მე და თოჯინა
ჩემს თოჯინას კაბას ვაცმევ,
თვითონ იზამს ამას განა?!
მზიან დილის მე ვარ მაცნე,
თვალს მოხუჭავს, რომ დავაწვენ,
ლოგინში რომ იყოს მშვიდი,
,,ნანას" ვუმღერ 9 საათზე,
ხმას მაყოლებს ქარი ფშვინვით.
ჩვენ ზღაპრებში ვათევთ ღამეს,
გვესიზმრება დიდი ბურთი,
ნაყინსაც ვჭამთ, თანაც რამდენს!!!
და მადლობას ბებოს ვუხდით.
მაია დიაკონიძე
11.04. 2025 წელი
No comments:
Post a Comment