერთგულ ადამიანებს. ახალგაზრდობაში ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. მე, თემური ჟორჟოლიანმა და სხვებმა მონარქისტული პარტია შევქმენით, მწამდა და მჯეროდა საქართველოს წინსვლისა და მომავლის. ახლა ვხვდები, რომ პოლიტიკაში ჩართული კაცი ცივი გონებით უნდა მოქმედებდეს, მე კი, ემოციებითა და გრძნობებით აღვსილი პიროვნება ვიყავი. ასეთებს კი პოლიტიკაში არ აჩერებენ. ერთხელ, შევარდნაძის დროს, დაპირისპირება მოხდა მონარქისტულ და ლეიბორისტულ პარტიებს შორის. მათი წევრები და მომხრეები ერთმანეთს დაეტაკნენ და სულ დროშის ტარები ურტყეს ერთმანეთს თავში. სი-ენ-ენ-მაც კი გადმოსცა ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და კადრებიც უჩვენა მთელ მსოფლიოს. მაშინ ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი -შალვა ნათელაშვილი ფავორში იყო, რის გამოც მათ ხელი არ მოკიდეს და მონარქისტული პარტიის ერთი წევრი და ერთიც მომხრე, რომელიც სრულიად შემთვევით გამოჰყოლოდა მეგობარს მიტინგზე, დააკავეს. მე მაშინ მონარქისტული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახლდით, ჩემი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ ახალგაზრდების დაკავების გამო, მით უმეტეს რომ ერთი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. დონ კიხოტივით გაცეცხლებული მივადექი პოლიციას დაკავებულების გამოსახსნელად.
ბევრი ვილაპარაკე, რომ ისინი დამნაშავენი არ იყვნენ, მითუმეტეს ის ყმაწვილი, რომელიც პარტიის წევრიც კი არ იყო. მათაც მისმინეს, მაგრამ ვინმე არეულობის მომწყობნი ხომ უნდა დაეკავებინათ?! ამხედ-დამხედეს, ჩემი ღრუბელივით დიდი ტანი ეტყობა მოეწონათ, ცოტა ხანი ამასაც გავაჩერებთ ციხეში, ცოტა გახდებაო, არც შენ იქნები წმინდა წყლისო, ერთ-ერთ თავდამსხმელს, დროშის ტარს რომ ურტყავს ერთ-ერთ ლეიბორისტს თავში, იმას მიგამსგავსეთო, და თავი საპყრობილეში ამომაყოფინეს. ასე აღმოვჩნდი სამართლიანობისთვის მებრძოლი ციხეში შვიდი თვის მანძილზე. წარმოგიდგენიათ, რა იყო ეს ჩემი და ჩემი ძმის ოჯახისათვის?! საჭმლის მზადება, შემოგზავნა, ალბათ, ბევრმა იცის, რა ჯდება პატიმრის შენახვა ციხეში. იმის მტკიცება, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, როცა მოწმეები მოყავთ, რომ შენ ვიღაცას რაღაცა დაუშავე, როცა ამ დროს პირიქით, ცდილობდი გაგეჩერებინა და დაგეშოშმინებინა ხალხი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმის და მეგობრების ძალისხმევითა და დახმარებით, ერთ-ერთი ვითომ დაზარალებულისთვის თანხა გადაახდევინეს, გარეთ აღმოვჩნდი, მაგრამ ის მორალური ზიანი, რაც მე მივიღე თავისუფლების აღკვეთის პირობებში, აუნაზღაურებელი იყო ჩემი ასაკის და ჯანმრთელობის კაცისათვის. და ეს ასეა არა მარტო ჩემთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს, როცა გეუბნებიან თეთრზე შავიაო, როცა კამათელზე ორიანია მოსული და შენ გეუბნებიან - ექვსიაო, მოკლედ, გამგები გაიგებს... ასე დამთავრდა ჩემი პოლიტიკოსობა.

Thursday, November 10, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სამხედრო კათედრაზე)
მეათე კლასში რომ ვიყავით, მე და ჩემს ძმას რეპეტიტორები აგვიყვანეს, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის გვამზადებდნენ, ისე როგორც ყველა სკოლადამთავრებულს ან თითქმის ყველას. ჩემს ტოლებს და ჩემზე უფროსებს გეხსომებათ, ალბათ, რომ უმაღლესში უნდა ესწავლა ყველა თავმოყვარე ოჯახის შვილს და იხარჯებოდა შვილების მოწყობაზე მამების ფულები, ამბობდნენ, სამედიცინოზე მოწყობა ასი ათასი მანეთი ღირდაო, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცი. თუ პატრონს იმდენი არ ჰქონდა, რომ თავისი უსწავლელი შვილი უგამოცდოდ დაესვა უმაღლესში, საგნებში მაინც უნდა მოემზადებინა, რომ თავისი ცოდნით მოწყობილიყო. ბაბუაჩემმა, ანდრეი დიმიტრიჩმა, თავის თავზე აიღო ჩვენი მომზადების ფულის გადახდა, მამიდაჩემმა ჩვენი მეთვალყურეობა ითავა და დატრიალდა კარუსელი, ხან ერთ პედაგოგთან მივდიოდით მე და ჩემი ძმა, ხან მეორესთან. ის კი მეცადინე და მშრომელი გამოდგა, მაგრამ მე წიგნის გადაფურცვლას სიგარეტის გაბოლება და გართობა მერჩივნა, შედეგიც სახეზე იყო. პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. დათო, ჩემი ძმა წარმატებით აბარებდა გამოცდებს, შეშინებულმა ოჯახის წევრებმა ძმაზე ცუდი გავლენა არ მოახდინოსო, სასწრაფოდ ბათუმში გადამისროლეს დასასვენებლად, ვითომ დიდად დაღლილი ვიყავი. ჩემი ძმა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტი გახდა ოჯახის და მთელი ნათესაობის გასახარად, ახლა ჩემი ჯერი დადგა, რა ვუყოთ ამ კაცსო, ამოიგმინა ბაბუაჩემმა. მაშინ კაი დედის შვილი იყავი და არ გემუშავა, თუ არ სწავლობდი, მაშინვე მილიცია აგიყვანდა მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მამაჩემმა სასწრაფოდ თბილისის პარფიუმერიის ქარხანაში "ივერია" გამაფორმა მუშად. ისეთი სიამაყით ავივსე! ამით პროტესტი გამოვუცხადე უმაღლესში სასწავლებლად მოწყობილებს, თქვენზე ნაკლები არა ვარ- მეთქი. ერთმა ჩემმა კლასელმა, ჩემსავით ბედოვლათმა, რომ გაიგო, მუშა ვიყავი, ისე შეშურდა, მამამისს (ისიც მაღალი თანამდებობის პირი იყო) სთხოვა, მეც მინდა ანდროსთან ერთად მუშაობაო და აი, ასე დაიწყო ჩვენი შრომითი საქმიანობა, თუ კი მას ასე შეიძლება ვუწოდოთ. მხოლოდ ხელფასის დღეებში მივაკითხავდით ხოლმე იქაურობას. განაგრძეს ჩემი მომზადებაც. მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი დიდი სიყვარული სწავლის მიმართ და მეორე წელსაც ჩავაფლავე მისაღები გამოცდები. როგორ გაუძლო ამ ამბავს ანდრეი დიმიტრიჩის გულმა, არ ვიცი, ყველამ ძალიან ინერვიულა, ბავშვი დაგვეჩაგრაო და სასწრაფოდ იქნა შემუშავებული მოქმედების სტრატეგიული გეგმა, როგორ ჩამებარებინა უმაღლესში მისაღები გამოცდების გვერდის ავლით. ვინაიდან, პარფიუმერიის ქარხნის დირექტორი და პროფკავშირების თავმჯდომარე მამაჩემის ახლო ნაცნობები იყვნენ, მე უეცრად მოწინავე მუშათა სიაში აღმოვჩნდი. ბაბუაჩემმა ხელში დაიჭირა ეს საბუთი და განათლების მინისტრის მოადგილეს კარს მიადგა თავზე შლიაპითა და ხელში ჯოხით, ვინ არ მიიღებდა ასეთ დარბაისელ კაცს. კი გაუკვირდა განათლების მინისტრის მოადგილეს, ასეთი რა გააკეთა თქვენმა შვილიშვილმა, ამ პატარა ბიჭმა, რომ ასეთი დაფასება მიიღოო, ანდრეი დიმიტრიჩმა (აბა ჩემს ქებაში ვინ აჯობებდა), მოყვა როგორი ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი, მშრომელი და მიზანდასახული და ასეთ ახალგაზრდას აუცილებლად უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, რომ საბჭოეთის მზე კიდევ უფრო გაენათებინა. დანებდა განათლების მინისტრის მოადგილე, დათანხმდა, მე ჩავერიცხე უმაღლეს სასწავლებელში ჩამბარებელთა ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ლიმიტიანთა მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მხოლოდ შრომისა და საბჭოთა არმიის გმირებს ღებულობდნენ ან შრომითი საქმიანობის ორწლიანი სტაჟის მქონეთ, მე კი მხოლოდ ერთი გამომდიოდა. გავიარე ეს დასაწვავი კურსები, იქ ცალკე ბარდებოდა გამოცდები და ისეთი მკაცრი არ იყო, როგორც უმაღლესში მისაღები ჩვეულებრივი გამოცდები, შეღავათებს უწევდნენ გმირებს. მეც ამ დაფასებული ადამიანების რიგებში აღმოვჩნდი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტს ჩემი ჩარიცხვით ნათელი მოვფინე. დაიწყო დედაჩემის ტანჯვა-წამება, ფაკულტეტის მდივანს დაუმეგობრდა და ვაი-ვაგლახით, ერთიანი ძალისხმევით მაბარებინებდნენ გამოცდებს, გადავდიოდი კურსიდან კურსზე. მოგეხსენებათ, სამხედრო კათედრაზე, ძირითადად რუსი სამხედრო მოსამსახურეები მუშაობდნენ, საქმეების ჩაწყობა მეტად რთული იყო და ოჯახმა მომიწოდა პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო, ეს საგანი მაინც ჩააბარე ჩვენ გარეშეო. გავიტრუნე, კარგით-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ავჭალაში, სადაც სამხედრო კათედრა იყო, სიარული ჭირის დღესავით მეზარებოდა. მაშინ მატარებლით უნდა გევლო იქ. იმდენი გაცდენები მქონდა, გამომიცხადეს, ან ვივლიდი ავჭალაში კათედრაზე და გამოვიწრთობოდი ფოლადივით, ან ჯარში უნდა წავსულიყავი. ჩემი ცხოვრების ჯარში გაგრძელების პერსპექტივამ დიდად არ მომხიბლა და როგორც იქნა ავჭალის გზას დავადექი. მივაღწიე დანიშნულების ადგილს. ჭიშკრამდე დიდი გზა იყო, გადავწყვიტე კედელზე გადავმძვრალიყავი და გზა შემემოკლებინა, გადავედი, მაგრამ ვაი, შენს ანდროს, ტალახის უზარმაზარ გუბეში აღმოვჩნდი, ჩავეფალი, გზას ძლივს მივიკვლევდი, ნელ-ნელა მივიწევდი წინ, თან ჩემს თავს ვლანძღავდი და ვაგინებდი, რა გინდოდა, აქ რომ ჩამოხტი, ადამიანურად ვერ მიხვედი-მეთქი შენობასთან?! ასეთ წამებაში რომ ვარ, ვიღაცა კაცი დავინახე, შენობიდან მიმზერს, თვალს არ მაშორებს. - ერთი შენიც, - შევუკურთხე, ჩემი ტანჯვის ყურებით ერთობა-მეთქი და როგორც იქნა, შარვალდასვრილმა და ფეხსაცმელზე ტალახაკრულმა მივაღწიე შენობასთან. უფრო სწორად მივფორთხდი. შესასვლელში ოდნავ მოვწესრიგდი, როგორც შევძელი და პედაგოგს მივაშურე. ვხედავ, მასთან ერთად დგას ის ფანჯრიდან მომზირალი კაცი, პოლკოვნიკის ჩინით, დავიბენი, გავსწორდი, სამხედრო ხალხს ახლაც პატივს ვცემ და მაშინაც ასე იყო. ჩემს პედაგოგს, ჩინით მაიორს, ჰკითხა რუსულად, ვინ არისო, იმან უპასუხა, სტუდენტია, ჩათვლაზე მოვიდაო. გაგიჟდა და გადაირია კაცი, აი, ეს არის ვაჟკაცი, აქ რომ მოსულიყო, რა დაბრკოლებები გამოიარა, რა ტალახები და გუბეები გადალახა, მაგრამ არ შეუშინდა და მაინც მოვიდაო, თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, გაშტერებული ვუყურებდი. რა იცოდა რა შიშმა მომიყვანა აქ, - ამ ახალგაზრდას ახლავე ჩათვლა დაუწერეთ და გაუშვითო.- ჩემი პედაგოგი აღარც შეპასუხებია, თავი არ აუწევია, დამიწერა ჩათვლა და გამომიშვა. ასე გადავრჩი ინსტიტუტიდან გარიცხვას და ჯარში წასვლას.
Wednesday, November 9, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სკოლაში)
ჩემი და ჩემი ტყუპისცალი ძმის აღზრდაში ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ჩვენი მამიდა იდა, რომელსაც თვითონ არც შვილები ჰყავდა და არც მეუღლე, ბაბუდა მარუსა, ლენინის ორდენოსანი პედაგოგი, რომელიც ასევე გაუთხოვარი იყო და ჩვენთან მოსვლაზე მეტად არაფერი უხაროდა ქვეყანაზე, ბებიაჩემი, ნინა სოლომონოვნა, ნოზაძის ქალი, უკეთილშობილესი პიროვნება და დედაჩემი, რომელსაც ჭელიძის ქალები ჩაგრავდნენ და ჩვენს თავს თითქმის არ აკარებდნენ, თუ კი სახლში ბრძანდებოდნენ. თუ ბაბუაჩემიც გვეწვეოდა ქუთაისიდან, მაშინ დედას ჩვენი გაჯავრების უფლებაც კი არ ჰქონდა. ეს აღზრდის მეთოდი არ არისო, იტყოდა ანდრეი დიმიტრიჩი და ჩვენც გალაღებული ვიზრდებოდით. ამ ადამიანებისთვის ჩვენ ვიყავით მზეც, მთვარეც და ვარსკვლავებიც, სახლში გათამამებულები, გარეთაც ასე ვიქცეოდით, სკოლაშიც. თუმცა ჩემი ძმა ბევრად მორიდებული და წესიერი ბავშვი იყო. ერთხელ მახსოვს რუსულის მასწავლებელი გავაბრაზე და მშობელი დაიბარა სკოლაში. სახლში ვერ ვიტყოდი ცუდად მოვიქეცი-მეთქი, მარი დიმიტრევნას გაბრაზებას ვერიდებოდი. არა და არ მიმყავდა მშობელი, მასწავლებელმა მითხრა, სანამ მშობელს არ მოიყვან, ჩემს გაკვეთილებზე ფეხზე იდგებიო. ჩემი ძმაც გავაფრთხილე, სახლში არაფერი ეთქვა, ეს ამბავი ერთი თვე გაგრძელდა, მაგრამ მე დიდად არ მაწუხებდა, ვიდექი და ვღლაბუცობდი, ხან ვის გადავძახებდი ერთი-ორ სიტყვას ხან ვის, ქაღალდის თვითფრინავებს ვისროდი, დაჭმუჭნულ ქაღალდებს, კლასს უკეთესად ვხედავდი, მეტსაც ვერთობოდი. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, იმან ბაბუაჩემთან დეპეშა აფრინა, ბიჭი იჩაგრება, რუსულის გაკვეთილებზე ფეხზე დგასო. აღშფოთებულმა ანდრეი დიმიტრიჩმა, ეს რა აღზრდის მეთოდიაო, ას-კილოიანი ბავშვი ყოველ დღე ფეხზე დააყენო, ფეხები დაუავადდებაო (თქვენ წარმოიდგინეთ, მართალიც აღმოჩნდა, ფეხებზე ვენების გაგანიერებით ვიტანჯები), განათლების სამინისტროში გააგზავნა უზარმაზარი წერილი, რომელშიც პედაგოგიკის საკითხებში მასტერკლასი ჩაუტარა იქაურ მეთოდისტებს და ბავშვის საშველად უხმო მთელ განათლების სამინისტროს. გავიდა ცოტა ხანი და რუსულის მასწავლებელი სახლში გვეწვია აცრემლებული, სკოლიდან მაგდებენო, დედას დახმარებას სთხოვდა, სკოლაში განგაშის ზარები იყო ატეხილი, დირექტორსაც მოხსნა ემუქრებოდა. დედა იძულებული გახდა დაეწერა ახსნა-გამნმარტებითი ბარათი, რომ ვითომდა თვითონ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მამამთილს და შეცდომაში შეიყვანა, ასე გადარჩა მაშინ რუსულის მასწავლებელი სამუშაოს დაკარგვას, მე კი სახლში იმდენი საყვედური მივიღე, რაც მანამდე არასოდეს მიმიღია, განსაკუთრებით, მარი დიმიტრევნასგან, რაც ამ ისტორიიდან ჩემთვის ყველაზე საწყენი აღმოჩნდა.
ანდროს ისტორიებიდან (დამსახურებული სასჯელი)
ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, როგორც მას მაშინ, საბჭოთა დროს, ეძახდნენ, დიდებული კაცი იყო. გორის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, უგანათლებულესი, ფრიად ერუდირებული პიროვნება იყო. ნათესაობაში, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, მას მიაკითხავდა ხოლმე ჭკუის სასწავლებლად, ის იყო ყველას მშველელი და დამხმარე. ამბობდნენ, ანდრეი დიმიტრიჩის გაუკეთებელი საქმე არ არსებობსო, აიღებდა ხელში ჯოხს, დაიხურავდა შლიაპას და გააკეთებდა გაუკეთებელს... და სწორედ ამ ბაბუამ დაადგინა და თავისი მოსაზრება დედაჩემსაც გაუზიარა, ეს ბიჭი დიდი "დრაჩუნი" (მოჩხუბარი - რუსულად) ვინმე გაიზრდებაო და აბა, სხვა რა დასკვნას გააკეთებდა ადამიანი, როცა ნახა, პატარა სამი წლის ბიჭს (ანუ მე) ხელში აეყვანა სხვა ლამის თავის ზომის მეორე პატარა და უკანალზე უბათქუნებდა. ასე იყო თუ ისე, ბაბუაჩემის წინასწარმეტყველება გამართლდა და დიდი მოჩხუბარი ბიჭი დავდექი, ავიკელი ერთი სკოლა, მეორეში გადამიყვანეს. ვცემდი ყველას, ვინც არ მომეწონებოდა, ხშირად უმიზეზოდაც, ტანად დიდი ვიყავი, 12 წლის ასაკში იმ ზომის, რაც ახლა და ვინ დამიდგებოდა წინ, ხშირად იყო დედაჩემი სკოლაში ხან მასწავლებლების და ხან დირექტორის წინ ატუზული, მაგრამ მე ვერაფერს მაგებინებდნენ ვერც ოჯახში და ვერც სკოლაში. ახლა ორმოცდაათს გადაცილებულ კაცს სხვანაირად მესმის ყველაფერი და სხვების საქციელი გამიკვირდება ხოლმე. ერთხელ ეს სოლიდური კაცი ჩემს ძმასთან მივდიოდი, წერეთლის გამზირს მივუყვებოდი, კარგი ამინდი იყო და ტაატ-ტაატით, აქეთ-იქით ყურებით ვერთობოდი, აბა, სამუშაო მე არ მქონდა და საქმე. უეცრად დარტყმის ხმა გავიგონე და მიწაზე გაშხლართული აღმოვჩნდი. ტკივილი არ მიგრძვნია, გაოგნებული ვიწექი მიწაზე, ვიღაცა წიხლებს გამეტებით მირტყამდა, ეს ასოც-კილოიანი კაცი ძლივს წამოვდექი ფეხზე, ვიფიქრე, ახლა კი მოვუქცევ-მეთქი ამ კაცს ღრანჭს, მაგრამ უეცრად თავდამსხმელმა შეწყვიტა ჩემი ცემა, ხელზე ხელი მტაცა, შარვალს მიბერტყავდა და ბოდიშს მიხდიდა, შემეშალეთო. შევხედე, ჩემი ხნის კაცი იქნებოდა, გავიფიქრე, ან გიჟია, ან ისე ჰყავს ვიღაცას გამწარებული, რომ ამ ზომამდეა მისული. ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, ალბათ აუცილებლად მოვდებდი ყბაში, მაგრამ ახლა შემეცოდა, ერთი კი ვუთხარი, - ასე რამ გაგაგიჟა, შე კაცო, მთელი წერეთლის დასანახავად დღისით, მზისით კაცს რომ თავს დაესხი და უბარტყუნებ-მეთქი, ისევ ბოდიშების მოხდას განაგრძობდა. თავისი გვარი და სახელიც მითხრა, არ დამამახსოვრდა. ხელი ჩავიქნიე და წამოვედი. კიდევ კარგი სერიოზული დაზიანებები არ მიმიღია, ვფიქრობდი, აი, როგორია ხალხს უმიზეზოდ რომ უტყაპუნებენ-მეთქი. ჩემი ნაცემი ხალხი გამახსენდა, - ზურგიდან მაინც არავისთვის არასდროს არ დამირტყამს, - თავს ვიმშვიდებდი. მტვერში ამოგანგლული ძმასთან ავედი, რძალი დამხვდა სახლში, ყველაფერი მოვუყევი, ბევრი ვიცინეთ, - ახია შენზეო, - მეუბნებოდა, რა იცი, იქნებ ბავშვობაში შენ მიერ დაჩაგრული კაცი იყოო, იქიდან წამოსულმა ბევრი ვიფიქრე, მაგრამ იმ კაცის სახეც კი ვეღარ გავიხსნე, ღმერთმა შეუნდოს მაგასაც და მეც, - გავიფიქრე.
Tuesday, November 8, 2016
მე აღარ მიყვარს
მე აღარ მიყვარს მარტოობის ცივი სიჩუმე
და სულის სიმთა უსასოო მწარე კივილი,
ცისფერ ვენებში შედედდება უტყვი ტკივილი
უსიცოცხლობის, უმზეობის... ბოლო ღიმილის...
ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა
ჩემი გული ჩემს სხეულში ძევს, მაგრამ ყვავები მაინც კორტნიან...
ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა,
ჩემს გულს დააწვა ფიქრები დარდად,
ზღვაზე გემებმა დაუშვეს აფრა, -
დროს მივტირივარ, ცრუსა და აფრაკს.
ცამ ჩამოუშვა წვიმების ფარდა,
ჩემს გულს დააწვა ფიქრები დარდად,
ზღვაზე გემებმა დაუშვეს აფრა, -
დროს მივტირივარ, ცრუსა და აფრაკს.
შემოიხედე ჩემს გულში
შემოიხედე ჩემს გულში და იპოვი ღამეს, -
ცრუ იმედების, ცრუ ოცნების, სიზმრების პატრონს,
გადახლართული ტოტებიდან კვლავ მოჩანს მთვარე,
მისი სხივი კი ვეღარ ათბობს გაყინულ თითებს, -
მხოლოდღა ანცობს.
ცრუ იმედების, ცრუ ოცნების, სიზმრების პატრონს,
გადახლართული ტოტებიდან კვლავ მოჩანს მთვარე,
მისი სხივი კი ვეღარ ათბობს გაყინულ თითებს, -
მხოლოდღა ანცობს.
გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს
გაზაფხულზე მზე დააჭყეტს ყვითელ თვალებს,
იძირება მის სიღრმეში მწვანე ბაღი...
მთებმა თუმცა გამოკიდეს ბაირაღი,
თეთრ ნაფლეთებს მალე შეჭამს იალაღი.
იძირება მის სიღრმეში მწვანე ბაღი...
მთებმა თუმცა გამოკიდეს ბაირაღი,
თეთრ ნაფლეთებს მალე შეჭამს იალაღი.
არაკს სხლავდა ეზოპე
ამ ცხოვრების ბილიკი გადალახე ქილიკით,
ნუღარ გაასერიოზულებ, არაკს სხლავდა ეზოპე,
ჩვენი ბედის განკარგვა ჩვენს ხელში არ ყოფილა,
რომ გგონია აქა ხარ, თურმე გაღმა მიდიხარ.
ნუღარ გაასერიოზულებ, არაკს სხლავდა ეზოპე,
ჩვენი ბედის განკარგვა ჩვენს ხელში არ ყოფილა,
რომ გგონია აქა ხარ, თურმე გაღმა მიდიხარ.
Friday, November 4, 2016
გაზაფხულზე
გაზაფხულზე, როცა ჩემი ხელისგულებიდან წავა სიცივე
და ჩემი თმები ზეთისხილივით ოქროსფრად ალაპლაპდება,
სულში შემოვა ველურ ქართა თბილი ნაკადი, ათამაშდება,
შეუერთდება სისხლის ჩქროლას, მდინარესავით აზვირთებულს,
გულში იების ამოფეთქვას დაელოდება, შეიკუმშება, ხან გაიშლება,
მერე კი, სავსე სიყვარულით, მწიფე ალუბლად მთელ ქვეყანას მოეფინება.

Thursday, November 3, 2016
ხმა ამოიღე, არწივო!
ხმა ამოიღე, არწივო,
ტრფიალო მთათა მაღალთა,
შენი მართვენი დადედლდნენ,
რომ ჩამოსულან ბარადა,
ლეშისმჭამელნი გამრავლდნენ,
ჩვენვე ვქცეულვართ ლეშებად,
კეთილი სიტყვა, საქმენი
სხვებისთვის არ გვემეტება,
გვჯიჯგნის და გვათრევს მავანი,
სულს გვაძრობს შიდა მტერია,
მართვენი, მთაში მღერალნი,
ჩხავიან, აღარ მღერიან.
ჩამოგვიფრინე, არწივო,
მთიდან დაბერე ნისლები,
ჰაერი გაიწმინდება,
ჩვენც ავივსებით იმედით.
ტრფიალო მთათა მაღალთა,
შენი მართვენი დადედლდნენ,
რომ ჩამოსულან ბარადა,
ლეშისმჭამელნი გამრავლდნენ,
ჩვენვე ვქცეულვართ ლეშებად,
კეთილი სიტყვა, საქმენი
სხვებისთვის არ გვემეტება,
გვჯიჯგნის და გვათრევს მავანი,
სულს გვაძრობს შიდა მტერია,
მართვენი, მთაში მღერალნი,
ჩხავიან, აღარ მღერიან.
ჩამოგვიფრინე, არწივო,
მთიდან დაბერე ნისლები,
ჰაერი გაიწმინდება,
ჩვენც ავივსებით იმედით.
Subscribe to:
Posts (Atom)