ბ-ნ გივი ტუხაშვილს
/ფშაურ კილოზე/
ამ ჩვენ უფროს ძმა გივისა..
ვერ მოვახერხე დაჭერა
პირზედ მამდგარის ღიმისა..
როდესაც ყველა ფარულად
გადაღებებზე ჩივისა..
დღისით და მზისით ვის უღებს,
ვინმე მცნობი ხართ იმისა?!
პატ.გელა ციგროშვილი
4.04 16 წ.
ექსპრომტად გელას და გივის!
/ფშაურ კილოზე./
1.ყველას გაგვიჩნდა სურვილი
საიდუმლოსთან შეხების,
ჩემითა ვხვდები,ტარდება,
კონკურსი ლამაზ ფეხების.
2.თუ ვისი ფეხები გახდა,
ობიექტივის მიზანი,--
მაშინ გავიგებ,გელაო,
სურათს რომ გამომიგზავნი!


ელგუჯა ციგროშვილი,
ქ.თესალონიკი.17.11.2016 წელი.
ელგუჯა ციგროშვილ ---ს პასუხად
// ფშაურ კოლოზე//
მცნებებს მიჰყევი გუჯაო,
,,მავნე" თემებს ნუ ეხები,
მე და შენ საქმე არ არი,
ვის როგო უჩან ფეხები...
თუმც ძაან დამაინტრიგა,
რადგან ვართ ერთის ჭკვისანი..
,,ავადმყოფ კადრს" რო მიაგნო,
ალბათ არ უნდა მისანი..
,,მოენე" უნდა ვიშოვნოთ,
მაგის მხრისა და მიწისა..
თვითონ არაფერს გვაჩვენებს
ერთგულ ექიმის ფიცისა..
პატ.გელა ციგროშვილი
17.11.2016
კაფიის პასუხად გელას !
/ფშაურ კილოზე./
1.ძმაო,ტყუილად ვირჯებით,
თუმცა ჩვენი ცდა დიდია...
ეს ჩვენი ლექს--კაფიები,
ამ ხალხს ფეხებზე ჰკიდია.
2. სიმართლეს ვიტყვი,არ მიყვარს
ფაქტების დამახინჯება...
თუმც მტვერში„ამოიგანგლა",--
გივიც ტყუილად ირჯება!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.19.11.2016 წელი.
ყველა რეაქცია:
11Eka Gigauri, ელგუჯა ციგროშვილი და 9 სხვა პიროვნება
No comments:
Post a Comment