Saturday, April 5, 2025

სიყვარულის რა ვთქვი!

 არ მიყუჩებ თუკი ტკივილს,

კრწანისსა და გარნისს, -

საუკუნოდ სისხლში მივლის,

სიყვარულის რა ვთქვი.


თუკი კლდეებს აპობს მეხი,

კუპრს მავლებენ სათლით,

არა იცი კვეხნის მეტი,

სიყვარულის რა ვთქვი.


თუკი შენთვის სიყვარული

სიმდიდრეა მხოლოდ,

ოქროსათვის გიცემს გული,

ანგარებით ცხოვრობ,.


არ მიყუჩებ თუკი ტკივილს,

კრწანისსა და გარნისს, -

საუკუნოდ სისხლში მივლის,

სიყვარულის რა ვთქვი.





No comments:

Post a Comment