Tuesday, April 1, 2025

სიყვარული (სატრფილო)

სიყვარული
შენი მზერა - ცეცხლოვანი ცაზე დისკო
პარპალებს და ჩემს სახეზე ღიმილს კერავს
როგორა ხარ ან სადა ხარ?! - არცა მკითხო,
თვითონ იცი, რომ შენი ვარ ბედისწერა.
და სამზადში ქარებს შეაქვთ ყვავილთ მტვერი,
ვეღარა ვცნობ მე იქიდან გამოსულებს,
თითქოს იყოს ეს შენობა რამ ეკვდერი,
თავს ევლება აქ უფალი ნეტარ სულებს...
სიყვარულის ალგორითმი ამოვხსენი,
ამ დიდ გრძნობას არაფერი შეედრება,
ტკბილი არის, ვით ჩვილისთვის დედის ხსენი,
ვინც არ ჰმონებს, მგონია, რომ ისა სცდება.
მაია დიაკონიძე
1.03.2025 წელი


No comments:

Post a Comment