მკვეხარა გოგრა
ეს რამხელა თავი გადევს,
უთხრა გოგრამ კომბოსტოს,
ვერ ხარ შენ ჩემსავით მარჯვე,
ვერ აყვები ხილის ტოტს.
ამ სიცილში მძიმე გოგრა
გადაეშვა ბალახში,
გადატეხა ტოტი ორგან,
გააკეთა მალაყი.
გვერდს იტკივებს და თავს იფხანს,
უკიდია ხანძარი,
სირცხვილისგან რომ დაიწვას,
კომბოსტოსთან მზად არის.
ის კი მშვიდად ჩამომჯდარა
კვალში ათასფურცელა,
სულ ღიმილი შემოჯარა,
გოგრას თუ კი უშველა.
მაია დიაკონიძე
10.04.2025 წელი
No comments:
Post a Comment