გამაჟრჟოლებს და მზის სხივებს ვუხმობ,
მაგრამ მზე არის ვაგლახ სიკვდილის,
მივიცვალები მასავით უხმოდ
და უღიმღამოდ ჩემთვის ვიღიმი.
ეს იმედებიც ჩაცლილა სისხლში,
გაწითლებულა ზღვების მელანი
და ჩემდა ბედად, ახლაღა მივხვდი,
ამიჩონხლია ზურგზე ძველმანი.
No comments:
Post a Comment