Friday, April 11, 2025

ზღაპარი (ეძღვნება ვაჟა-ფშაველას), ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 მეგობრებო, ბატონი ამირან გოდერძიშვილის კომენტარით ვდებ ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლექსების კონკურსში ,,რამ შემქმნა ადამიანად" გამარჯვებულ ჩემს ლექსს. საოცარი ანალიზი გააკეთა ბატონმა ამირანმა ამ ლექსის, მადლობა მას.

ზღაპარი (ვაჟა-ფშაველას)
ლურჯია ჩემი ზღაპარი,
შიგ ჯადოსნური რაშებით,
ჭენებით ჩამოივლიან
სულ მზეჭაბუკი ვაჟები.
მათ შორის ერთი იქნება
ბრძენი, ჭკვიანი მინდია...
რომელსაც ,,სიბრძნე- სიცრუის"
ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია.
ისა გრძნობს, წუთისოფელი
ნათელია თუ ბინდია...
სწორედ ის ერთი მიყვარს და
სწორედ ის ერთი
მ ი ნ დ ი ა !
მაია დიაკონიძე
13.07.2021წელი
ამირან გოდერძიშვილი მაია დიაკონიძეს:
უკარგესი და უზადო,
ულამაზესი და უმშვენიერესი!!!!
,,აქ რომ იყოს დაგლოცავდა ვაჟა” და ასე შემდეგ.....!!!!!
,,მათ შორის ერთი იქნება
ბრძენი, ჭკვიანი მინდია...
რომელსაც ,,სიბრძნე-სიცრუის”
ტვირთი ბეჭებზე ჰკიდია”
ამ ორიოდე სიტყვაშია ლამაზად ჩატეული მინდიას მთელი მოღვაწეობა და მსოფლმხედველობა!!!!!
უფრო მოქნილი, უფრო ლაკონიური და უფრო ულამაზესია ამ ბრძენი მინდიას სახელის მაჯამური გარითმვა, რომელიც საოცარი მიგნებაა და ძვირფას მარგალიტად ზის ლექსში:
,,სწორედ ის ერთი მიყვარს და
სწორედ ის ერთი მინდია”!!!!
ამ რითმის ღირსებას და სილამაზეს სამი რამ განაპირობებს:
პირველი ის, რომ ლექსი ვაჟას ეხება და აქ მინდიას ხსენება და მასთან გარითმვა—- ბუნებრივია,
მეორე, ულამაზეს ლურჯ ზღაპარში, ლურჯ რაშებს მოაგელვებენ მზეჭაბუკი ვაჟები,
მზეჭაბუკია ყველა ისეთი, ციდან ვარსკვლავებს კრეფენ”
და ამ ვაჟებში პოეტი ირჩევს ერთადერთს, და ეს ერთადერთი სწორედ მინდიაა!!!!
მესამე და უმთავრესი,
ლექსში, როგორც კი გამოჩნდა მინდია, ავტორის სიმპატიები და კეთილგანწყობა მისკენ წარიმართნენ და მკითხველი ადვილად ხვდება , რომ მინდიაა მისი რჩეული და ლექსიც, მკითხველიც და ავტორიც მოითხოვს
მინდიას, ამიტომ უდიდესი პოეტური ოსტატობით, ფშაური კილო-კავების მოშველიებით იწერება მინდიას სამაჯამო რითმა, რომლის ანალოგი არც კლასიკურ და არც ხალხურ პოეზიაში არ მაგონდება!!!!
ამიტომ გულწრფელად ვულოცავ ჩვენს უნიჭიერეს პოეტს, ქალბატონ მაია დიაკონიძეს ამ ძვირფასი ლექსის შექმნას და ღირსეულ დაფასებასაც!!!!
ამირან გოდერძიშვილს
ბატონო ამირან, თქვენ ისეთი სიღრმისეული ანალიზი გააკეთეთ ამ პატარა, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროს მომცველი ლექსის, რომ აღფრთოვანებული ვარ! მართლაც, ვაჟას პოეზია ჩემთვის უკვდავების წყლის წყაროა, დაუშრეტელი, სვამ, სვამ წყალს და არ ილევა, ასაზრდოებს თითოეულ ქართველს, თუკი მისი ერთი პოემა, ერთი ლექსია მაინც წაუკითხავს. ვაჟა მზეჭაბუკია, რომელმაც საქართველოს გადარჩენის ტვირთი უნდა ზიდოს თავისი შემოქმედებით, რომელშიც თავმოყრილა მამა-პაპის დანატოვარი სიბრძნე... ხურჯინგადაკიდებულ ვაჟას სწორედ საუნჯე და განძი ჩამოჰქონდა მთიდან ბარში, შეურყვნელი, შეულახავი სიწმინდე, რომელიც მთაში შემორჩენილიყო. იხარეთ, ასეთი შესანიშნავი კომენტარით, უფრო ღრმად ჩამახედეთ ჩემს აზროვნებაში, რომელიც მოულოდნელად ასეთ ლექსებს მჩუქნის ხოლმე. თქვენდამი დიდი პატივისცემით და სიყვარულით
მაია დიაკონიძე
8.04.2025 წელი

No comments:

Post a Comment