ჭოველიძეთა ასულო!
(ეძღვნება 9 აპრილს დაღუპულულ თამარ ჭოველიძეს)
სიზმარი ცუდად აგიხდა,
ხელთ ჩაუვარდი დევებს,
ხორცით გააწყვეს მაგიდა,
სისხლში იბანდნენ ხელებს.
სახეს ჩრდილი არ გადგება,
გაბრწყინებული გვყავხარ,
ჭოველიძეთა ასულო,
ზღაპრის პატარა ქალავ!
მაია დიაკონიძე
9.04.2025 წელი
No comments:
Post a Comment