Saturday, April 12, 2025

სიზმარი (ხალხურ მოტივებზე)

სიზმარი
(ხალხურ მოტივებზე)

ვნახე, რომ სისხლში ვიწექი,
ზედ დამდიოდნენ სვავები,
შორით მოჩანდა მიწები,
იქ მიდიოდა ამბები:
ღალატით იქნა მოკლული,
ზურგში გასჩრია დანები,
გული გაუპეს ორლულით,
გათავდა დიდი წვალებით.
ნეტავ, მე რაღას მერჩოდნენ,
დასწყევლის იმათ გამჩენი,
სიყვარულისთვის თუ კლავდნენ,
სიყვარულს რაღას ვაჩენდი.
მაია დიაკონიძე
12.04.2025 წელი


,



No comments:

Post a Comment