შენ მითხარი!
შენ მითხარი, რომ დედოფალს ვგავარ,
ვბრწყინავ ისე, როგორც ცვარი ვარდზე,
ლამაზებშიც გამორჩევით სხვა ვარ,
შენ ამბობ, რომ ავაზა ვარ ჭრელი,
წინწკლებს მითვლი, ქათიბს ეფერები...
მატყვევებენ ეგ თვალები მწველი
და მათ მიღმა გულის ნადებს ვხვდები.
აშკარაა, ცელქი ვნება გვიტევს,
ჩვენს ნაზ ჩურჩულს შორს წაიღებს ქარი,
სიყვარული მთელ სამყაროს იტევს
და ცხოვრების აზრიც ხომ ეს არი!
მაია დიაკონიძე
11.10.2023 წელი
No comments:
Post a Comment