Saturday, April 5, 2025

გიხდება ეგ სილამაზე!

გიხდება ეგ სილამაზე!
ყვრიმალებს ჩამოგიკოცნი,
მთაო, ჩემ წინა მდგომელო,
ვაჟს ჰგავხარ ბერი რიკოთის,
ყველას სიკეთის მდომელო,
შენს გულზე იებს ალაღებ,
ცრემლად იღვრები ზამთარში,
გიხდება ეგ სილამაზე
და ახალუხი გადაშლით.
ღრუბელთნდომას ვერ დაიშლი,
თავს დაგხარიან არწივნი,
გზადაკარგული მგზავრისთვის
სამოყვროდ ხარ ხელგაწვდილი.
ყვრიმალებს ჩამოგიკოცნი,
მთაო, ჩემ წინა მდგომელო,
ვაჟს ჰგავხარ ბერი რიკოთის,
ყველას სიკეთის მდომელო.
მაია დიაკონიძე
4.04.2025 წელი







No comments:

Post a Comment