Thursday, April 3, 2025

შენს ხელს დავყურებ! (სატრფიალო)

 შენს ხელს დავყურებ!

შენს ხელს დავყურებ, ვით ქირომანტი

და ხაზებს შორის ჩემს თავს დავეძებ,
რა უცნაურად აჭრილა კარტი,
მანდ რომ ვიყავი, მეგონა დღემდე,

ილუზიაა, ზოგჯერ ცხოვრება,
არ დაიჯერო, რასაც გთავაზობს,
ხან თუ გვეწყება ჩვენ გაორება,
ბედი კამათლით ჩვენთან თამაშობს.

დაატრიალო ზოგჯერ რულეტი,
გადარჩენის თუ არის ეს შანსი,
არა მგონია იყოს სულერთი,
თუ გაგიმართლა, თუნდ ერთხელ ასში.
მაია დიაკონიძე
3.04. 2025 წელი

No comments:

Post a Comment