Tuesday, March 11, 2025

იმედი ჯახუას და თამრიკო იაშაღაშვილის ლექსების შესახებ

 ასეთი საოცრებები თუ ხდებოდა, არ მეგონა. დაიდო აწ გარდაცვლილი პოეტის- იმედი ჯახუას ლექსი, რომლის პირველი სტროფი სიტყვა-სიტყვით ჩემი სუდენტობისდროინდელი მეგობრის - თამარ იაშაღაშვილის ლექსის სიტყვა-სიტყვით გამეორებაა. მთელმა ჯგუფმა ზეპირად ვიცოდით. გაგრძელება თამრიკოს ლექსის არ მახსოვს, მაგრამ ეს პირველი სტროფი ჩემმა დებმაც კი იცოდნენ ზეპირად და ინტერნეტშიც არაერთხელ დამიდია. რა საოცრებაა, 1979-1984 წლებში ვსწავლობდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თამრიკო ვერსაიდან ვერ გადმოიღებდა ამ ლექსს, ბავშვობიდან წერს ლექსებს. გამოდის, შეიძლება ერთნაირი ლექსები დაწერონ ადამიანებმა?!

წვიმს, სანატრელო, წვიმს!
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
▪️დარწყულებული მოლოდინისა
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
იმედი ჯახუა

იმედი ჯახუა, პოეტი, წვიმს, სანატრელო წვიმს

იმედი ჯახუა (1950 - 2011) - პოეტი.

იმედი ჯახუა დაიბადა 1950 წლის 7 მარტს. მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე.
იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სკოლებში, მუშაობდა გამომცემლობაში – რედაქტორად, საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებაში – კოორდინატორად და ყველგან მშობელი ქვეყნის სიცოცხლის ინტერესებს ემსახურებოდა.
იმედი ჯახუას ლიტერატურული ნათლობა 1964 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „პიონერში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „სადღეგრძელო“. მას შემდეგ იმედი ჯახუას ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა სალიტერატურო პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ქართველი მკითხველი მუდამ ინტერესით ეცნობოდა მის ისეთ პოეტურ კრებულებს, როგორიცაა: „გულის გალავანი“, „კვლავაც მაღლდება“, „ფიქრთაცვენა“, „ჭყონდიდური გვირგვინი“, „მინაწერი ცადსაფრენ წერლებზე“, „სიყვარულის საუკუნე“.
გარდაიცვალა 2011 წელს.

წვიმს, სანატრელო, წვიმს!
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
▪️დარწყულებული მოლოდინისა
წვიმს, სანატრელო, წვიმს!..
- ეშველათ მწყურვალ ველებს...
მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...
ძლივს... როგორც იქნა... ძლივს...
- წლების, წვალების მერე...
თვალებს ნუ დახრი ძირს -
ნუ დამიმალავ ცრემლებს...
- ცრემლზე ვინ ეტყვის ძვირს
თვალებს, ვერმონაფერებს?..
როგორღა ვწამებ ცილს
გულს - ბარტყივით რომ თრთის...
ყელს - მარგალიტთა ღირსს...
თმებს - მზეგარეულ ღელეს?!.
- ვის შევლეოდი, ვის?..
- შენ, სანატრელო?.. მერე?!.
წვიმს... როგორც იქნა, წვიმს...
და დარწყულებულს (ძლივს!..)
ველებს - ფერთაგან მწირს,
რომ დაუბრუნებს ფერებს,
- მოხვალ, სველსა და ცივს,
მხრებზე დამაწყობ ხელებს...

Monday, March 10, 2025

 ამიტაცებს მეცხრე ტალღა

და თეთრ მკლავებს გავშლი ზღვაში,

შემოვირტყამ ოქროს ქამარს,

ზევსი მეტყვის: ,,მშვიდობაში".

თმებში მიჩანს ალმასები, 

ზურმუხტები, ფირუზ-ლალი,

სიხარულით ანავსები

ნაპირს მივადგები ქალი.

შენ შემხვდები ნაგრიგალარს,

ნამეწყრალს და ნასტრიქონებს,

პოეზიის ამ ჩემს ალამს,

გადავცემ ზღვის სტიქიონებს.



სახუმარო, ლექსს ვერ დავწერ...

 სახუმარო

ლექსს ვერ დავწერ, მით უმეტეს შედევრს,
და ციებამ გამატანა ძვლებში,
კარგი იყო მეც მეცხოვრა ედემს,
ვინ იცოდა მაშინ ზმა და ლექსი.
ახლა თითქოს მოგვემატა გონი,
პოეზიის ვეზიარეთ ჯადოს,
გამგონი ჰყავს ლექსებს?! არა მგონი!
თავის ლექსის დგანან სადარაჯოდ.
მაია დიაკონიძე
10.03.2025 წელი

Sunday, March 9, 2025

პატრიოტული, მინიმა

 ჯანი გავარდა ევროპას,

ჯანი გავარდა აზიას,

რა ვუთხარ ისეთ მეგობარს,

წაიღო რაც ლამაზია,

ეს მიწა-წყალი ძირძველი,

მთელი სამყაროს ფასია!

.

გალაკტიონის ,,მე და ღამე" ანალიზი

როდის და როგორ იწერება ლექსი? რა ასაზრდოებს პოეზიას? ამ კითხვებს ხშირად სვამენ მკითხველნი და შემოქმედნიც ათასნაირად პასუხობენ.

პოეზიის შექმნის მისტერია კი კვლავ საიდუმლოდ რჩება.

სწორედ ამ საიდუმლოს გვაზიარებს გალაკტიონი ამ ლექსში.

1914 წელს გამოცემულ გალაკტიონის ლექსების პირველ კრებულს, (რომელშიც „მე და ღამეც” დაიბეჭდა) ტიციან ტაბიძე გამოეხმაურა წერილით და გალაკტიონს მარტოობის ორდენის კავალერი უწოდა. ტიციან ტაბიძემ გაიმეორა ცნობილი ფრანგი სიმბოლისტის, სტეფან მალარმეს, სიტყვები, ნათქვამი ფრანგ პარნასისტ პოეტ ვილიე დე ლილ ადანზე: „ჩვენთან არავინ მოსულა ასეთი უცნაური ჟესტით, გაქანებული ილუზიის ქარით, უხილავი ნაბიჯით, როგორც ეს უჩვეულო და უტეხი ჭაბუკი, რომელიც ამბობდა: აი, მეო! ჭაბუკობისას არავისთვის გაუმჟღავნებია მას ის ბედისწერა, სადაც ანათებს აზრის ბრწყინვალება, რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილია მის მკერდზე მარტოობის ორდენის ბრილიანტით”.

ტიციან ტაბიძე საქართველოში მარტოობის პირველ კავალრებად ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მამია გურიელს მიიჩნევდა, გალაკტიონ ტაბიძეს კი – ამ ორდენის ყველაზე გამორჩეულ რაინდად. მართლაც, „მე და ღამე”  ყველაზე უფრო მეტად გამოხატავს პოეტის  მარტოობასა და სულიერ ობლობას. გალაკტიონი მხატვრული სახეების კონტექსტში წარმოაჩენს სასოწარმკვეთ მარტოსულობას, რაც განსაკუთრებით შუაღამისას, სიჩუმისა და იდუმალების ფონზე უფრო მძაფრად ვლინდება.

ეს ლექსი ეხმიანება ბარათაშვილის „სული ობოლს”. აქაც იგივე ტკივილია, იგივე ნაღველი, იგივე სიძნელე მარტოსულობისა და უნუგეშობისა, ადამიანთა უნდობლობისა და გაუტანლობისა. რა იწვევს სულიერი ობლობის ამ მტანჯველ განცდას, რომელსაც ვერ ანელებს „სიამენი სოფლისა”. რა აქცევს პოეტს, ამ ყველასგან გამორჩეულ ადამიანს, ღვთის ნიჭით მომადლებულ კაცს კრულად, დაწყევლილად. იქნებ, უპირველესად, სწორედ ნიჭი შემოქმედებისა.

პოეტი სულიერი ობლობის გაუსაძლის ტკივილს ფურცელზე უმშვენიერეს სტრიქონებად ამოწერს, ამით ტანჯვას ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს. ამიტომაცაა, რომ ეს ნაღველი გიზიდავს, რადგან იგი მხოლოდ ტკივილი აღარაა, არამედ მშვენიერებაა, რომელიც სულიერად  განწმენდს და ამაღლებს ადამიანს.

გალაკტიონის ერთ წერილში ვკითხულობთ: „ბოდლერს აქვს ერთი შესანიშნავი ლექსი, რომელსაც ჰქვია „ლოცვა-კურთხევა”, მაგრამ აქ არავითარი კურთხევა არ არის, აქ არის მხოლოდ წყევლა და მხოლოდ წყევლა…  ლექსი გამოხატავს მგოსნის ამქვეყნად მოსვლას, დაბადებას. ღვიძლი დედისთვის მგოსანი არის მარტოოდენ საგანი გაკვირვებისა და ზიზღისა – დედას რცხვენია საკუთარი შვილის ყოლა. მგოსანი იტანს დაცინვას სულელებისგან, იტანს შურსა და სარკაზმს. მგოსანი ხანდახან მსხვერპლი ხდება რომელიმე სისხლისმსმელი დალილასი, რომელიც თავისუფლებას მისცემს მას შემდეგ, რაც უკანასკნელ სისხლს ამოსწოვს” (გალაკტიონი „ძვირფასი საფლავები”).

„მე და ღამის” მარტოობის უნუგეშობაში სწორედ  ეს „წყევლაც” იგულისხმება. პოეტი იკეტება საკუთარ შინაგან სამყაროში, რათა განერიდოს ყოველდღიურობის ეკლებს, წარმავლობის სასტიკ ბრჭყალებს და როგორმე დაიცვას თავი სულიერი განძარცვისაგან.

„მე და ღამის” ფონი  შუაღამეა. ფერადოვნებისაგან, ერთი შეხედვით, დაცლილი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი თვალისთვის. მთვარით დაფენილ სხივებში საგნები დღისგან განსხვავებული ფერადოვნებით მოჩანან. თანაც, შუაღამე იხსნება შინაგანი მზერისთვის და თვალები ხედავენ დაუნახავსა და გამოუთქმელს. ლექსში არა რეალური, არამედ სულიერი პეიზაჟები მოჩანს, არანაკლებ თვალწარმტაცი და მიმზიდველი. თვითონ გალაკტიონი ერთგან წერდა: „განა შუაღამეს არა აქვს თავისი განსაკუთრებული სილამაზე. როგორც, მაგალითად, მზის ამოსვლას”. ამ თვალსაზრისით, გალაკტიონს განსაკუთრებით მოსწონდა ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ”.

შუაღამე თითქოს ამძაფრებს იმ საიდუმლოს, რომელიც დღის სინათლეზე მტანჯველ კითხვებად გამოიკვეთება: რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი? გალაკტიონისთვის იდუმალება ყველაზე ძვირფასი რამ იყო, ამიტომაც მის ყოველ ლექსში არის უცნაური, „გაუგებარი”, აუხსნელი სახეები და სიმბოლოები. გალაკტიონი ამის თაობაზე თვითონ წერდა: „ბევრი მგოსანთაგანი, რომელიც კი არის ღირსი ამ საღვთო სახელის ტარებისა, სამწუხაროდ, ჩვეულებრივ იმით კმაყოფილდება, რომ შეაქვს ლექსებში სინათლე, ფერები და მუსიკა, მაგრამ ძალიან ძვირად ღვრის მასში იმ საიდუმლოს წვეთებს, რომლებიც ასე უხვადაა დაფრქვეული ბარათაშვილის ლექსებში”.

ამ თვალსაზრისით, გალაკტიონი, ერთი მხრივ, ხვდება ბარათაშვილს (რომანტიზმი), რომელმაც საიდუმლოს მისტიკურ ფენომენს სულიერი ტკივილების გამოსახატავად მიმართა, მეორე მხრივ, სიმბოლისტებს, რომელთაც მთელი სამყარო სიმბოლოებში დაშიფრულ საიდუმლოდ გამოაცხადეს.  „მე და ღამის”, ერთი შეხედვით, რეალისტური სახეები, თანდათან რომანტიკული განწყობებით იბურება და ჩნდებიან სიმბოლოები. ყველაზე დიდი საიდუმლო თვითონ შუაღამეა (წუთისოფლის სიმბოლო), რომელიც გაჟღენთილია მზის მოსვლის (ღვთის მოლოდინის) რწმენით.

შუაღამე, სიმბოლურად, პოეტისთვის საკუთარი სულიცაა, რომლის ბნელ კუნჭულებსაც გულდასმით მოიხილავს. ამ თვალსაზრისით, ლექსი ერთგვარ რელიგიურ მედიტაციადაც შეიძლება გავიაზროთ, როცა პოეტი ღრმავდება საკუთარ სულში  საკუთარი თავისვე შესაცნობად. დელფოს სამისნოს ცნობილი წარწერა „შეიცან თავი შენი” აქაც თითქოს წინ მიუძღვება პოეტს, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა შეიძლება იქცეს სამყაროს „ახსნის” საფუძვლად. გალაკტიონი კი თავისი პოეზიით სწორედ ამისკენ მიისწრაფვის, რომ ჩასწვდეს სამყაროს არსს, სიცოცხლის საზრისს და ამ გზით საკუთარი „მეს” ამქვეყნიური დანიშნულება გაიაზროს. ასე რომ, ლექსის ამგვარი ინტერპრეტაციისას, წინა რიგში ერთგვარი მისტიკური განცდები წამოიწევს.

შუაღამის ფენომენი, საერთოდ, მრავალმნიშვნელოვანია და მკითხველს სხვადასხვაგვარი ახსნისკენ უბიძგებს. დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის ნათქვამი რომ გავიხსენოთ, „მოვა შუაღამე, როცა ყველამ თავისი ნიღაბი უნდა მოიხსნას”. გალაკტიონიც „მე და ღამეში” თითქოს ნიღაბს იხსნის და საკუთარ თავსვე წარუდგება შიშველი და ნამდვილი სახით. თუმცა, მტანჯველია საკუთარი სულის „ბნელ კუნჭულებში” შეხედვა, მაგრამ ეს ერთგვარად განმწმენდი და ამამაღლებელია.

„ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება“.

პოეტი მეტაფორით წარმოაჩენს გარემოს – „შუაღამე იწვის, დნება“. შუაღამე, საზოგადოდ, დიდი საიდუმლოს გამხელის ჟამია. გავიხსენოთ, საღვთისმეტყველო „მზე შუაღამისა” – ღვთის სიმბოლო.

პოეტს, ფიქრებისგან რომ ვერ დაუღწევია თავი, მოსვენება დაუკარგავს, ვერ იძინებს. მას, ადამიანებისგან გარიყულს, ბუნება ეგულება ნუგეშად: სიო უამბობს ველთა ზღაპარს. პოეტს ესმის ბუნების ენა. გავიხსენოთ ბარათაშვილი: „მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო, უსაკოთაც და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა, არს მნიშვნელობა მათის საუბრის” („ჩინარი”).

ეს არის პოეტის რომანტიკული განცდა – მას ბუნება თანაუგრძნობს, ემეგობრება. ეს არის უანგარო მეგობრობა, რადგან ბუნება მარადის ერთგულია, უღალატო და არაფერს მოითხოვს მისგან.

„მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,

სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს“.

პოეზიისთვის და განსაკუთრებით გალაკტიონის პოეზიისთვის დამახასიათებელია საოცარი მუსიკა, რომელიც იქმნება კეთილხმოვანი რითმებითა და რიტმით. აქ პარალელური რითმებია. ეს ჯადოსნური ძალა მუსიკისა ისეთი ძლიერია, მაგიურია, რომ ხშირად მსმენელი უპირველესად მას აღიქვამს და აღარც მისდევს აზრს. განიცდის რაღაც ამაღლებულს, რომელიც ადამიანს მიწას მოწყვეტს და ზეცას მიაახლებს.

აქაც მთვარე იდუმალების ბურუსით მოსავს ირგვლივ ყოველივეს. მისი შუქი საბანივით ეფარება მიწას. ეს საბანი ვერცხლისფერია. იდუმალების განცდას ამძაფრებს სურნელი, რომელსაც იასამანი აფრქვევს. ასე რომ, ყოველივე  ხელს უწყობს იმას, რომ პოეტმა ერთგვარი ექსტაზი განიცადოს, ყოფის ჩვეულებრივ მდინარებას თავი დააღწიოს და ჩაღრმავდეს საკუთარ თავში. ლექსში მეტაფორითა და შედარებებით არის წარმოჩენილი სათქმელი:

„ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,

ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული”.

პოეტი ერთმანეთთან აკავშირებს თავის ლექსსა და ზეცას. ორივე გრძნობებით არის სავსე, ოღონდ ამას შედარებებით გამოხატავს. ცა გრძნობებით ისეა სავსე, როგორც ლექსი – რითმებით, ან როგორც სავსეა პოეტის გული „უხვ გრძნობებით”.  ხოლო  ეს კავშირი პოეტის გულსა და ზეცას შორის იდუმალია, ამიტომაც არის ირგვლივ ყოველივე საიდუმლო შუქით დაფარული, შესუდრული.

„დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,

არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ“.

პოეტი საუბრობს საიდუმლოზე, რომელსაც არავის უმჟღავნებს. აქ ყურადღებას იქცევს: „ნიავსაც კი არ ვაკარებ”. ლექსის წინა სტრიქონებში კი საუბარი იყო იმაზე, თუ სიო ველთა ზღაპარს როგორ უამბობდა, თუმცა აქ სხვაგვარადაა. ამ საიდუმლოს ნიავსაც კი არ ანდობს.

გვახსენდება ბარათაშვილის სტრიქონები: „მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულის მე საიდუმლო”  („მერანი”).

„რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული“.

საერთოდ, მეგობრებისადმი უნდობლობა გალაკტიონის პოეზიაში არაერთხელ არის გამოხატული. გავიხსენოთ: „ოჰ, ჩემი გული ბევრს დაიმონებს, მეგობრები კი არ მეყვარება” („შენ ერთი მაინც”), ან „მე მიღალატეს ძველმა რითმებმა, ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს” („სიბერე”).

ამგვარ უნდობლობას განაპირობებდა რეალური ცხოვრება, სავსე მლიქვნელობით, პირფერობით, შურით, სიხარბითა და ღალატით. ბარათაშვილიც ხომ ასეთივე გულდაწყვეტით წერდა მაიკო ორბელიანს: „ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა? სად მიიდრიკოს თავი?” მსგავსი გულგატეხა გალაკტიონსაც ხშირად ჰქონია. ამ უმეგობრობისა და სულიერი ობლობის დასტურია გალაკტიონის თვითმკვლელობის მცდელობა, რომელზედაც ნოდარ ტაბიძე გვიამბობს, რომ 1909 წელს 18 წლის გალაკტიონმა კარბოლმჟავა დალია და თავი მოიწამლა. საბედნიეროდ, დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს. ამ დროს გალაკტიონი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. უფრო გვიან კი, 1959 წ. 17 მარტს, კვლავ თვითმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე. არავინ იყო, ალბათ, გვერდით, რომ ეთქვა: „რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსაო” (რუსთველი).

გალაკტიონის ეს „უმეგობრობა” შეიძლება სხვანაირადაც გავიაზროთ, როგორც საკუთარი თავიდან  გარეთ გასვლის წადილის უქონლობა. „გარეშე” თითქოს დაარღვევს იმ სიმყუდროვეს, რომელიც მას საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას აქვს მოპოვებული. საკუთარ თავთან „დიალოგში” სხვისი ჩართვა შეუძლებელია. ეს არის თვითჩაღრმავების მტკივნეული პროცესი.

გალაკტიონისთვის პოეზია ცხოვრებაზე უფრო რეალური განზომილება იყო. აქ, წარმოსახულ სამყაროში იგი  ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, აქ მისი ოცნება ფრთებს ისხამდა, ხოლო მეგობრად და მანუგეშებლად მთელი სამყარო ევლინებოდა. „მე და ღამის” მიხედვით კი, უპირველესად, სარკმლით მონაქროლი სიო, რომელიც ველთა ზღაპარს უამბობს, მთვარე, რომელიც ირგვლივ ვერცხლის სხივებს აფენს და იდუმალების ბურუსში ახვევს ყველაფერს, სარკმლის წინ დარხეული იასამანი, თავბრუდამხვევი სურნელით რომ აბრუებს. ამ სამყაროში იგი მეფეა და შემოქმედი. ვაჟა-ფშაველა გვახსენდება, „სიმღერაში” რომ წერს, სიღარიბით ვარ ცნობილი, მაგრამ „მთლად მე მეკუთვნის ქვეყანაო” და, ამგვარად, რეალურ-მატერიალურ სიღატაკეს მთელი ქვეყნის შემოქმედებითი მფლობელობის ამაყსა და დიდებულ განცდას უპირისპირებს.

გალაკტიონის „მე და ღამის” ფიქრის ნაკადი სულის სიღრმეში მიედინება, იმ საიდუმლოსკენ, რომელსაც პოეტი ვერავის გაუმხელს და ვერც ვერავინ გაამხელინებს (ვერც საყვარელი ქალი, ვერც უამესი წუთები…). ეს საიდუმლო მის გულში „საუკუნოდაა” შენახული და სამარეში ჩაჰყვება. ეს საიდუმლო მხოლოდ მარადისობისთვისაა გახსილი, ამიტომაც გაუგებარი იქნება კონკრეტული დრო-სივრცისთვის. ეს საიდუმლო პოეტს სამყაროსკენ უხსნის გზას, მისი შუაგულისაკენ, მასთან შესარწყმელად. ეს საიდუმლო აქცევს გალაკტიონს პოეტად, შემოქმედად, თუმცა, ამ საიდუმლოს დაშიფრულად, სიმბოლოებით, პოეტური სახეებით თავის პოეზიაში განფენს. მხოლოდ ღამემ იცის მისი საიდუმლო, თეთრად გათენებულმა ღამემ, იცის მისი წამებისა და ტანჯვის, მისი სულიერი ობლობის შესახებ.

სწორედ შუაღამისას უნდა დაიწეროს ლექსი, ე. ი. პოეტი სწორედ ასეთი თვითჩაღრმავებისას უნდა მიემსგავსოს ღმერთს და საკუთარ თავში გამოავლინოს თავისუფალი ნება და უკვდავების წყურვილი. თითქოს ცარიელდება მთელი სამყარო და ერთმანეთის პირისპირ რჩებიან მხოლოდ ორნი: პოეტი და ღამე – იდუმალებით სავსე და ვრცელი ორი სამყარო, ერთმანეთის სიღრმეებს რომ განწონიან და ერთმანეთში ირეკლებიან.

აქ აღარ არის ღამე ილიასეული განცდით, ღამე, როგორც უმოძრაობისა და ბოროტების სიმბოლო (გავიხსენოთ „მგზავრის წერილები”), პირიქით, გალაკტიონის შუაღამე სულიერი აქტივობის, თავბრუდამხვევი სულიერი მოძრაობის, შემოქმედებისა და აღმაფრენის დროა. ამ დროს ხომ ყველაზე მძაფრად შეიგრძნობა მარტოობის სიტკბო-სიმწარე.

ამ განწყობილებებს ეხმიანება შარლ ბოდლერის, გალაკტიონის სათაყვანო ფანგი პოეტის, ერთი ლექსი პროზად „ღამის პირველი საათი”, რომელშიც ვკითხულობთ: „ბოლოს და ბოლოს ძლივს მარტი დავრჩი! ქუჩიდან რამდენიმე დაგვიანებული, ქანცმილეული ეკიპაჟის ხმაურიღა მოისმის. სიმშვიდეში თუ არა, მდუმარებაში მაინც გავატარებ რამდენიმე საათს. ძლივს მეღირსა მარტო დარჩენა.  ადამიანთა სახეების ტირანია დამთავრდა. ასე რომ, ახლა მარტოოდენ საკუთარი თავიღა დამტანჯავს…”. „ყველაფრით უკმაყოფილოს, საკუთარი თავით უკმაყოფილოს, რარიგ მსურს გამოვისყიდო ყოველივე და მცირეოდენი ხალისი მაინც ვპოვო ღამეულ სიჩუმესა და სიმარტოვეში! სულნო, ვინც მიყვარდით, სულნო, ვისაც გიმღერდით, განმაძლიერეთ, განმამტკიცეთ, განმარიდეთ სიცრუე და ხრწნადი ოხშივარი ამა სოფლისა, ხოლო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ჰყავ წყალობა და შემეწიე რამდენიმე მშვენიერი ლექსის შექმნაში, რითაც მე დავუმტკიცებ ჩემს თავს, რომ არა ვარ კაცთა შორის უკანასკნელი და არც მათზე მდაბალი, ვინცა მძულს!”

ამა სოფლის „ხრწნად ოხშივარს” განრიდებული, თავის თავსა და საიდუმლოსთან მარტო დარჩენილი გალაკტიონიც, ღვთის ძალით და შემწეობით, მთლიანად ეძლევა შემოქმედებას. ამ ლექსით, როგორც ტიციან ტაბიძე წერს: „გალაკტიონი თითქოს შენში ტირის შენივე თვალებით” და „ამღერდება სიჩუმე და მარტოობა მწუხარე ღამეში”.

მიუხედავად ღამის ამგვარი თაყვანისცემისა, გალაკტიონისთვის უპირველესი საკუთარი „მეა”. სწორედ ამ „მედან” იბადება ეს პოეტური ღამე, რომელიც გაშლის თავის იალქნებს და პოეტს ოცნების მხარეში სამოგზაუროდ წაიყვანს. დილით კი ფრთებს დაკეცავს და დღის ამაოების ზვირთებში ჩაიკარგება. ხსოვნა კი ღამისა, პოეტური აღფრთოვანების წამებისა, საიდუმლოდ ჩაიმარხება პოეტის სულის „ბნელ კუნჭულებში”. მერე კი ისევ, როდესაც შუაღამე კვლავ „დაიწვება”, ყველაფერი კვლავ „გაცოცხლდება” და სიჩუმეც ამღერდება.

შემთხვევითი არც ისაა, რომ პოეტი ახსენებს „წვას” და „დნობას”, რაც, უპირველესად, ანთებული სანთლის ასოციაციას იწვევს. ამგვარად, განათებული ღამე შეიძლება რწმენის სიმბოლოდაც გავიაზროთ, პოეტის გულში გაჩენილი საიდუმლო კი – ღმერთთან მიახლების წადილად. სიყვარულით, სასოებითა და რწმენით განათებულ, გადათეთრებულ ღამეში პოეტი ბუნებას ერწყმის, ესმის სიოს ენა და „ველთა  ზღაპრებს” აყურადებს. მთვარის სხივებით შევერცხლილი არემარე კი ჯადოსნურ ელფერს იძენს. და პოეტი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შემოქმედებითი ენერგიით ივსება.

საზოგადოდ, გალაკტიონისთვის მთვარე შემოქმედების ცინცხალი და გემოტკბილი წყაროა. მუზები თითქოს სწორედ მთვარიდან ეახლებიან, ამიტომაც არის, რომ როგორც ცა არის დასერილი სხივებით და სავსე გრძნობებით, ასევეა მისი ლექსიც რითმებით გალამაზებული. მთვარის სახე უფრო მეტ სიღრმესა და იდუმალებას გალაკტიონის შემდეგ დაწერილ ლექსებში შეიძენს. მათ შორის, უპირველესად, „მთაწმინდის მთვარესა” და „სიკვდილი მთვარისაგან”.

ლექსი უმშვენიერეს მელოდიას ემსგავსება, ბეთჰოვენის „მთვარის სონატის” შორეული ასოციაციით. სამყარო გულს იხსნის და პოეტი ჭეშმარიტებას ეზიარება, მაგრამ მხოლოდ ტანჯვისა და ვნების, გაუსაძლისი მარტოობისა და სულიერი ობლობის ფასად. ამ შუაღამის „ხილვას” პოეტი საიდუმლოდ ინახავს, რადგან იგი არც გაიმხილება. დღის სინათლე მას გააფერმკრთალებს, სიცხადე კი ჯადოსნურ ძალას დაუკარგავს. ამგვარად, ღამე პოეზიის სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ, ხოლო სულიერი ობლობა – შემოქმედების მტანჯველ იმპულსად.

 

 ვიღაცას თავი ჰგონია რაღაც,

ამ დროს კაცია პოლიფონია,

ჩვენში შემოდის აკაკიც, ვაჟაც,

სუყველანი ვწერთ დიდ ისტორიას.


განვსაზღვრე ტენდენციები

 ***

განვსაზღვრე ტენდენციები,
აღარც ჰყეფ, აღარც ხმაურობ,
ძილს თავი რაზედ მიეცი,
ჩემო მჩქეფარე მამულო?!
ყინვამ თუ შეგკრა არტახით,
მოგეშვას, არის სათუო,
თავზე არაგვი გადაგდის,
ის გიწვევს კვლავ სახმაუროდ.
მაია დიაკონიძე
9.03.2025 წელი

ტირილით მიხმობს (პატრიოტული)

 ტირილით მიხმობს...

მამა-პაპათა სასაფლაოზე
სიჩუმე დგას და ძეძვი მძვინვარებს,
ქვაზე ამოსულ ერთ დიდ ხაოზე
ყაყაჩო მოჰგავს ცად ნაზიარებს.
სულ ჩაქრობიათ თვალები სულებს,
ღამ-ღამ სოფლის პირს ნახეტიალებს,
უსმენენ სახლებს, მათ კვნესას ულევს,
ქარებს რომ მოაქვთ ოხერტიალებს.
წამოქცეულა მაგიდა სკამით,
ერთ დროს აქ შვილებს უყვარდათ ჯდომა,
ბალახში სევდით დგას დოქი ჯამით,
შორიდან ისმის ტურების მოთქმა.
მიტოვებული საფლავებია
და საქართველოს სული მძინარი,
,,ნუთუ სამშობლო არ გყვარებია?!"
ჭრიალით მიხმობს ჭის ოწინარი.
მაია დიაკონიძე
7.03.2025 წელი

Saturday, March 8, 2025

მინიმა (სატრფიალო)

 შენთვის ქალი ვარ ბროლები,

თვალები საფირონები,

ფეხწინ მეგება მოლები,

გული მაქვს აუწონები,

თუ ჩემი ცეცხლით დაიწვი,

ხსნას ნუღარც დაელოდები.

მაია დიაკონიძე

13.09.2021 წელი

,

Friday, March 7, 2025

ვინ დაგვითვლის?!

 ვინ დაგვითვლის...

ჩემს წილ მიწას, ჩემს ცის ნაგლეჯს
მუდამ გულში დავატარებ,
და ვუსინჯავ ვაზებს მაჯებს,
ცოლიკაურს, ციცქას, ატენს.
მე იმათი სისხლი მიდუღს,
როგორც ყველა ნამდვილ ქართველს,
რომ მივწვდებით ამ ცისკიდურს,
ვინ დაგვითვლის მერე ამდენს?!
მაია დიაკონიძე
7.03.2025 წელი

ხარისთვალავ


ხარისთვალა
ლამაზი ხარ ხარისთვალავ,
ვით ყვითელი ბადახში,
აკიაფებ ყველას თვალთა,
ცეცხლს დაანთებ ღადარში
ხარისთვალა რად დაგარქვეს,
თვალებს ვუმზერ ხარისას,
ბალახსა ძოვს ისიც აქვე,
ერთგულია კაცისა.
მონდომება, სიყვარული,
მის თვალებში წერია,
შენც ამ მიწას მიეც გული,
მდელო თუ ეწერია.
მაია დიაკონიძე
6.03.2025 წელი


ტირილით მიხმობს...(პატრიოტული)

 ტირილით მიხმობს...

მამა-პაპათა სასაფლაოზე
სიჩუმე დგას და ძეძვი მძვინვარებს,
ქვაზე ამოსულ ერთ დიდ ხაოზე
ყაყაჩო მოჰგავს ცად ნაზიარებს.
სულ ჩაქრობიათ თვალები სულებს,
ღამ-ღამ სოფლის პირს ნახეტიალებს,
უსმენენ სახლებს, მათ კვნესას ულევს,
ქარებს რომ მოაქვთ ოხერტიალებს.
წამოქცეულა მაგიდა სკამით,
ერთ დროს აქ შვილებს უყვარდათ ჯდომა,
ბალახში სევდით დგას დოქი ჯამით,
შორიდან ისმის ტურების მოთქმა.
მიტოვებული საფლავებია
და საქართველოს სული მძინარი,
,,ნუთუ სამშობლო არ გყვარებია?!"
ჭრიალით მიხმობს შინ ოწინარი.
მაია დიაკონიძე
7.03.2025 წელი


,












Wednesday, March 5, 2025

ჩვენს დასათხოვარ თავმჯდომარე გოგონებს! (ფშაურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

რა ბედნიერებაა, როდესაც 44 წლის წინ დაწერილ თქვენს პატარა ჩანაწერს, ლექსს ვინმე შეინახავს! ქალბატონ ქეთევან ხეცურიანს შეუნახავს ბატონი ელგუჯას ეს შესანიშნავი საჩუქარი - პატარა მიძღვნა.
ჩვენს დასათხოვარ თავმჯდომარე გოგონებს!
(ფშაურ კილოზე)
შავწუხდი თქვენზე დარდითა,
ცრემლი ჩამამდის თვალზედა,
რაადრა არ დასთხოვდებით,
არ ჰფიქრობთ მომავალზედა?
რას გარგებთ პლენუმზე ყოფნა,
არ არღვევთ ამ ძველ ჩვევასა,
აქ ჯდომა არას შაგმატებსთ,
მე მოგცემთ კაი რჩევასა:
- ქაშვეთში წადით, მოძებნეთ,
იქ ხატი ქრისტეს დედისა,
იმას დაუნთეთ სანთელი,
გახსნა შასთხოვეთ ბედისა.
ავტორის კეთილი სურვილებით,
ელგუჯა ციგროშვილი
თბილისი, XIII პლენუმი
21.04.1981 წელი

მაიას რჩევები:

 მაიას რჩევები:

1. ნურასოდეს აწყენინებთ ადამიანს და თუ აწყენინებთ, ეცადეთ გამოასწოროთ, თორემ შეიძლება იმ ერთმა სხვისთვის მიყენებულმა დიდმა გულისტკენამ გაგიყენოთ ჯოჯოხეთის გზას, აუცილებლად ითხოვეთ შენდობა და პატიება.
2. არაფერია იმაზე მეტი დანაშაული, ვიდრე გულუბრყვილო ადამიანი მოატყუო.
3. თქვენი სიმართლე შეიძლება სხვისთვის დიდი ტყუილი იყოს. ჭეშმარიტება მხოლოდ ღმერთმა იცის. ნუ აწყენინებთ ადამიანს იმის გულისთვის, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ, ვინაიდან შეიძლება თქვენ ცდებით და არა ის.
4. სიყვარულისთვის არაფერია უცხო, მაგრამ სიყვარული უცხოა ბევრისთვის.
5. თუ ადამიანი გაღიზიანებთ, ესე იგი არ გიყვართ, განერიდეთ, რომ მეტი დანაშაული არ ჩაიდინოთ მის წინაშე.
6. ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი თავი, შეეცადეთ მაინც, რადგან რისხვა და მძვინვარება არასოდეს ყოფილა დადებითი შედეგების მომტანი ადამიანურ ურთიერთობებში.
7. გიყვარდეთ ყველა, ისინიც კი, ვისაც არ უყვარხართ, ამინდს ისეთს ვღებულობთ, როგორიც არის, მზიანი, თოვლიანი, წვიმიანი, უბრალოდ ვსწავლობთ მასთან გამკლავებას, თუ ეს საჭიროა: წვიმისგან თავს ქოლგით ვიფარავთ, მწველ მზეს ჩრდილში ვემალებით.

Monday, March 3, 2025

მინიმა

 ზოგს სულ არ გავახსენდებით,

ზოგს ვახსენდებით გვიან,
გადმოგვიყრიან ნარჩენებს,
ნასუფრალი რომ ჰქვია,
კატაც რომ აღარ იკადრებს,
იტყვის: - არ მშია, მიავ!
მაია დიაკონიძე
3.03.2025 წელი

Sunday, March 2, 2025

სხვანაირი სიყვარული იყო! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 სხვანაირი სიყვარული იყო!

სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
თოჯინებით ვთამაშობდი დიდხანს,
ხევ-ხუვებში ვკრეფდი მწიფე მაყვალს,
სად წავიდა, მეგობარო, მითხარ,
ბებოს გოგო, იქნებ ზღაპრებს გაჰყვა.
აფრენილი ცეცხლოვანი რაში,
გაქრა ისე, კვამლიც აღარ დარჩა,
გველეშაპი მედგა თურმე კვალში,
გულმოდგინედ წეწდა სულის ფარჩას.
სიყვარულსაც არ ჰქონია ფასი,
გამოხუნდა მეგობრობის ძალაც,
ფული ზეობს, თამაშდება ფარსი
და ხერხემლის იცვითება მალა.
გაზაფხულის ვერ შევიგრძნობ ფერებს,
სურნელებას სამაისო ვარდთა,
გაბზარული გული შევიფერე,
ვით საწყაო მარადიულ დარდთა.
სხვანაირი სიყვარული იყო,
მოყვასისთვის სხვანაირი მოცლა,
ამ დროებამ კვანტი როგორ გვიყო,
არ გვაცალა წამით გონზე მოსვლა.
მაია დიაკონიძე
10.03.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
აღზევებადი წვლილის შემტანი
ულამაზესი ნოსტალგია, უმშვენიერესი სევდა, გულუბრყვილო ბავშვური გაოცება!!!!
ეს ყველაფერი ლამაზ ფერებში და მოჩუქურთმებულ ოქროს ჩარჩოში ჩასმული გულიანი და გულში ჩასახუტებელი ლექსით მოგვაწოდა ჩვენმა უნიჭიერესმა პოეტმა ქალბატონმა მაიკო დიაკონიძემ!!!!
კითხულობ ლექსს მესამედ და სურვილი გიჩნდება, წაიკითხო მეოთხედაც—— მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ საკუთარ, შენს ფიქრებსა და დარდს, რომ ამზეურებს, არა!!!—- ლექსი არის პოეტურად ყველა მოთხოვნილებით ბრწყინვალედ დახვეწილი, დიდოსტატის ქარგაზე გაწყობილი, ყველა სიტყვა და სტრიქონი იუველირის საწორზე აწონილი და შემოწმებული!!!!
თემატიკა —-საკაცობრიო, მარადიული და რაც მთავარია—- ადამიანური!!!!
,,გაბზარული გული შევიფერე,
ვით საწყაო მარადიულ დარდთა”
,,სად წავიდა, მეგობარი, მითხარ,
ბებოს გოგო, იქნებ ზღაპარს გაჰყვა”....
არა, მშვენიერო მაიკო, ის ბებოს გოგო ჩვენს გასახარებლად ზის საწერ მაგიდასთან, ალბათ კომპიუტერთანაც და ფიქრობს ნორჩი თაობისათვის ფერადი და ლამაზი სამყაროს შექმნაზე, ახალგაზრდა ყმაწვილებისათვის— სწორი და ჯანსაღი ორიენტაციის სწავლებისათვის, დაჩაგრული სამშობლოს გადარჩენის, სწორი გზების ძიებისა და მოფერებისათვის,
კალმით, ფუნჯითა და სიმღერით მშობელი ხალხის სულიერების ამაღლებისათვის,
ვიპოვოთ ეს ბებოს გოგო და მოვეფეროთ, გავამხნეოთ, ახალ, მაიკოსავით ცისფერთვალება თოჯინასაც თუ ვუყიდით, უფრო მეტად გავახარებ და ვუსურვოთ წარმატებები და ოცნებების შესრულება!!!!( ვიცი მისი ოცნებები სამშობლოს, ოჯახის და მეგობრების კეთილდღეობით არის აღსავსე)!!!!!!

 1. რას ნიშნავს იყო ხუთბავშვიანი ოჯახის უფროსი შვილი?

2. როგორი კვალი დატოვა იმერეთმა, ბებია-ბაბუამ

3. როდის უფრო გეწერებათ: ბედნიერებისას თუ მწუხარებისას

4. რა ადგილი უკავია თქვენს შემოქმედებაში პატრიოტულ პოეზიას

5. გაიხსენეთ ბავშვური სიცელქე, რომელმაც თქვენს ცხოვრებას კვალი დააჩნია

6. ვიცით, რომ ფერწერითაც ხართ დაინტერესებული, რომელს ააძლევთ უპირატესობას

რაზე ოცნებობთ

რა ყვავილებს შეადარებდით უკრაინასა და საქართველოს

რომელი გარეული და შინაური ცხოველი გიყვართ

საკუთარი ლექსებიდან რომელი გიყვართ

რომელი ლექსი მიგაჩნიათ თქვენი შემოქმედების სავიზიტო ბარათად

რას გვისურვებდით


,,რომ დაღამდება, ცად დაინთება!", თარგმანი მაია დიაკონიძის, ლექსი ლესია უკრაინკას, «Як я умру, на світі запалає» Леся УКРАЇНКА

 ვინაიდან გადავწყვიტე ლესია უკრაინკას ლექსები ვთარგმნო, დღეს ერთი ულამაზესი ლექსის ნაწყვეტის თარგმანს შემოგთავაზებთ:

,,რომ დაღამდება, ცად დაინთება!"
რომ დაღამდება, ცად დაინთება
ცეცხლით გამთბარი ჩემი სიტყვები,
შიგ დამალული მზეც გაბრწყინდება,
მაშინ, როდესაც, აღარ ვიქნები..
თარგ. მაია დიაკონიძის
«Як я умру, на світі запалає» Леся УКРАЇНКА
Як я умру, на світі запалає
Покинутий вогонь моїх пісень,
І стримуваний пломінь засіяє,
Вночі запалений, горітиме уде.
Леся УКРАЇНКА

Saturday, March 1, 2025

წვიმდა, წვიმდა!

სატრფიალო ლირიკიდან
წვიმდა, წვიმდა...
წვიმდა, წვიმდა და არაფრით გადაიღო,
ჩამოიქცა ლამის მთელი ზეცა,
შენს თვალებში მაინც მზე და მთვარე იყო
და იმის შუქს დავემალე ვერსად.
წვიმდა, წვიმდა, მოჟღურტულე ჩიტუნიებს
ფოთლების ქვეშ მოენახათ ბინა,
შენს თვალებში ვკრეფდი კოცნით ცის ლურჯ იებს
და ვაწყობდი წვიმის ათას მძივად.
მაია დიაკონიძე
20.11.2022 წელი